წესები და პირობები

პრეამბულა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება MAF Carrefour-ზე, ეს მობილური აპლიკაცია (შემდგომში  „აპლიკაცია“) წარმოდგენილია შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია-ს (Majid Al Futtaim Hypermarkets Georgia LLC) (შემდგომში „ჩვენ“) მიერ, როგორც მომსახურება ჩვენი მომხმარებლებისთვის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ აპლიკაციაში რეგისტრაციით თქვენ ავტომატურად ხდებით კარფურის დაგროვების პროგრამა „მაი ქლაბ“-ის წევრი და თქვენ მიმართ ასევე გავრცელდება დაგროვების პროგრამა „მაი ქლაბ“-ის წესები და პირობები, რომლებიც ხელმისაწვდომია მითითებულ ლინკზე https://www.carrefourgeorgia.com/ka/service/myclub-0.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციის სერვისის გამოყენებისას თქვენ უპირობოდ თანხმდებით, რომ დაიცავთ ამ წესებს და პირობებს (შემდგომში “წესები და პირობები”).

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას რომ ნებისმიერ დროს შევცვალოთ წესები და პირობები, ნებისმიერი ასეთი ცვლილება კი ძალაში შევა აპლიკაციაში განთავსებისთანავე.

თქვენი პასუხისმგებლობაა გაეცნოთ წესებსა და პირობებს აპლიკაციის ყოველი გამოყენებისას. თქვენ მიერ აპლიკაციის გამოყენება კი ნიშნავს, რომ  ეთანხმებით უახლეს წესებსა და პირობებს.

თუ არ ეთანხმებით (ან ვერ ასრულებთ) რომელიმე წესსა და პირობას, ნუ გამოიყენებთ ამ აპლიკაციას.

ყოველგვარი წარმოდგენილი ინფორმაცია (როგორც ეს აღნიშნულია ქვემოთ) უნდა იყოს ზუსტი, ნებისმიერი არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს ამ წესების დარღვევას.

შეკვეთის დასრულებისას, თქვენი შენაძენის დადასტურებით, თქვენ ეთანხმებით  და იხდით შეკვეთის საფასურს.

თუ თქვენ არ ხართ მომხმარებელი, თქვენ ადასტურებთ რომ გაქვთ უფლებამოსილება წარმოადგინოთ და იმოქმედოთ ბიზნესის სახელით.

შეკვეთის გაუქმება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა არსებობდეს გარკვეული შეკვეთები, რომლებიც შესაძლოა უარყოფილ ან გაუქმებულ იქნეს ჩვენ მიერ. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ, უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ ნებისმიერი შეკვეთა გარკვეული მიზეზით.

თქვენი მოხერხებულობისთვის, თანხა არ ჩამოგეჭრებათ, სანამ თქვენი გადახდის მეთოდის ავტორიზაცია არ დასრულდება. თქვენი შეკვეთის ინფორმაცია გადამოწმდება თუ რამდენად სწორი და ზუსტია.

ზოგიერთი სიტუაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი შეკვეთის გაუქმება, არის მოთხოვნილი პროდუქტის არასაკმარისი რაოდენობა, უზუსტობა ან შეცდომა პროდუქტში ან ფასის შესახებ ინფორმაციაში და ასევე, ჩვენი შესაბამისი დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი პრობლემები.

ამასთან ერთად, ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს დამატებითი გადამოწმება ან ინფორმაციის მიღება, იმისათვის რომ დავადასტუროთ თქვენი შეკვეთა. ჩვენ დაგიკავშირებით თუ თქვენი შეკვეთა მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმდება ან დაგვჭირდება დამატებითი ინფორმაცია თქვენი შეკვეთის დასადასტურებლად. თუ თქვენი შეკვეთა გაუქმდება მას შემდეგ, რაც ჩამოგეჭრებათ თანხა საკრედიტო ბარათიდან, ჩვენ შემოგთავაზებთ თქვენს საკრედიტო ბარათზე მის სრულ ანაზღაურებას.

 

აპლიკაციის უსაფრთხოება

თქვენ გეკრძალებთ აპლიკაციის უსაფრთხოების დარღვევა, მათ შორის, შეუზღუდავად,

ა) იმ მონაცემებზე წვდომა, რომლებიც არ არის გამიზნული ასეთი მომხმარებლისთვის ან შესვლა იმ სერვერზე ან ანგარიშზე, რომელზე წვდომის უფლებაც არ აქვს მომხმარებელს;

ბ) სისტემის ან ქსელის დაცულობის გამოკვლევის, სკანირების ან შემოწმების მცდელობა ან სათანადო ავტორიზაციის გარეშე უსაფრთოხების ან ავტორიზაციის ზომების დარღვევა;

გ) ნებისმიერი მომხმარებლის, მასპინძლის ან ქსელის მომსახურებაში ჩარევის მცდელობა, მათ შორის, შეუზღუდავად, აპლიკაციაში ვირუსის შეტანა, გადატვირთვა, დასპამვა/დავირუსება, ფოსტის გატეხვა ან ჰაკერული თავდასხმა;

დ) არასასურველი ელ.ფოსტის გაგზავნა, აქციების ან / და პროდუქციის ან მომსახურების რეკლამირება;

სისტემის ან ქსელის უსაფრთხოების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ჩვენ გამოვიძიებთ ამგვარ დარღვევებს და სანქციებს დავაკისრებთ იმ მომხმარებლებს, რომლებიც მონაწილეობენ ასეთ დარღვევებში.

თქვენ ადასტურებთ, რომ არ გამოიყენებთ ნებისმიერ მოწყობილობას, პროგრამულ უზრუნველყოფას ან რუტინულ ქმედებას, იმ მიზნით რომ ხელი შეუშალოთ ან შეეცადოთ ხელი შეუშალოთ ამ აპლიკაციის  გამართულ მუშაობას ან ამ აპლიკაციით განხორციელებულ საქმიანობას.

