პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი

პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი

ჰოლდინგი „Majid Al Futtaim Holding“ არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რეგისტრირებული დუბაის საამიროში, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ჰოლდინგი Majid Al Futtaim Holding საქმიანობს თავისი სხვადასხვა შვილობილი კომპანიის მეშვეობით, რომლებიც მოიცავენ შემდეგს: Majid Al Futtaim Retail, Majid Al Futtaim Properties, და Majid Al Futtaim Ventures (შემდეგში ყველა მოხსენიებული როგორც “Majid Al Futtaim”, “ჩვენ”, “ჩვენს”, “ჩვენი”).

 

წინამდებარე დოკუმენტი აღწერს, თუ როგორ მოიპოვებს, ამუშავებს, იყენებს და ამჟღავნებს Majid Al Futtaim თქვენ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, როგორც პერსონალური მონაცემების  მაკონტროლებელი, როდესაც თქვენ  გვიკავშირდებით, სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ან გაქვთ შეხება ჩვენს პლატფორმებთან, ვებ-გვერდებისა და მობილური აპლიკაციების ჩათვლით (ერთობლივად "პლატფორმები").

 

რას მოიცავს წინამდებარე დოკუმენტი

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, შემოვიღოთ უმაღლესი სტანდარტები, როცა საქმე ეხება იმას, თუ როგორ მოვიპოვებთ, ვიყენებთ და ვიცავთ თქვენ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, და შესაბამისად შევიმუშავებთ ამ პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკის დოკუმენტს (“პოლიტიკის დოკუმენტი”), რომელიც:

• განსაზღვრავს ჩვენ მიერ მოპოვებული პერსონალური ინფორმაციის სახეობებს;

•განმარტავს იმას, თუ როგორ და რატომ მოვიპოვებთ და ვიყენებთ თქვენ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას;

• განმარტავს იმას, თუ როდის და რატომ შეიძლება გავცეთ  პერსონალური ინფორმაცია Majid Al Futtaim-ის  ფარგლებში და სხვა ორგანიზაციებისთვის; 

• განმარტავს, როგორ ვიცავთ ჩვენ მიერ მოპოვებულ პერსონალურ ინფორმაციას; და

• განმარტავს იმ უფლებებსა და არჩევანს, რომელიც თქვენ გაქვთ თქვენ პერსონალურ ინფორმაციასთან მიმართებაში.

 

წინამდებარე დოკუმენტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით (რომელიც წინამდებარე დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც „ჩვენი მომსახურება“). ჩვენი მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს შემდეგს:

• ჩვენი ნებისმიერი შვილობილი კომპანიისგან მომსახურების ან პროდუქტის შეძენა/შეკვეთა ტელეფონით, დახლიდან ან ინტერნეტით.

• ჩვენი ნებისმიერი პლატფორმის გამოყენება, ვებ-გვერდების (“ჩვენი ვებ-გვერდები”), საზოგადოებრივი ვაი-ფაი ქსელების ან მობილური აპლიკაციების (“ჩვენი მობილური აპლიკაციები”) ჩათვლით; ან

• ჩვენი ერთგულების  სქემებიდან რომელიმეს (მაგ. MyClub-ის) წევრობა;

• ჩვენს რეკლამირებისა და კონკურენციის კამპანიაში მონაწილეობა და დარეგისტრირება ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენებისა და შემოთავაზებების მისაღებად.

 

წინამდებარე დოკუმენტი აგრეთვე გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ  დაგვიკავშირდებით ან ჩვენ  დაგიკავშირდებით ჩვენს მომსახურებასთან  დაკავშირებით.

 

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მოვიპოვებთ

 

როდესაც რეგისტრირდებით ჩვენი  მომსახურების მისაღებად, ჩვენ უფლება გვაქვს მოვიპოვოთ შემდეგი ინფორმაცია:

• თქვენ შესახებ პირადი მონაცემები, თქვენი საფოსტო და ანგარიშფაქტურის წარდგენის მისამართების, ელექტრონული ფოსტის მისამართ(ებ)ის, ტელეფონის ნომრ(ებ)ის, დაბადების თარიღის, სქესის და პასპორტის ან პირადი ნომრის ჩათვლით;

• თქვენს პირად ანგარიშზე შესვლის მონაცემები, მაგალითად, თქვენი, როგორც მომხმარებლის საიდენტიფიკაციო სახელი და პაროლი (დაშიფრული), რომლებიც თქვენ მიერ არის შერჩეული; და 

• თქვენი ინტერესები, პრეფერენციები (ის საკითხები, რომლებსაც უპირატესობას ანიჭებთ), შემოსავალი და სხვა პირადი ინფორმაცია.

