მაი ქლაბ

მაი ქლაბ

წარმოგიდგენთ კარფურის დაგროვების პროგრამა „მაი ქლაბ“-ს, რომელიც შეიქმნა ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის, რათა შევუქმნათ მათ დამატებითი სარგებელი კარფურში საყიდლებისას.

იმისათვის რომ გადხე “მაი ქლაბ”-ის წევრი საჭიროა დარეგისტრირდე “Carrefour Georgia”-ს აპლიკაციაში რომელიც ხელმისაწვდომია  Play store-სა და  APP store-ში. დარეგისტრირდით და დაიწყეთ მაი ქლაბ ბარკოდის გამოყენება სალაროსთან მისი წარდგენით კარფურში ყოველი ვიზიტისას, ან მიიღეთ “მაი ქლაბ” ბარათი კარფურის მაღაზიებში.

“მაი ქლაბ” ანგარიშზე დააგროვებთ: 1 ქულას ყოველ დახარჯულ 1 ლარზე “მაი ქლაბ” სააქციო კატეგორიებზე.

100 ქულა = 10 ლარს

*ქულების გასახარჯად ანგარიშზე უნდა იქონიოთ მინიმუმ 100 ქულა.

დააგროვე მეტი, დაზოგე მეტი!

გადმოწერეთ კარფურის აპლიკაცია:

ANDROID:
https://bit.ly/2Gyc4Ta

IOS:
https://apple.co/2MwjSLP

 

კარფური „მაი ქლაბ“

დაგროვების პროგრამის წესები და პირობები

მუხლი 1. საგანი

კარფური „მაი ქლაბ“ არის დაგროვების პროგრამა, რომელსაც მართავს შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დაფუძნებული და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დარეგისტრირებული საიდენტიფიკაციო ნომრით 404923749, ფაქტობრივი მისამართით: საქართველო, ქ. თბილისი 0113, ნავთლუღის ქუჩა #8ა.

კარფურის „მაი ქლაბის“ დაგროვების პროგრამა მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე კარფურის ყველა ჰიპერმარკეტსა და სუპერმარკეტში.

წინამდებარე პირობები უკავშირდება კარფურის „მაი ქლაბის“ დაგროვების პროგრამის წევრობას, ქულების გამომუშავებას, ანაზღაურებასა და სხვა წესებს. 

მუხლი 2. წესების და პირობების აღიარება

კარფურის „მაი ქლაბის“ დაგროვების ბარათის გამოყენება (მათ შორის ფიზიკური და ელექტრონული „მაი ქლაბის“ ბარათის გამოყენება) ნიშნავს წინამდებარე პირობებზე უპირობო თანხმობას.

მუხლი 3. წევრობა

კარფურის „მაი ქლაბის“ დაგროვების ბარათი არის უფასო და იგი შეიძლება აიღოს პირმა მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებაში საქართველოში კარფურის  ყველა ჰიპერმარკეტსა და სუპერმარკეტში ან ჩამოტვირთოს მობილური აპლიკაციით;

პირი უნდა იყოს ქმედუნარიანი საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მას უფლება უნდა ჰქონდეს დადოს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებები (18 წლის  და ზევით).

მკაცრად განსაზღვრულია თითო დაგროვების ანგარიშის ნომერი თითოეულ ოჯახზე. პირზე გაიცემა სამი ფიზიკური ბარათი  ერთი და იგივე ანგარიშის ნომრით ან ელექტრონული ბარათი კარფურის მობილური აპლიკაციის  მეშვეობით.

იმისათვის, რომ პირი შეუერთდეს კარფურის  „მაი ქლაბის“ დაგროვების პროგრამას, გამომწერმა უნდა მიიღოს ფიზიკური ბარათი კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში და დარეგისტრირდეს კარფურის ვებგვერდზე - www.carrefourgeorgia.com ან დარეგისტრირდეს „მაი ქლაბის“ მობილური აპლიკაციით.

კარფურის დაგროვების ბარათი არ შეიძლება დუბლირებული იქნას ან/და გამოყენებულ იქნას ნებისმიერი სხვა მიზნით გარდა ამ პირობებში გათვალისწინებული მიზნებისა. დაგროვების ბარათი არ შეიძლება გადაეცეს  ან გამოყენებულ იქნას სხვა პირის მიერ რაიმე მიზეზით, გარდა მისი გამომწერისა და ოჯახის წევრებისა.