გარდა ამისა, თქვენ ადასტურებთ, რომ არ გამოიყენებთ ნებისმიერ მოწყობილობას, პროგრამას, ინსტრუმენტს, აგენტს ან სხვა საშუალებას ან მექანიზმს (მათ შორის, შეუზღუდავად ბრაუზერებს, ქსელებს, რობოტებს, ავატარებს ან ინტელექტუალურ აგენტებს) ამ აპლიკაციაში ნავიგაციისა და ძებნისთვის, გარდა იმ შესაძლებლობისა, რომელიც შემოთავაზებულია ჩვენ მიერ, ამ აპლიკაციაში.

ზოგჯერ აპლიკაციაში წვდომა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი გამართვისთვის, განახლებისთვის, ან ახალი სერვისების  დამატებისთვის.

სარგებლობის პირობები

აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან შეადგინონ იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებები. იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ კომპეტენცია დადონ ხელშეკრულებები, არ აქვთ უფლება ისარგებლონ აპლიკაციით.

თუ თქვენი ასაკი 18 წელზე ნაკლებია, თქვენს მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს შეუძლიათ დადონ გარიგება თქვენი სახელით, თუ ისინი არიან რეგისტრირებული მომხმარებლები/წევრები. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევაჩეროთ თქვენი რეგისტრაციის პროცესი და უარი გითხრათ აპლიკაციაში შესვლაზე, თუ აღმოვაჩენთ რომ თქვენ ხართ 18 წლამდე ასაკის.

აპლიკაციაზე წვდომა არ შეუძლიათ იმ პირებს, რომელთა რეგისტრაციაც შეჩერებულია ან შეწყდა ჩვენ მიერ რაიმე მიზეზით. ისინი ვინც ამ აპლიკაციაში შემოდიან საქართველოს ფარგლებს გარეთ, პასუხისმგებლები არიან ადგილობრივი მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე, თუ ასეთი ადგილობრივი კანონმდებლობა არის გამოსაყენებელი.

გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ პროდუქციას მივაწოდებთ მხოლოდ საქართველოს ფარგლებში და შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი, იმ პრეტენზიების შესახებ, რომელიც ეხება საქართველოს იურისდიქციის გარეთ  შეკვეთილ პროდუქტებს.

 

რეგისტრაციის პროცესი

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია (შემდგომში „ინფორმაცია“) დაცული იქნება ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.  აპლიკაციის გამოყენებით თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშისა და პაროლის კონფიდენციალობის დაცვაზე, თქვენს კომპიუტერზე წვდომის შეზღუდვაზე და ეთანხმებით პასუხისმგებლობას ყველა იმ ქმედებისთვის, რაც ხორციელდება თქვენი ანგარიშისა და პაროლის ქვეშ.

ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერი პირის წინაშე იმ დანაკარგის ან დაზიანებისათვის, რომელიც შეიძლება წარმოშვას თქვენს მიერ ანგარიშისა და პაროლის დაუცველობამ. თქვენს ანგარიშზე ნებისმიერი საეჭვო ქმედების შესახებ უნდა შეგვატყობინოთ დაუყოვნებლივ ქვემოთ მოცემულ მისამართზე. თუ საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს უსაფრთხოების დარღვევას ან აპლიკაციის ბოროტად გამოყენებას, შეიძლება მოგთხოვოთ პაროლის შეცვლა ან შეიძლება შევაჩეროთ თქვენი ანგარიშის არსებობა ჩვენი პასუხისმგებლობის გარეშე.

პროდუქტის ფასები

აპლიკაციის მიერ პროდუქტისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდების პროცესში შეიძლება მოხდეს შეცდომები.

ჩვენ ვერ დავადასტურებთ პროდუქტის ფასს, სანამ შეკვეთის გაფორმება არ დასრულდება. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი აღნიშნულია არასწორი ფასით ან არასწორი ინფორმაციით ფასების შესახებ, ჩვენ გვექნება უფლება, ჩვენი შეხედულებისამებრ, დაგიკავშირდეთ ინსტრუქციისთვის ან გავაუქმოთ შეკვეთა და შეგატყობინოთ გაუქმების შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია მიიღებს თქვენს შეკვეთას, იგივე თანხა ჩამოიჭრება თქვენი საკრედიტო ბარათის ანგარიშიდან და სათანადოდ გეცნობებათ ამის შესახებ ელ. ფოსტის მეშვეობით. გადახდა შეიძლება დამუშავდეს თქვენ მიერ შეკვეთილი პროდუქტის ჩვენ მიერ გამოგზავნამდე. თუ შეკვეთა უნდა გავაუქმოთ გადახდის დამუშავების შემდეგ, აღნიშნული თანხა დაბრუნდება თქვენს საკრედიტო / სადებეტო ბარათის ანგარიშზე. აღსანიშნავია, რომ ფულადი თანხის გაცემა დაუშვებელია ნებისმიერი პირობით.

ზოგჯერ ინტერნეტში არსებული ფასი არ ემთხვევა მაღაზიის ფასს. საქართველოში ყოველთვის  დაბალი ფასის მქონე სტატუსის შენარჩუნების მიზნით, მაღაზიის ფასები ზოგჯერ განსხვავდება ონლაინ ფასებისგან. ფასები და პროდუქტის ხელმისაწვდომობა შესაძლოა შეიცვალოს ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე. გარდა ამისა, თითოეული მათგანის მიმართ პროდუქტის აღწერა / შესრულება ემყარება მწარმოებლის / აგენტის მიერ დაბეჭდილ კატალოგს და ტექნიკურ ლიტერატურას. ამიტომ, თითოეული პროდუქტის შესახებ დაწერილი ინფორმაცია არ არის ჩვენ მიერ დაწერილი და შეიძლება შეიცვალოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

ყველა მომხმარებელს შეკვეთის საფასური ჩამოეჭრება ქართულ ლარში და სხვაობა ნებისმიერ უცხოურ ვალუტასა და მომხმარებლის საკრედიტო ბარათზე ფაქტობრივად დაანგარიშებულ  თანხაში, სავარაუდოდ, განპირობებულია სხვადასხვა საკრედიტო ბარათების კომპანიებით, რომლებიც სხვადასხვა გაცვლით კურსს გთავაზობთ.

MAF Carrefour აპლიკაციის კუპონის გამოყენება (სადაც ეს შესაძლებელია).

