ბავშვთა გასართობი მოედანი

ბავშვთა გასართობი მოედანი

ბავშვთა გასართობი მოედნის სამუშაო საათები თბილისი მოლისა და ისთ ფოინთის ფილიალებში:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 12:00 - 21:30 საათი;
შაბათ-კვირას 10:00 - 22:00 საათი.
ისიამოვნეთ საყიდლებით კარფურთან ერთად. 
 

ბავშვთა გასართობი ცენტრის მარტივი წესები

1. ჩვენს გასართობ ცენტრში სიამოვნებით ვუმასპინძლებთ 2-დან - 6 წლამდე ბავშვებს.
2. სათამაშო მოედანზე ერთდოულად მაქსიმუმ 25 ბავშვის მიღება შეგვიძლია.
3. გასართობ მოედანზე სათამაშოდ, გთხოვთ, პატარას გახადოთ ფეხსაცმელი და ჩააცვათ წინდები.
4. მშობლებო, გთხოვთ, დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია -  სახელი და საკონტაქტო ნომერი - აღრიცხვის ჟურნალში. ასევე, გთხოვთ, გაგვაფრთხილოთ თუ თქვენს პატარას ესაჭიროება განსაკუთრებული ყურადღება.
5. მშობლებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პატარას წაყვანა შეუძლია მხოლოდ ჟურნალში აღრიცხულ პიროვნებას.
6. გთხოვთ, ჩვენს სათამაშო მოედანზე პატარებს არ შემოატანინოთ საჭმელი ან/და სასმელი პროდუქტი, ასევე, სათამაშოები, ტექნიკა და სხვა აქსესუარები.  გთხოვთ, არ შემოიყვანოთ ცხოველები.
7. მშობლებო, განსაკუთრებულ შემთხვევაში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გთხოვოთ თქვენი პატარას გასართობი მოედნიდან გაყვანა.
8. “Majid Al Futtaim Hypermarkets Georgia“) პასუხისმგებლობას იხსნის დატოვებულ ნივთებზე.
9. "Majid Al Futtaim Hypermarkets Georgia” - პასუხისმგებლობას იხსნის უბედურ შემთხვევაზე ან/და დაზიანებაზე.

გისურვებთ ბედნიერი დროის გატარებას!