მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები

მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები

რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებს, უფრო მეტად შეუწყობთ ხელს გარემოს დაცვას.

შეიძინე  ჩანთა და მიიღე  უსასრულო სარგებელი.
ვიზრუნოთ გარემოზე მაშინაც, როდესაც საყიდლებზე ვართ.
ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ მრავალჯერადი გამოყენების საყიდლების ჩანთა. 
კაცობრიობამ უკვე საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა გარემოს, მაგრამ თუ დავიწყებთ მასზე ზრუნვას შეგვიძლია ეს პროცესი შევაჩეროთ. 
სწორედ ამიტომ კარფური მომხმარებლებს აძლევს შანსს რომ მიიღონ მონაწილეობას გარემოს დაცვასა და გადარჩენაში.

იმისათვის რომ შევამციროთ ცელოფნის პარკების მოხმარება და შესაბამისად გარემოს დაბინძურება, 2019 წლის 10 აპრილიდან, კარფურის მაღაზიათა ქსელში ცელოფნის პარკები ფასიანი გახდა. 

  1. პარკში 5 ან 10 თეთრის გადახდის ნაცვლად გამოიყენე კარფურის ან ნებისმიერი სხვა მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა და მიიღე 10 თეთრი ფასდაკლება თითო მრავალჯერადი ჩანთის გამოყენებაზე
  2. კარფურის მრავალჯერადი ჩანთის დაზიანების შემთხვევაში, შეცვალე ძველი ჩანთა ახლით, უფასოდ. 

იზრუნე გარემოზე კარფურთან ერთად