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურს გამოიყენოს MAF Carrefour-ის კუპონი აპლიკაციის საშუალებით, ეს კუპონი გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადად, მთლიანი თანხის გახარჯვით, მისი ნაწილობრივი გამოყენება არ დაიშვება.

შეკვეთის მიღება

იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ აპლიკაციაში შეკვეთის განთავსება, შეკვეთის ღირებულება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 20 (ოცი) ლარს.

ამასთან, 200 ლარის ან მეტი ღირებულების შეკვეთის განთავსებისას მიწოდების მომსახურება არის უფასო.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ ნებისმიერი შეკვეთა რაიმე მიზეზით.

მოთხოვნილი პროდუქტის არასაკმარისი რაოდენობა, უზუსტობა ან შეცდომა პროდუქტში ან ფასის შესახებ ინფორმაციაში და თაღლითობა და პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია საკრედიტო ბარათის იდენტიფიკაციასთან წარმოადგენს იმ სიტუაციებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ შეკვეთის გაუქმება, დამატებითი ვერიფიკაციის ან ინფორმაციის მოთხოვნა შეკვეთის დასადასტურებლად.  ჩვენ დაგიკავშირდებით, თუ თქვენი შეკვეთა გაუქმდა სრულად ან ნაწილობრივ, ან თუ საჭიროა დამატებითი ინფორმაცია თქვენი შეკვეთის მისაღებად. თუ თქვენი შეკვეთა გაუქმდება თქვენი საკრედიტო / სადებეტო ბარათიდან თანხის ჩამოჭრის  შემდეგ, აღნიშნული თანხა დაბრუნდება თქვენს საკრედიტო / სადებეტო ბარათის ანგარიშზე. ფულადი თანხის გაცემა დაუშვებელია ნებისმიერი პირობით.

მას შემდეგ, რაც შეკვეთა დატოვებს ჩვენს ლოგისტიკის ცენტრს, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ელ. ფოსტით, თქვენი ამანათის ადგილსამყოფელის შესამოწმებელი ნომრით.

მომხმარებლის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ შეკვეთის მიტანის დროს იყოს ადგილზე.

გადახდის საშუალებები:

გადახდა ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, საკრედიტო/სადებეტო ბარათის საშუალებით. ასევე, შესაძლებელია ანგარიშსწორება კარფურის დაგროვების პროგრამა „მაი ქლაბ“-ის ქულების საშუალებით.

ასევე, შესაძლებელია შეკვეთის ღირებულების გადახდა ერთდროულად როგორც „მაი ქლაბ“-ის ქულებით, ასევე საკრედიტო/სადებეტო ბარათის საშუალებით.

აპლიკაციაში მითითებული პრომო კოდის არსებობის შემთხვევაში შეკვეთის განთავსებისას თქვენ შეძლებთ შესაბამისი ფასდაკლების მიღებას.

შეკვეთის განხორციელებისას თქვენ ვალდებული ხართ მიჰყვეთ აპლიკაციაში მითითებულ გადახდის ინსტრუქციას, შეავსოთ ყველა მოცემული ველი გადახდის ოპერაციის შესასრულებლად.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით თქვენ, როგორც საკრედიტო/სადებეტო ბარათის მფლობელი, აცხადებთ თანხმობას და იღებთ ვალდებულებას, რომ დაიცავთ მოქმედი კანონმდებლობის და საგადახდო სისტემის მოთხოვნებს.

თუ თქვენი შეკვეთის ღირებულება შეადგენს ან აღემატება 800 (რვაასი) ლარს, შეკვეთის ღირებულება  საკრედიტო/სადებეტო ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ ავანსის სახით ჩვენ მიერ შეკვეთის დამუშავებამდე.

მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაუქმება

თუ თქვენი მხრიდან გაუქმების შესახებ შეტყობინება მივიღეთ მანამ სანამ შეკვეთა არ არის დამუშავებული / დადასტურებული ჩვენს მიერ, ჩვენ გავაუქმებთ შეკვეთას და თანხას დავაბრუნებთ თქვენს საკრედიტო / სადებეტო ბარათზე. შეკვეთები, რომლებიც ჩვენ მიერ უკვე დამუშავებულია, არ ექვემდებარება მომხმარებლის მხრიდან გაუქმებას.

 

რაოდენობის ლიმიტები და მომწოდებლის გაყიდვები

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ, შევზღუდოთ შეძენილი ნივთების რაოდენობა ერთ ადამიანზე, ერთ ოჯახზე ან შეკვეთაზე. აღნიშნული შეზღუდვები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაშინ, როცა საქმე ეხება იმავე ანგარიშს, იმავე საკრედიტო ბარათზე განთავსებულ შეკვეთებს და ასევე იმ შეკვეთებს, რომლებსაც აქვთ ერთი და იმავე ბილინგის ან / და გადაზიდვის მისამართი. ამგვარი შეზღუდვების გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელი ინფორმაციას მიიღებს შეტყობინების გზით. ჩვენ, ასევე ვიტოვებთ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, ავკრძალოთ მომწოდებლებთან ან გადამყიდველთან გაყიდვები. ამ წესებისა და პირობების მიზნებისათვის, გადაყიდვად ჩაითვლება, MAF Carrefour აპლიკაციიდან ნებისმიერი პროდუქტის შეძენა ან შეძენის განზრახვა, რომლის მიზანიცაა მესამე პირზე იმავე პროდუქციის კომერციული გაყიდვა.

ინფორმაცია საკრედიტო / სადებეტო ბარათის შესახებ

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვთქვათ საკრედიტო / სადებეტო ბარათიდან თანხის მიღებაზე ან გავაუქმოთ ტრანზაქცია, თუ ტრანზაქცია დადასტურებულია, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი საკუთარი პროგრამის ფარგლებში დადასტურდება თაღლითობის შემთხვევა.

