ნივთის დაბრუნება და შეცვლა

ნივთის დაბრუნება და შეცვლა

ჩვენ მზად ვართ დავიბრუნოთ ან შეგიცვალოთ ნივთი

წესები:

 1. ფაქტურა და სალარო ქვითარი:
 გთხოვთ შეინახოთ ორიგინალი ფაქტურა და სალარო ქვითარი როგორც თქვენი გადახდის მტკიცებულება. ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად ნივთის დაბრუნება ან შეკეთება არ მოხდება, თუ არ წარმოადგენთ აღნიშნულ ქვითარს.
 2. ყუთი და შეფუთვა:
 გთხოვთ, შეინახოთ ნივთის ყუთი და შიდა შეფუთვა. ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად ნივთის დაბრუნება ან შეკეთება არ მოხდება, თუ ნივთს წარმოადგენთ ყუთის და შეფუთვის გარეშე.
 3. 7 დღის განმავლობაში თანხის გარანტირებული დაბრუნება:
 თუ გადაწყვიტეთ ნივთის დაბრუნება ის არის ახალ გაყიდვად მდგომარეობაში და მომხმარებადი (კარტრიჯები, ცარიელი CD და DVD) პროდუქცია და აქსესუარები (კაბელი, დამტენი, ელემენტი...) დალუქული, მოხდება თანხის დაბრუნება შეძენიდან 7 დღეში კარფურის დასტურის საფუძველზე.
 გამონაკლისები:
 ა. მობილური ტელეფონები, პორტატული კომპიუტერები, ჰიგიენური საშუალებები (წვერის ან თმის მოვლის საშუალებები, კბილის მოვლის საშუალებები). 
 ბ. მოხმარებადი ნივთების (CD, DVD, კასეტები, კომპიუტერული პროგრამები, თამაშები, კარტრიჯები) დაბრუნება და გაცვლა არ მოხდება.
 4. 7 დღის შემდეგ:
 მძიმე საყოფაცხოვრებო ტექნიკის განყოფილებიდან რაიმე ნივთს თუ აღმოაჩნდა მწარმოებლის დეფექტი, გაიგზავნება შესაკეთებლად მომწოდებლის სერვის ცენტრში - გარანტიით გათვლისწინებული პირობებით. კარფურში შეძენილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ვრცელდება 1 წლიანი გარანტია. 
 5. საყოფაცხოვრებო ტექნიკა:
 იმ ტექნიკის დაბრუნება რომელზეც ვრცელდება სახლში მიტანის სერვისი შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილი პირობების გათვალისწინებით მხოლოდ მას შემდეგ რაც მომწოდელისაგან მივიღებთ დადასტურებას რომ საქონელი არ არის ჯერ მიტანილი მომხმარებელთან ან წამოღებულია უკან მომწოდებლის მიერ
 6. დაბრუნების პირობები: 
დაბრუნებულ საქონელზე რომელიც ნაღდი ფულით არის შეძენილი დაგიბრუნდებათ ნაღდი ფულით.
 7. შეკეთების პირობები:
 გარანტია არ ვრცელდება გადახდის მტკიცებულების გარეშე;
 გარანტია არ ვრცელდება მომხარებლის მიერ ნივთის ვიზუალური დაზიანების(გატეხილი, დავარდნილი...) შემთხვევაში;
 ნებისმიერი ნივთს შესაკეთებლად სჭირდება მაქსიმუმ 30 დღე;
 თუ ამ პერიდის განმავლობაში ნივთის დაბრუნება არ მოხდა, მომხმარებლის სახელზე გაიცემა იგივე ღირებულების ვაუჩერი;
 გარანტია არ ვრცელდება აქსესუარებზე (ელემენტები, დამტენი, ჯაგრისი, კაბელი...);
 სახლში მიტანილი ნივთების (ტელევიზორები, სახლის კინოთეატრი, დიდი ზომის ტექნიკა) შეკეთება მოხდება ადგილზე , მომწოდებლის მიერ.