ლეი-ბაი

ლეი-ბაი

წესები და პირობები

1. კარფური არეზერვებს საქონელს მომხმარებლის სახელით. 2. რეზერვაცია ვრცელდება მხოლოდ მცირე/მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე და ავეჯზე, რომელთა ერთეულის ღირებულება აღემატება 200 (ორასი) ლარს. 3. პირველადი გადასახდელი - არანაკლებ საქონლის ფასის 20 %. 4. კარფური აფიქსირებს შერჩეული საქონლის სარეალიზაციო ფასს პირველადი გადასახდელის გადახდის დღეს. 5. საქონლის ფასის გაზრდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ფასი დარჩება უცვლელი. 6. საქონლის ფასის შემცირების შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ფასი შემცირდება. 7. მომხმარებელი უფლებამოსილია საქონლის საფასური დაფაროს მაქსიმუმ 3 გადახდით საპროცენტო სარგებლის გარეშე. 8. საქონლის საფასურის დაფარვის საერთო ვადაა 90 დღე პირველადი გადასახდელის გადახდის დღიდან და აღნიშნული ვადა გაგრძელებას არ ექვემდებარება. 9. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი შეწყვეტს ხელშეკრულებას საქონლის საფასურის სრულად გადახდამდე, ან მომხმარებელი ვერ უზრუნველყოფს საქონლის საფასურის სრულად გადახდას პირველი გადახდიდან 90 დღის განმავლობაში, კარფური უფლებას იტოვებს დააკისროს მომხმარებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეწყვეტისთვის 10%-ის ოდენობით, რომელიც დაიქვითება მომხმარებლის მიერ უკვე გადახდილი თანხიდან. 10. კარფური უფლებამოსილია დაქვითოს 10%-ის ოდენობის პირგასამტეხლო, რომელიც გამოითვლება საქონლის საწყისი სარეალიზაციო ფასიდან დღგ-ს ჩათვლით, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სურს გააუქმოს ხელშეკრულება 90-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ან იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს. 11. მომხმარებელს საქონელი არ გადაეცემა მის მიერ საქონლის საფასურის სრულად გადახდამდე. 12. წინამდებარე ხელშეკრულების მონაწილე მომხმარებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.