თქვენ მიერ მოწოდებული საკრედიტო / სადებეტო ბარათის მონაცემები აპლიკაციაში მომსახურებით სარგებლობისთვის უნდა იყოს მართებული, ნამდვილი და ზუსტი და თქვენ უნდა გამოიყენოთ ის საკრედიტო / სადებეტო ბარათი, რომელიც თქვენ კანონიერად გეკუთვნით. ე.ი. საკრედიტო / სადებეტო ბარათით ტრანზაქციისათვის, თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი საკუთარი საკრედიტო / სადებეტო ბარათი. აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული ჩვენ მიერ არცერთ მესამე პირთან, თუ ეს არ იქნება საჭირო თაღლითობის შემოწმების მიზნით ან კანონის, დებულების ან სასამართლოს ბრძანების საფუძველზე. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ საკრედიტო / სადებეტო ბარათის თაღლითობებზე. ბარათის თაღლითურად გამოყენებაზე და, ასევე, საწინააღმდეგოს დამტკიცებაზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ მხოლოდ თქვენ.

უკანონო ტრანზაქციები

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ავინაზღაუროთ პროდუქციის თანხა, გაწეული ხარჯები და ადვოკატის ჰონორარი იმ პირებისგან, რომლებიც აპლიკაციას თაღლითურად იყენებენ. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ამ პირების წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დევნა აპლიკაციის თაღლითურად გამოყენების და ნებისმიერი სხვა უკანონო მოქმედების ან ქმედების ან უმოქმედობის გამო, რომლებიც არღვევს აღნიშნულ წესებსა და პირობებს.

ელექტრონული კომუნიკაციები

თქვენ მიერ აპლიკაციის დათვალიერებისას ან აპლიკაციაში ელ.ფოსტის გაგზავნისას, ჩვენთან ელექტრონულად ურთიერთობთ. ამით თქვენ თანახმა ხართ, რომ ელექტრონულად მიიღოთ კომუნიკაციები ჩვენგან. ჩვენ დაგიკავშირდებით ელექტრონული ფოსტით ან აპლიკაციაში შეტყობინებების განთავსებით.

თქვენ ეთანხმებით, რომ ყველა შეთანხმება, ცნობა, გამჟღავნება და სხვა კომუნიკაცია, რომელსაც ჩვენ ელექტრონულად გთავაზობთ, აკმაყოფილებს ნებისმიერ სამართლებრივ მოთხოვნას, რომელთა შესაბამისადაც ასეთი შეტყობინებები უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით.

როგორც მომხმარებელი, თქვენ ეთანხმებით და ადასტურებთ შემდეგს:

1. თუ პროდუქტს რაიმე პრობლემა შეექმნება, მომხმარებლის არჩევანია, დაუკავშირდეს მწარმოებლის ადგილობრივ აგენტს ან სხვა კომპეტენტურ პირს პროდუქციის შესაკეთებლად ან საქართველოში არსებულ ჰიპერმარკეტ კარფურის ნებისმიერ ფილიალს.

2. ჩვენ მიერ გაგზავნილი ყველა ელექტრონული ნივთის ფუნქციონირებისთვის საჭირო ელექტროენერგიის ძაბვა მითითებულია მომხმარებლის ინსტრუქციაში. თუ თქვენ არ გაქვთ ამ ელექტროენერგიის ძაბვაზე წვდომა, მაშინ აღჭურვილობის გამოყენება თქვენს რისკს წარმოადგენს. ჩვენ არ დავიბრუნებთ პროდუქტებს, რომლებიც დაზიანდა გაუმართავი ელექტროენერგიის გამოყენების გამო. გთხოვთ, გამოყენებამდე გადაამოწმოთ მომხმარებლის ინსტრუქცია, რომ ნახოთ თუ რამდენად შეესაბამება თქვენი პროდუქტი უსაფრთხო მუშაობისთვის საჭირო ადგილობრივ მოთხოვნებს.

3. იმ შემთხვევაში, თუ ჩაბარება არ მოხდება თქვენი შეცდომის გამო (მაგ. არასწორი სახელი ან მისამართი ან რაიმე სხვა არასწორი ინფორმაცია), განმეორებით მიწოდების საჭიროების შემთხვევაში, გადაზიდვასთან დაკავშირებული ყველა დამატებითი ხარჯი დაგეკისრებათ თქვენ.  

ყველა შეკვეთა იგზავნება კურიერის მეშვეობით. ჩვეულებრივ, მიწოდება ხორციელდება კართან, მაგრამ შეიძლება არსებობდეს გარკვეული შემთხვევები, როდესაც ეს შეუძლებელი ხდება საკურიერო კომპანიის შეზღუდვების ან ადგილობრივი კანონების გამო.

4. თქვენ უნდა მოგვაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დავადასტუროთ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და სხვა დეტალები დროის ნებისმიერ მონაკვეთში. თუ დადასტურებისას აღმოჩნდა, რომ თქვენი მონაცემები არ შეესაბამება სიმართლეს, ჩვენი შეხედულებისამებრ, ჩვენ უფლება გვაქვს, უარი ვთქვათ რეგისტრაციაზე და აგიკრძალოთ აპლიკაციაში არსებული მომსახურებების გამოყენება.

5. ამ აპლიკაციის საშუალებით თქვენ დებთ ისეთ გარიგებას, სადაც რისკი გადმოდის თქვენზე.

6. სწორი და სათანადო მისამართი, რომელზეც თქვენს მიერ შეკვეთილი პროდუქტი უნდა მოგაწოდოთ, უნდა წარმოადგინოთ თქვენ. თუ ადრესატის მისამართი არასრული ან არასწორი აღმოჩნდა, შეიძლება შევეცადოთ ვიპოვოთ სწორი მისამართი და დავასრულოთ მიწოდება, მაგრამ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ ამ გარემოების პირობებში მიწოდების დასრულების შეუძლებლობაზე. თუ მისამართი არასწორია, ან თუ მიწოდების დასრულება შეუძლებელია, მომხმარებელს დაეკისრება დამატებითი საფასურის გადახდის ვალდებულება.

7. შეკვეთის გაკეთებამდე ყურადღებით შეამოწმეთ პროდუქტის აღწერა. პროდუქტის შეკვეთის გაკეთებით თქვენ ეთანხმებით საქონლის აღწერილობაში შეტანილ გაყიდვის პირობებს.