მუხლი 4. ქულების გამომუშავება

კარფურის „მაი ქლაბის“ დაგროვების ბარათი (როგორც ფიზიკური, ასევე ელექტრონული) საშუალებას აძლევს მის მფლობელს  გამოიმუშავოს ქულები: 

  • სააქციო კატეგორიების პროდუქციის შეძენისას ყოველ დახარჯულ 1 ლარზე გამომუშავდება 1 ქულა.
  • ბარათის მფლობელები ვერ გამოიმუშავებენ ქულებს შემდეგი პროდუქციის შეძენისას: თამბაქოს ნაწარმი, კარფურის სასაჩუქრე ბარათები.

მუხლი 5. ანაზღაურება 

იმ პირობით, რომ დაგროვების ბარათის ანგარიში არის დარეგისტრირებული, როდესაც ბარათის მფლობელი დააგროვებს 100 ქულას, ბარათის მფლობელს შეუძლია გადაცვალოს 100 ქულა 10 ლარის პროდუქციაში ან განაგრძოს  სასურველი რაოდენობის ქულების დაგროვება.  დაგროვილი ქულების გამოყენება მფლობელს შეუძლია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში. სხვა ქვეყანაში გაცემული „მაი ქლაბი“-ს ბარათები არ გამოიყენება საქართველოს ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში.

ქულების დარიცხვასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემის არსებობის შემთხვევაში, „მაი ქლაბის“ ბარათის ანგარიშზე ქულების დარიცხვა ავტომატურად განხორციელდება მომდევნო დღეს. ბარათის მფლობელს ასევე შეუძლია მიმართოს მაღაზიაში მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებას, რათა ადგილზე   ჩასწორდეს დაგროვილი ქულების რაოდენობა (იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს თან აქვს შეძენილი პროდუქციის ქვითარი).

არ შეიძლება დაგროვილი ქულები გადაიცვალოს ფულზე. ასევე არ ხდება მასზე ხურდის დაბრუნება.

მუხლი 6. ინფორმაცია დაგროვების პროგრამის ანგარიშის შესახებ

ბარათის მფლობელს შეუძლია იხილოს ინფორმაცია საკუთარი „მაი ქლაბის“ ანგარიშის შესახებ:

  • მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებაში.
  • თითოეულ ქვითარზე: ინფორმაცია ქულების წინა და ახალ ბალანსზე, გამომუშავებულ ქულებზე.

მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა გაიარა რეგისტრაცია მობილური აპლიკაციის ან ვებ-გვერდის საშუალებით, ბარათის მფლობელს შეუძლია იხილოს ინფორმაცია:

  • მისი პირადი დაგროვების პროგრამის სივრცეში - www.carrefourgeorgia.com:  დაგროვებული ქულების ბალანსზე, რეგისტრაციის დროს გადაცემულ პირადი მონაცემებზე.
  • კარფურის „მაი ქლაბის“ მობილურ აპლიკაციაში: დაგროვებული ქულების ბალანსზე,  რეგისტრაციის დროს გადაცემულ პირადი მონაცემებზე.

ბარათის მფლობელს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეცვალოს საკუთარი  პირადი მონაცემები შემდეგი გზით:

  • მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებაში ან საკუთარ პირად სივრცეში www.carrefourgeorgia.com -ზე, ან კარფურის „მაი ქლაბის“ მობილურ აპლიკაციაში.

მუხლი 7. პრეტენზია და საქონლის დაბრუნება

იმ შემთხვევაში, თუ დაგროვების პროგრამაში მონაწილე ბარათის მფლობელს კონკრეტულ დანახარჯზე დააკლდა დაგროვების ქულები, ბარათის მფლობელს აქვს ორი სამუშაო დღე, რათა ჩამოაყალიბოს თავისი მოთხოვნა კონკრეტული მაღაზიის მიმართ მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებაში. პრეტენზიის გაცხადებისას ბარათის მფლობელმა ასევე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი გადახდის ქვითარი.

თუ გაყიდული ნივთი უკან დაბრუნდა, ამ ნივთის შეძენით გამომუშავებული ქულები გამოიქვითება დაგროვების ბარათის ანგარიშიდან.

თუ ნივთის შეძენა მოხდა „მაი ქლაბის“ ანგარიშზე დაგროვებული ქულებით, ასეთი ნივთის უკან დაბრუნების შემთხვევაში ნივთის შეძენაზე დახარჯული ქულების რაოდენობა დაბრუნდება „მაი ქლაბის“ ანგარიშზე.