 

როცა თქვენ ჩვენთან ახორციელებთ ონლაინ შესყიდვებს, ათვალიერებთ ჩვენს ვებ-გვერდებს, იყენებთ ჩვენს მობილურ აპლიკაციებს ან უკავშირდებით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვაი-ფაი ქსელებს, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ:

 

• ინფორმაცია თქვენ მიერ განხორციელებული ონლაინ შესყიდვების შესახებ (მაგალითად: რა, როდის და სად შეუკვეთეთ/შეიძინეთ და რა თანხა გადაიხადეთ);

• ინფორმაცია თქვენი ონლაინ ნავიგაციის (ბრაუზერში ნახვების) ისტორიის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდებზე, მობილურ აპლიკაციებზე და საერთო სარგებლობის ქესელებზე და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის შედიხართ და ნახულობთ ჩვენს ერთ-ერთ რეკლამას (იმ რეკლამების ჩათვლით, რომლებიც წარმოდგენილია სხვა ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე);

• ინფორმაცია იმ მოწყობილობების შესახებ, რომლებსაც თქვენ იყენებთ ჩვენს მომსახურებებზე წვდომის მიზნით (სახეობის, მოდელისა და საოპერაციო სისტემის, IP მისამართის, ბრაუზერის სახეობისა და მობილური მოწყობილობის იდენტიფიკატორების ჩათვლით); და

• ინფორმაცია თქვენი ზუსტი გეოლოკაციის შესახებ.

 

როდესაც სარგებლობთ  ჩვენი ერთ-ერთ ერთგულების პროგრამით ჩვენთან შენაძენის გასაკეთებლად, ჩვენ უფლება გვაქვს მოვიპოვოთ შემდეგი  ინფორმაცია:

 

• ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია, დახლიდან და ონლაინ შესყიდვების ჩათვლით, რომლებისთვისაც თქვენ ქულები გიგროვდებათ და იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ თქვენს ქულებს, კუპონებს და ვაუჩერებს ჩვენს შვილობილ კომპანიებში ან სხვა პარტნიორებთან.

 

როდესაც გვიკავშირდებით ან ჩვენ გიკავშირდებით ან თქვენ მონაწილეობთ რეკლამირების ან  კონკურენციის კამპანიაში, გამოკითხვებში ან კითხვარების შევსების პროცესში ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებით, ჩვენ უფლება გვაქვს მოვიპოვოთ  შემდეგი ინფორმაცია:

 

• ის პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით საკუთარი თავის შესახებ;

• ჩვენს მიერ თქვენთვის გამოგზავნილი ელექტრონული შეტყობინებების და ციფრული კომუნიკაციების გზით გამოგზავნილი სხვა შეტყობინებების დეტალები, თქვენ მიერ გახსნილი ელექტრონული შეტყობინებებისა და მათში არსებული იმ ბმულების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით, რომლებშიც თქვენ შედიხართ; და

• თქვენი გამოხმაურება და მონაწილეობა კლიენტების გამოკითხვაში და კითხვარების შევსებაში

 

პერსონალური ინფორმაციის სხვა წყაროები

 

ჩვენ აგრეთვე შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი სხვა წყაროებიდან მიღებული პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა სპეციალიზირებული კომპანიები, რომლებიც ახდენენ ინფორმაციის მიწოდებას, ონლაინ მედია არხები, ჩვენი პარტნიორები და საჯარო რეესტრები. ჩვენ შეიძლება თქვენ შესახებ შევაგროვოთ შემდეგი სახის პერსონალური ინფორმაცია სხვა წყაროებიდან: საკონტაქტო ინფორმაცია, საკრედიტო ისტორია, შესყიდვები, ინტერესები, პრეფერენციები ან სხვა სახის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. ეს სხვა პერსონალური ინფორმაცია ჩვენ გვეხმარება შემდეგში:

• ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის სიზუსტის მიმოხილვა და სრულყოფა; და

• ჩვენი მარკეტინგული კომუნიკაციის, ინტერნეტში რეკლამირების ეფექტიანობის სრულყოფა და გაზომვა. 