8. თქვენ, როგორც საკრედიტო/სადებეტო ბარათის მფლობელი, აცხადებთ თანხმობას და იღებთ ვალდებულებას, რომ დაიცავთ მოქმედი კანონმდებლობის და საგადახდო სისტემის მოთხოვნებს.

პროდუქციის გამოსახულება

ჩვენი პროდუქციის ფერები, რომლებიც აპლიკაციაში გამოჩნდება, იქნება რაც შეიძლება ზუსტი, ამასთან, ვინაიდან ნამდვილი ფერები, რომელსაც თქვენ დაინახავთ, დამოკიდებულია თქვენს მონიტორზე, ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ თქვენი მონიტორით ნებისმიერი ფერის ზუსტი დანახვა იქნება შესაძლებელი.

მიწოდების ღირებულება და ვადები

მიწოდების ღირებულება არის ფიქსირებული და განთავსებულია აპლიკაციაში.

მიწოდების ვადა არის შეკვეთის განთავსებიდან 60 წუთი. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში ეს ვადა შესაძლოა გაიზარდოს დამატებით 15 წუთით.

იმ ადგილზე, რომელსაც თქვენ უთითებთ (შემდგომში დანიშნულების ადგილი), ყველა შეკვეთა იგზავნება კურიერის მეშვეობით. ჩვეულებრივ, მიწოდება ხორციელდება კარდაკარ, მაგრამ შეიძლება არსებობდეს შემთხვევები, როდესაც ეს შეუძლებელია საკურიერო კომპანიის შეზღუდვების ან ადგილობრივი კანონების გამო.

კვების პროდუქტებისა და არასასურსათო ნივთების ადგილზე მიტანის საფასური არის საერთო ერთი შეკვეთისთვის, თუ ამ შეკვეთაში ორივე ტიპის საქონელი შედის.

წესებისა და პირობების ცვლილება

ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევცვალოთ აპლიკაციაში წესები და პირობები, თქვენთან წინასწარი შეტყობინების გარეშე. პირობების უახლეს ვერსიაზე წვდომა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს აპლიკაციაში. იმ შემთხვევაში, თუ შეცვლილი წესები და პირობები თქვენთვის მისაღები არ არის, თქვენ უნდა შეწყვიტოთ აპლიკაციის სერვისის გამოყენება. ამასთან, თუ თქვენ გააგრძელებთ მომსახურებას, ამით დაადასტურებთ, რომ ეთანხმებით ამ აპლიკაციაში შეცვლილ წესებსა და პირობებს.

მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია

წესები და პირობები განიმარტება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს სასამართლოებს ექნებათ ექსკლუზიური იურისდიქცია ნებისმიერ სამართალწარმოებაში, რომელიც წარმოიშობა წესებსა და პირობებთან დაკავშირებით.

საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშანი

თუ სხვა რამ არ არის მითითებული, აპლიკაციის ყველა შინაარსი წარმოადგენს საავტორო უფლებების ობიექტს, სავაჭრო ნიშნებს  ან/და სხვა ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელსაც მართავს, აკონტროლებს ან რომლის ლიცენზიასაც ფლობს  შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (Majid Al Futtaim Hypermarkets Georgia LLC) / შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს (Majid Al Futtaim Hypermarkets LLC)/ შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ რითეილი (Majid Al Futtaim Retail LLC), ან მისი რომელიმე შვილობილი კომპანია ან მესამე პირი, რომელმაც მოგვცა ლიცენზირებული მასალები ჩვენ, და რომლებიც დაცულია მოქმედი კანონმდებლობით.

ჩვენ და ჩვენი მომწოდებლები და ლიცენზიანტები პირდაპირ ვიტოვებთ ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლებას ყველა ტექსტზე, პროგრამაზე, პროდუქტზე, პროცესზე, ტექნოლოგიაზე, შინაარსზე და სხვა მასალებზე, რომლებიც მოცემულია ამ აპლიკაციაში. ამ აპლიკაციაზე წვდომა არ წარმოადგენს და არ ჩაითვლება, რომ ვინმეს ენიჭება რაიმე სახის ლიცენზია ჩვენი ან მესამე მხარის ინტელექტუალურ საკუთრებაზე რომელიმე უფლებით. ყველა უფლება, საავტორო უფლებების ჩათვლით, მოცემულ აპლიკაციაში არის ჩვენი / ჩვენი აფილირებული პირების  საკუთრებაში ან ლიცენზირებულია. ამ აპლიკაციის ან მისი შინაარსის ნებისმიერი გამოყენება, მათ შორის კოპირება ან შენახვა მთლიანად ან ნაწილობრივ, გარდა თქვენი პირადი, არაკომერციული გამოყენებისა, აკრძალულია ჩვენი ნებართვის გარეშე. თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ, გაანაწილოთ ან განაახლოთ რაიმე ამ აპლიკაციაში ნებისმიერი მიზნით.

ჩვენი სახელები და ლოგოები და მასთან დაკავშირებული ყველა პროდუქტისა და მომსახურების სახელი, დიზაინის ნიშანი და სლოგანი არის შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (Majid Al Futtaim Hypermarkets Georgia LLC) / შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს (Majid Al Futtaim Hypermarkets LLC)/ შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ რითეილი (Majid Al Futtaim Retail LLC)-ის სავაჭრო ნიშნები ან მომსახურების ნიშნები. ამ აპლიკაციაში განთავსებულ მასალებთან დაკავშირებით არ გაიცემა სასაქონლო ნიშნის ან მომსახურების ნიშნის ლიცენზია. ამ აპლიკაციაში წვდომა არავის აძლევს უფლებას გამოიყენოს ნებისმიერი სახელი, ლოგო ან ნიშანი ნებისმიერი ფორმით.

გასაჩივრებული მასალა

თქვენ ადასტურებთ, რომ ამ აპლიკაციის ან აპლიკაციაში მოცემული ნებისმიერი სერვისის გამოყენებით შეიძლება აღმოაჩინოთ კონტენტი, რომელიც ზოგიერთის მიერ მიჩნეულია როგორც შეურაცხმყოფელი, უხამსი ან არასასურველი, ეს კონტენტი კი შეიძლება ჩაითვალოს ან არ ჩაითვალოს ასეთად.

