კორპორატიული ბარათი

კორპორატიული ბარათი

წესები და პირობები
აღნიშნული ბარათი წარმოადგენს კომპანია შ.პ.ს. „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“-ს და სს „საქართველოს ბანკის“ ერთობლივ პროდუქტს და განკუთვნილია მხოლოდ კარფურის ქსელში სარგებლობისთვის.
ბარათის იდეა მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ შესყიდვის პროცესის გამარტივებაში, რაც ეფუძნება თანხის დარიცხვას საბარათე ანგარიშზე, რაც შესაძლებელია როგორც სხვა ანგარიშიდან თანხის გადარიცხვით, ასევე საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის შეტანით, და ულიმიტო შესყიდვების შესაძლებლობას კარფურის თბილისი მოლის, ისთ ფოინთის და ბათუმის ფილიალებში (მომავალში დაგეგმილია ყველა მაღაზიის ჩართვა).
ბარათის რეგისტრაციისათვის მოითხოვება:
1. კორპორატიული ბარათით მოსარგებლე ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლი.

2. ორგანიზაცია ვალდებულია კორპორატიული ბარათით მოსარგებლე ფიზიკური პირის სახელზე წარმოადგინოს მინდობილობა დედნის სახით - ორგანიზაციის დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული, თუ განაცხადს არ აკეთებს ორგანიზაციის დირექტორი.

3. ყოველი დამატებითი კორპორატიული ბარათის მოთხოვნის შემთხვევაში, ბარათის რეგისტრაციის ფორმა ივსება ხელახლა, თანმდევი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე.
კორპორატიული ბარათით სარგებლობის წესები:
1. ბარათით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს.
2. ბარათით სარგებლობა გამიზნულია მხოლოდ კარფურის ქსელში შესყიდვების წარმოებისთვის.
3. ბარათიდან თანხის რაიმე სახით უკან გატანა შესაძლებელი არ არის, შესაბამისად არსებული თანხის განაღდება, როგორც ბანკომატის მეშვეობით, ასევე ბანკის ფილიალებიდან, არ ხორციელდება.
ბარათს გააჩნია წამახალისებელი სარგებლის (ბონუსური სისტემა) პირობა:
ბარათის გააქტიურებიდან 1 წლის განმავლობაში 50000 ლარამდე შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში თქვენ ღებულობთ საბაზისო ქეშბექის (უკუგების) პირობას - 0.2%, 50000-150000 ლარის შესყიდვაზე - 0.5%, ხოლო 150000 ლარის ან მეტის შესყიდვის შემთხვევაში თქვენ დაგიბრუნდებათ 0,7%.

კორპორატიული ბარათის დაკარგვის შემთხვევაში:

1. ორგანიზაციის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“ აღნიშნულის შესახებ.

2. დაკარგული ბარათის სანაცვლოდ ახალი კორპორატიული ბარათის დამზადებისა და გადაცემის შესახებ ორგანიზაციის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“.

3. ახალი კორპორატიული ბარათის დამზადების ხარჯებს სრულად აანაზღაურებს ორგანიზაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიმართოთ ჩამოთვლილი ფილიალების კლიენტთა მომსახურების ცენტრს