იმ შემთხვევაში თუ ნივთის დაბრუნებისას დაგროვების ბარათის ანგარიშზე არ არის გამოსაქვითი ქულების საკმარისი რაოდენობა, ბარათზე არსებული ქულების რაოდენობა გამოიქვითება სრულად, ხოლო გამოსაქვითი ქულების დარჩენილი ნაწილი შესაბამისი კალკულაციით გამოიქვითება დასაბრუნებელი თანხიდან.

მუხლი 8. დაკარგვა, ქურდობა, დაზიანება

ბარათის მფლობელი პასუხისმგებელი იქნება საკუთარი დაგროვების ბარათების დაკარგვის, ქურდობის ან დაზიანების გამო და მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მაღაზიას ასეთი შემთხვევის შესახებ. დაგროვების ბარათის დაკარგვის შემთხვევაში დაგროვების პროგრამის ძველი ანგარიში სრულად გაუქმდება. ბარათის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს ახალი დაგროვების ანგარიში და ახალი დაგროვების ბარათების გადაცემა.

შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ბარათის დაკარგვის, ქურდობის ან დაზიანების მომენტიდან  ასეთი დაკარგვის, ქურდობის ან დაზიანების განცხადების  მომენტამდე პერიოდში.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს დაავიწყდა „მაი ქლაბის“ პროგრამის პაროლი, მისი აღდგენა მოხდება სისტემაში დარეგისტრირებული ელ-ფოსტის საშუალებით როგორც ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში.

                                                                             

მუხლი 9. ჩამორთმევა

კარფურის „მაი ქლაბის“ დაგროვების ბარათი არის შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“ საკუთრება და იგი შეიძლება დაუყოვნებლივ იქნას შეჩერებული ან გაუქმებული ნებისმიერ დროს შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, თუ ბარათის მფლობელმა:  

  • დაარღვია ეს პირობები;
  • ჩაიდინა თაღლითობა;
  • შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმაკეტს ჯორჯიას“ მიაწოდა ცრუ და არასწორი ინფორმაცია;

ასეთ შემთხვევაში ბარათის მფლობელი დაკარგავს ყველა მიღებულ სარგებელს და მისი გამოყენების უფლებას.

თუ კარფურის „მაი ქლაბის“ ბარათი არ იქნება გამოყენებული უწყვეტი 12 თვის განმავლობაში, შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ გააუქმებს დაგროვების ანგარიშს და ბარათის მფლობელი დაკარგავს ყველა მიღებულ სარგებელს და ვეღარ  შეძლებს, გამოიყენოს კარფურის „მაი ქლაბის“ დაგროვების ბარათი.

თუ ბარათის მფლობელს სურს გააუქმოს კარფურის „მაი ქლაბის“ ანგარიში, მას შეუძლია ბარათები დააბრუნოს მაღაზიაში წერილობითი შეტყობინებით, რომელშიც მიეთითება მისი მოთხოვნა,  სახელი და გვარი, დაგროვების ბარათის ანგარიშის ნომერი და ხელმოწერა.

მუხლი 10. პასუხისმგებლობა

შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ გათავისუფლებულია ნებისმიერი  პასუხისმგებლობისგან პირდაპირი ან ირიბი შედეგებისთვის, რომელიც დაკავშირებული იქნება ტექნიკურ გაუმართაობასთან; მიუხედავად ამისა, იგი ყოველ ღონეს იხმარს, რომ შეინარჩუნოს ბარათის ყველა მფლობელის მიერ მიღებული სარგებელი.

შპს  „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ გათავისუფლებულია ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან პირდაპირი ან ირიბი შედეგისთვის, რომელიც დაკავშირებული იქნება ბარათის თაღლითურ გამოყენებასთან ან ამ წესების დაცვის გარეშე გამოყენებასთან.

მუხლი 11. პირობების შეცვლა და გაუქმება

შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ იტოვებს უფლებას, შეცვალოს ან გააუქმოს წინამდებარე პირობები სრულად ან მისი რომელიმე ნაწილი გამომწერთა წინასწარი ინფორმირების გარეშე. ვებ-გვერდზე www.carrefourgeorgia.com ან „მაი ქლაბის“ მობილურ აპლიკაციაში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ იხილოთ პირობების უახლესი ვერსია.

მუხლი 12. ზოგადი დებულებები

წინამდებარე პირობები და ყველა დავა ან პრეტენზია, რომელიც გამომდინარეობს  ან დაკავშირებულია ამ პირობების საგანთან ან ფორმირებასთან (მათ შორის არასახელშეკრულებო დავები ან მოთხოვნები) რეგულირდება და განიმარტება ქართული კანონმდებლობის შესაბამისად.