თქვენ ეთანხმებით აპლიკაციის და ნებისმიერი სერვისის გამოყენებას თქვენი და მხოლოდ თქვენი რისკის ფასად, რაც მაქსიმალურად არის ნებადართული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ და ჩვენს აფილირებულ პირებს  არანაირი პასუხისმგებლობა არ გვექნება თქვენს წინაშე შინაარსის გამო, რომელიც შეიძლება თქვენთვის შეურაცხმყოფელი, უხამსი ან არასასურველი იყოს.

კომპენსაცია

თქვენ ეთანხმებით, რომ აგვინაზღაურებთ და დაგვიცავთ ჩვენ და ჩვენ შვილობილ კომპანიებს ნებისმიერი პრეტენზიისგან, ზიანის ანაზღაურებისგან, ხარჯებისა და დანახარჯებისგან, ადვოკატის საფასურის ჩათვლით, რომელიც წარმოიშობა ან უკავშირდება თქვენ მიერ აპლიკაციის გამოყენებას, ამ წესებისა და პირობების ან/და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას.

შეწყვეტა

ეს წესები და პირობები ძალაშია, სანამ ის არ შეწყდება თქვენ ან ჩვენ მიერ. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ეს წესები და პირობები ნებისმიერ დროს, იმ პირობით, რომ შეწყვეტთ ამ აპლიკაციის შემდგომ გამოყენებას. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევაჩეროთ ეს წესები და პირობები და ამის გაკეთება შეგვიძლია დაუყოვნებლივ, გაფრთხილების გარეშე, და, შესაბამისად, ამ ქმედებით გიწყვეტთ აპლიკაციაზე წვდომას. ასეთი შეწყვეტისთვის ჩვენ არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა. თქვენ ან ჩვენ მიერ ამ წესებისა და პირობების შეწყვეტისთანავე თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გაანადგუროთ ამ აპლიკაციიდან გადმოწერილი ან სხვაგვარად მოპოვებული მასალები, აგრეთვე ამ მასალების ყველა ასლი, მიუხედავად იმისა დამზადებულია თუ არა ის ამ წესებისა და პირობების შესაბამისად.

ჩვენი უფლება ნებისმიერ უკუკავშირზე ძალაში რჩება ჩვენს შორის ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაშიც. ნებისმიერი ასეთი შეწყვეტა არ გათავისუფლებთ ვალდებულებისგან გადაიხადოთ იმ პროდუქტის საფასური, რომელიც უკვე შეკვეთილი გაქვთ აპლიკაციის საშუალებით და ზეგავლენას არ ახდენს, თქვენს ნებისმიერ პასუხისმგებლობაზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე წესებისა და პირობების საფუძველზე.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია („Majid Al Futtaim Hypermarkets Georgia LLC)“ ან მისი რომელიმე აფილირებული კომპანია, თანამშრომლები, დირექტორები, აგენტები ან მომწოდებლები არ არიან პასუხისმგებელნი თქვენ ან ნებისმიერი მესამე პირის წინაშე, არაპირდაპირი, ირიბი, შემთხვევითი, მიზეზ-შედეგობრივი ან ნებისმიერი სხვა სახის ზიანისათვის, რომელიც წარმოიშვება აპლიკაციის გამოყენების ან გამოუყენებლობის შედეგად. მათ შორის, შეუზღუდავად  მიუღებელი შემოსავლისთვის, შედეგებისათვის, მონაცემების დაკარგვისთვის, მუშაობის პროცესის შეჩერების ან კომპიუტერული ტექნიკის ხარვეზისთვის.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენი სრული პასუხისმგებლობა თქვენს წინაშე გამომდინარე წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან, დაკავშირებული დელიქტურ ვალდებულებებთან თუ სახელშეკრულებო ვალდებულებებთან შემოიფარგლება თქვენი შეკვეთილი პროდუქციის ღირებულებით.

ჩვენ არ ვაცხადებთ და არ გაძლევთ არანაირ გარანტიას, სიზუსტესთან, საიმედოობასთან , სისრულესთან, სისწორესთან ან/და ინფორმაციასთან, პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ტექსტთან , გრაფიკასთან, ბმულებთან ან შეტყობინებებთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია ჩვენს აპლიკაციაში ან ჩვენი აპლიკაციის საშუალებით, ან იმასთან დაკავშირებით, რომ აპლიკაციის ფუნქციონირება იქნება უშეცდომო და/ან უწყვეტი.

შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას მიყენებული ნებისმიერი ფულადი ან სხვა სახის ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია შეფერხებით, წარუმატებლობით, შეწყვეტით, ან აპლიკაციის გამოყენების დროს გადაცემული მონაცემების ან სხვა ინფორმაციის შეცვლით ან/და აპლიკაციის ფუნქციონირების შეფერხებით ან შეცდომით.

უარი პასუხისმგებლობაზე

ჩვენ უზრუნველვყოფთ რომ შეძენილი პროდუქციის მიწოდება დროულად  განხორციელდეს. მიწოდების შეფერხების ან მიწოდების შეცდომის შემთხვევაში ჩვენთან არანაირი პრეტენზია, ჯარიმები, თანხის დაბრუნება ან ნაწილობრივ თანხის დაბრუნება არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ საუკეთესო სერვისი, თუ ჩვენი მომსახურების განხორციელებისას მოხდა შეცდომა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ჩვენს კლიენტთა მომსახურების ცენტრს  ტელეფონის ნომერზე: 032 2177070 და ჩვენ შევეცდებით შეცდომა გამოვასწოროთ გონივრულ ვადაში.

პროდუქტის დეტალები, ინფორმაცია, ინგრედიენტები, კვებითი ღირებულებები და დიეტური / ალერგიული რჩევები შეიძლება დროდადრო შეიცვალოს.

ამიტომ, გირჩევთ, წაიკითხოთ პროდუქციის ეტიკეტი, რომელსაც ყიდულობთ და არ დაეყრდნოთ აპლიკაციაში მოცემულ ინფორმაციას.

შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია („Majid Al Futtaim Hypermarkets Georgia LLC)“ არ აცხადებს და არ იძლევა გარანტიას, რომ ამ აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაცია არის ზუსტი, სრულყოფილი და განახლებული. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი რაიმე სახის ზიანის ანაზღაურებაზე, რაც წარმოიშობა, გამოწვეულია ან უკავშირდება თქვენს მიერ აპლიკაციის გამოყენებას.

მთლიანი ხელშეკრულება

თუ დადგინდა, რომ ამ წესების და პირობების რომელიმე ნაწილი ბათილია ან შეუძლებელია მისი შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, სხვებთან ერთად, გარანტიის გაცემაზე უარის თქმა და პასუხისმგებლობის შეზღუდვა, მაშინ ბათილი ან შესასრულელად შეუძლებელი დებულება ჩაითვლება შეცვლილად, მოქმედი ძალის მქონე, ისეთი შესრულებადი პუნქტით, რომელიც ყველაზე ზუსტად შეესაბამება თავდაპირველი ჩანაწერის მიზანს. ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილი კი დარჩება ძალაში. თუ სხვა რამ არ არის მითითებული, აღნიშნული წესები და პირობები წარმოადგენს მთავარ შეთანხმებას თქვენსა და ჩვენ შორის წინამდებარე აპლიკაციასთან/მომსახურებასთან დაკავშირებით და იგი ანაცვლებს ყველა წინა და ნამდვილ კომუნიკაციებს და შეთავაზებებს, იქნება ეს ელექტრონული, ზეპირი თუ წერილობითი ფორმით დადებული წინამდებარე აპლიკაციასთან/მომსახურებასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან რეაგირების არარსებობა  თქვენი ან მესამე პირის მიერ განხორციელებულ დარღვევასთან  დაკავშირებით არ გვართმევს უფლებას მოვახდინოთ რეაგირება შემდგომ ან მსგავს დარღვევებზე.

კონფიდენციალობის პოლიტიკა

ჩვენ არ ვყიდით/ ვაქირავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებზე მათი მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი მკაფიო თანხმობის გარეშე და ვიყენებთ თქვენს მონაცემებს ისე, როგორც ეს აღწერილია კონფიდენციალობის პოლიტიკაში. თქვენი პირადი ცხოვრების დაცვა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ თქვენ და თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. ჩვენ ვინახავთ და ვამუშავებთ ინფორმაციას კომპიუტერულ მოწყობილობებზე, რომლებიც დაცულია როგორც ფიზიკური, ასევე ტექნოლოგიური უსაფრთხოების მოწყობილობებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ მესამე მხარესთან, იმისთვის რომ გადავამოწმოთ და დავადასტუროთ ჩვენი კონფიდენციალურობის პრინციპები.

MAF Carrefour აპლიკაციის თანხის დაბრუნების პოლიტიკა:

ა) ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება თანხის დაბრუნების შესახებ განიხილება ინდივიდუალურად, რის გამოსარკვევადაც არსებობს შემდეგი კრიტერიუმები:

  • პროდუქტი არ მუშაობს მისი მიღებისას;
  • პროდუქციის შეძენა შეუძლებელია: 7-10 დღის განმავლობაში ავტორიზაციის დღიდან;
  • შეუძლებელია პროდუქტის შეკეთება;
  • დაიკარგა მიტანის პროცესში;
  • პროდუქტი არის გამოსაყენებლად უვარგისი, რაც დასტურდება შესაბამისი ფოტო მასალით;
  • პროდუქტი არის ვადაგასული.

ბ) თუ პროდუქტი არ არის ხელმისაწვდომი, მომხმარებელს პროდუქტის სრული თანხა უბრუნდება. თანხის დაბრუნება მოხდება 15 დღის განმავლობაში;

გ) თანხის დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარეკტს ჯორჯიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების ცენტრის მიერ დამტკიცების შემთხვევაში;

დ) შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია განახორციელებს თანხის დაბრუნებას მას შემდეგ, რაც მიიღებს პროდუქციას უკან;

ე) პროდუქტი დაბრუნდება იმავე ფასად, რა ფასადაც თქვენ შეიძინეთ;

ვ) თანხა დაბრუნებულად ითვლება ბანკის მიერ თანხის დაბრუნების მომენტიდან, რაც განხორციელდება თანხის დაბრუნების მოთხოვნის დღიდან 15 დღის განმავლობაში.

თანხის დაბრუნების პირობები

1. გაყიდვების შემდგომი მომსახურების ცენტრი წარმოადგენს ერთადერთ ჯგუფს, ნებისმიერი სახის გადაცვლის, დაბრუნების ან შეკეთების მოთხოვნის დასაფიქსირებლად.

ნებისმიერი პროდუქტის  გადასაცვლელად, დასაბრუნებლად ან შესაკეთებლად უნდა წარმოადგინოთ შეკვეთის და მიტანის დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორც შესყიდვის მტკიცებულება.

2. არცერთი მოთხოვნა არ იქნება განხილული აღნიშნულის გარეშე.

3. ნებისმიერი პროდუქტი რომელიც უნდა გადაიცვალოს, დაბრუნდეს ან შეკეთდეს, შესაძლოა დაბრუნდეს საქართველოში არსებულ ნებისმიერ ჰიპერმარკეტში. მიუხედავად არსებული პირობებისა პროდუქცია იქნება დაბრუნებული, გადაცვლილი ან შეკეთებული შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია-ს ერთპიროვნული შეხედულებისამებრ.

გაცვლა ან დაბრუნება; შეკეთება

გაყიდვების  შემდგომი მომსახურების ცენტრი არის ადგილი, სადაც თქვენ უნდა დააბრუნოთ შეძენილი ნივთი ან მოითხოვოთ მისი შეკეთება.

  1. ფაქტურა და სალაროს ქვითარი:

გთხოვთ, შეინახოთ ორიგინალი ფაქტურა და სალაროს ქვითარი, როგორც თქვენი გადახდის მტკიცებულება. სალაროს ქვითრის გარეშე ნივთის დაბრუნება ან შეკეთება არ იქნება შესაძლებელი.

