კარფურის საზაფხულო გათამაშება

კარფურის საზაფხულო გათამაშება

კარფურის გათამაშების რეგლამენტი 1. გათამაშების ორგანიზატორია შპს “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“, ს/კ 404923749, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია (სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“), რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა (შემდგომში „ორგანიზატორი“). 2. გათამაშების მიზანია მომხმარებლის მოზიდვა „კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელში და მომხმარებლის სტიმულირება შეიძინოს კარფურის პროდუქცია. გათამაშების ჩატარების მიზეზია “კარფურის“ დაგროვების ბარათის - „მაი ქლაბი“ - პოპულარიცაზია, დაგროვების ბარათზე როგორც ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია, ასევე ბარათზე რეგისტრირებული მომხმარებლების წახალისება. 3. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც გათამაშების ჩატარების პერიოდში კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში შეიძენს ნებისმიერ პროდუქციას ნებისმიერი ღირებულებით. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, რომ პროდუქციის შეძენისას მომხმარებელმა გადახდა განახორციელოს Mastercard-ის ბარათით და ამავდროულად, შეძენის ტრანზაქცია დააფიქსიროს „მაი ქლაბი“-ის დაგროვების ბარათზე. 4. გათამაშების ჩატარების ადგილებია „კარფურის“ მაღაზიათა ქსელში შემავალი ყველა ჰიპერმარკეტი და სუპერმარკეტი. 5. გათამაშება ტარდება 2021 წლის 01 ივლისიდან 2021 წლის 21 ივლისის ჩათვლით პერიოდში. 6. გათამაშების პერიოდში გათამაშდება სულ 63 (სამოცდასამი) პრიზი, მათ შორის: • 54 (ორმოცდათოთხმეტი) ცალი 2 (ორი) დღიანი საგზური ბათუმში, სასტუმრო „Radisson“-ში, 2 (ორი) პერსონაზე. • 9 (ცხრა) ცალი 2 (ორი) დღიანი საგზური წინანდალში, სასტუმრო „Radisson Collection”-ში. 7. გათამაშების ზოგადი წესი: 7.1 გათამაშების მიმდინარეობისას ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, ავტომატურად ჩაერთვება გათამაშებაში. მაღაზიის სალაროსთან პროდუქციის ღირებულების გადახდისას ქვითარზე შესაძლოა დაიბეჭდოს წარწერა “თქვენ გაქვთ შანსი მოიგოთ საგზური“. აღნიშნული წარწერის მქონე ქვითრის გადაცემა გათამაშების მონაწილეებზე ხდება ადგილზევე. იმ შემთხვევაში თუ ქვითარს არ ახლავს წარწერა “თქვენ გაქვთ შანსი მოიგოთ საგზური“, ასეთი ქვითარი არ მონაწილეობს გათამაშებაში. 7.2 ქვითრის გამოყენება უნდა მოხდეს ადგილზე, ქვითრის გაცემის დღესვე. პრიზის მოსაგებად აუცილებელია, რომ ქვითრის მფლობელმა მომხმარებელმა სწორად უპასუხოს კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის მიერ დასმულ შეკითხვას. დასმულ შეკითხვაზე სწორი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში გამარჯვებულზე პრიზს გასცემს მაღაზიის კლიენტთა მომსახურების თანამშრომელი. 8. პრიზი (ვაუჩერი) გამარჯვებულ მომხმარებელს გადაეცემა პირადად, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით. გამარჯვებულმა კლიენტთა მომსახურების თანამშრომელს უნდა წარუდგინოს სალარო აპარატის ქვითარი წარწერით “თქვენ გაქვთ შანსი მოიგოთ საგზური“ და გამარჯვებულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში - კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ზემოაღნიშნული დოკუმენტების არ წარდგენის შემთხვევაში გამარჯვებულზე მოგებული პრიზის გაცემა არ მოხდება. 9. პრიზის (ვაუჩერის) გადაცემისას გამარჯვებულმა კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის დახმარებით უნდა შეავსოს წინასწარ მომზადებული ბლანკი გამარჯვებულის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით. 10. გამარჯვებული მომხმარებლები ან მათ მიერ დასახელებული პირები მოგებული პრიზებით ისარგებლებენ ვაუჩერის სასტუმროში წარდგენის საფუძველზე, კარფურის მიერ წინასწარ განსაზღვრული და ვაუჩერზე დატანილი კოდის საშუალებით. ვაუჩერის გამოყენება გამარჯვებულს შეუძლია 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 11. კარფურის გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის ვადა შეადგენს გათამაშების დასრულებიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის განხილვის ვადა შეადგენს პრეტენზიის წარდგენიდან 6 (ექვსი) კალენდარულ დღეს. პრეტენზია წარდგენილ უნდა იქნეს შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია-ს“ სათაო ოფისში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნავთლუღის ქუჩა #8ა, სავაჭრო ცენტრი „ისანი მოლი“. 12. კარფურის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ პირს ეძლევა ჯერადობის შეუზღუდავად იმდენჯერ, რამდენჯერაც ამ რეგლამენტით განსაზღვრულ პერიოდში კარფურის მაღაზიების ქსელში შეიძენს პროდუქციას. 13. ინფორმაცია კარფურის გათამაშების წესების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება კარფურის ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ტერიტორიაზე. მომხმარებელი, რომელიც ჩაერთვება გათამაშებაში, ავტომატურად ეთანხმება გათამაშების ამ რეგლამენტით დადგენილ წესებს. შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“