  1. ყუთი და შეფუთვა:

გთხოვთ, შეინახოთ ნივთის ყუთი და შიდა შეფუთვა. ნივთი არ დაექვემდებარება დაბრუნებას ან შეკეთებას თუ ნივთის წარმოდგენა მოხდება ყუთისა და შეფუთვის გარეშე.

  1. რეკომენდაციები:

გთხოვთ, ნივთის მიღებისთანავე, შეამოწმოთ ნივთის ვიზუალური მდგომარეობა. იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირდება ვიზუალური დეფექტი, ნივთის შეცვლა უნდა მოხდესაღმოჩენისთანავე.

თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში შეძენილ ნივთს გაყიდვის შემდგომ აღმოაჩნდება ქარხნული წუნი ან დეფექტი, მომხმარებელმა საგარანტიო მომსახურების მისაღებად უნდა მიმართოს მწარმოებლის სერვის ცენტრს. სერვის ცენტრში მომსახურეობა განხორციელდება ნივთის საგარანტიო პირობების შესაბამისად (საკონტაქტო ინფორმაცია და ნივთის საგარანტიო პირობები იხ. შესაბამისი ნივთის/მწარმოებლის საგარანტიო ტალონზე).*

  1. ნივთის გარანტირებული დაბრუნება 7 კალენდარული დღის განმავლობაში:

7 კალენდარული დღის განმავლობაშინივთის გარანტირებული დაბრუნება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ნივთი არის ქარხნულმდგომარეობაში და შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სარეალიზაციო სახე. თანხის დაბრუნება მოხდება მაღაზიის დასტურის საფუძველზე.

  1. გამონაკლისები:

- მობილური ტელეფონები,კომპიუტერები, ელექტრო ჰიგიენური მოვლის საშუალებები (წვერის ან თმის მოვლის ნივთები, კბილის მოვლის საშუალებები და სხვა) დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნივთს აღმოაჩნდება ქარხნული დეფექტი (შესაბამისი პროდუქციის მწარმოებლის სერვის ცენტრის დასკვნის საფუძველზე).

  1. წვრილი საყოფაცხოვრებო ნივთები:

წვრილი საყოფაცხოვრებო ნივთების განყოფილებაში შეძენილი პროდუქციის (ტექნიკა, ველოსიპედი, ჰოვერბორდი, ელ.სკუტერები, სპორტული ინვენტარი და სხვა)ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელმა დაზიანებული ნივთი საგარანტიო მომსახურების მისაღებად უნდა წარადგინოს  პროდუქციის მწარმოებლის სერვის ცენტრში გარანტიით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. სერვის ცენტრში მომსახურეობა განხორციელდება ნივთის მწარმოებლის საგარანტიო პირობების შესაბამისად. წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ვრცელდება 1 (ერთი) წლიანი გარანტია.

  1.  

- ველოსიპედი, ჰოვერბორდი და ელ. სკუტერი - რომლებზეც ვრცელდება6 (ექვსი) თვიანი გარანტია.

  1. საყოფაცხოვრებო ტექნიკა:

საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ვრცელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი საგარანტიო ვადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გაყიდვის შემდგომ მომსახურების ცენტრში.*

ნივთზე საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა უნდა მიმართოს მწარმოებლის სერვის ცენტრს.

  1. დაბრუნების პირობები:
  • გადახდილი თანხის დაბრუნება მოხდება ნივთის ღირებულების გადახდის მეთოდის შესაბამისად. (იხილეთ მუხლი 1&2).
  • იმ ნივთის ღირებულების დაბრუნება რომელზეც ვრცელდება სახლში მიტანის სერვისი, შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილი პირობების გათვალისწინებით მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომწოდებლისგან მიღებული იქნება დადასტური, რომ ნივთი არ არის  მიტანილი მომხმარებელთან ან ნივთი მომხმარებლისგან წამოღებულია მომწოდებლის მიერ (იხილეთ მუხლი 1&2).
  • დამონტაჟებული ნივთები არ ექვემდებარება დაბრუნებას ან გაცვლას.
  1. შეკეთების პირობები:
  • გარანტია არ ვრცელდება ნივთის ღირებულების გადახდის მტკიცებულების გარეშე.
  • გარანტია არ ვრცელდება ნივთის ფიზიკური/ვიზუალური დაზიანების (გატეხილი,დავარდნილი და სხვა) შემთხვევაში.
  • საგარანტიო პირობების ფარგლებში ნივთის შესაკეთებლად განისაზღვრება არაუმეტეს 30 სამუშაო დღე. ამასთან, კონკრეტული ნივთის საგარანტიო მომსახურების ვადები შესაძლოა იყოს განსხვავებული, რაც დამოკიდებულია ნივთის მწარმოებლის სერვის ცენტრის საგარანტიო მომსახურების პირობებზე.
  • თუ შესაკეთებლად განსაზღვრულ პერიოდში ნივთის შეკეთება ვერ მოხერხდა, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს შეძენილი ნივთის ახალი იდენტური ნივთით ჩანაცვლება ან გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
  • საგარანტიო პირობების შესაბამისად შეკეთებას არ ექვემდებარება შემდეგი ნივთები: პროგრამული უზრუნველყოფა, კვების ბლოკი, კვების წყარო, მეხსიერების ბარათი, სადენი, გადამყვანი, დასამუხტი მოწყობილობა, პულტი და სხვა აქსესუარი.
  • მწარმოებლის მიერ დადგენილი ნივთის ექსპლუატაციის წესების და პირობების უგულებელყოფა ითვლება საგარანტიო პირობების დარღვევად. შესაბამისად, ამგვარ ნივთზე საგარანტიო მომსახურება არ განხორციელდება.

* მწარმოებლის მიერ დადგენილი საგანტიო პირობები, მათ შორის, საგარანტიო მომსახურების გაწევის ვადები, ჩაითვლება უპირატესად.

საკონტაქტო დეტალები:

შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია-ს (Majid Al Futtaim Hypermarkets Georgia LLC) კორპორატიული დეტალები:

შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული და მოქმედი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

საიდენტიფიკაციო  ნომერი: 404923749

იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი 0131, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია

ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, თბილისი 0113, ნავთლუღის ქუჩა 8ა