 

 კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ან თქვენთან გაფორმებული  სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე  შესაძლოა ვალდებული ვიყოთ, მოვიპოვოთ  თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია.

 

თუ თქვენ გადაწყვეტთ, არ მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც გამოყენებული იქნება პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, თქვენ მაინც შეძლებთ ეწვიოთ ჩვენს პლატფორმებს, მაგრამ შეიძლება ვერ შეძლოთ, წვდომა მოიპოვოთ გარკვეულ ოფციებზე,  პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე, და გარკვეულ შემთხვევებში, ჩვენ შეიძლება ვერ შევძლოთ იმ მომსახურების გაწევა, რომელსაც თქვენ ითხოვთ.

 

რატომ და როგორ ვიყენებთ თქვენ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას

ჩვენი მომსახურების თქვენთვის მოწოდება

 

ჩვენ თქვენ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას ვიყენებთ თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურების მოსაწოდებლად, რაც გულისხმობს შემდეგს:

• თქვენი შეკვეთებისა და ფულის უკან დაბრუნების დამუშავება; და

• თქვენ მიერ ჩვენთან გახსნილი ანგარიშების მართვა.

ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ მომსახურება თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად.

 

თქვენი გამოცდილების პერსონალიზება

 

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის გამოგზავნილი მარკეტინგული შეტყობინებების პერსონალიზების მიზნით და იმისათვის, რომ ეს შეტყობინებები უფრო მეტად რელევანტური და საინტერესო გავხადოთ, როგორც ეს  ჩვენს მართლზომიერ საქმიან ინტერესებს შეესაბამება. აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ პირველ რიგში თქვენგან მოვიპოვებთ თანხმობას. ჩვენ შეიძლება ამ მიზნით გამოვიყენოთ თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია შემდეგნაირად:

• თქვენი ონლაინ ნავიგაციის ისტორიის, აგრეთვე დახლიდან და ონლაინ შესყიდვების გამოყენებით, რაც ჩვენ დაგვეხმარება მეტი შევიტყოთ თქვენზე, როგორც კლიენტზე და მოგაწოდოთ პერსონალიზებული შემოთავაზებები და მომსახურება;

• თქვენთვის შესაბამისი მარკეტინგული შეტყობინებების  მოწოდებით (მათ შორის, ელექტრონული ფოსტით, ფოსტით, ტელეფონით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ონლაინ რეკლამირებით), რომლებიც უკავშირდება ჩვენსა და ჩვენი მომწოდებლების და პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებსა და მომსახურებას. ამდენად, ონლაინ  რეკლამა შეიძლება გამოჩნდეს ჩვენს ვებ-გვერდებზე და სხვა ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე და ინტერნეტ მედია არხებზე. ჩვენ აგრეთვე შეიძლება გავზომოთ ჩვენი და ჩვენი მომწოდებლებისა და პარტნიორების მარკეტინგული შეტყობინებების ეფექტიანობა;

• იმისათვის რომ მეტი შევიტყოთ თქვენ შესახებ და მოგაწოდოთ მომსახურება და მარკეტინგული შეტყობინებები, რომლებიც შეესაბამება თქვენს ინტერესებს, ჩვენ ერთად ვუყრით თავს ჩვენ მიერ მოპოვებულ  პერსონალურ ინფორმაციას, როცა თქვენ ახორციელებთ დახლიდან შესყიდვებს, და იმ პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც მოვიპოვებთ ჩვენი ვებ-გვერდებიდან, მობილური აპლიკაციებიდან და სხვა წყაროებიდან,  Majid Al Futtaim-ის სხვადასხვა კომპანიების ჩათვლით.

 

თქვენთან დაკავშირება და კომუნიკაცია

თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც ჩვენ თქვენთან გვაქვს კომუნიკაცია, იმისათვის, რათა:

• დაგიკავშირდეთ ჩვენი მომსახურების შესახებ, მაგალითად, ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან ფოსტით ან სოციალურ მედიაში განთავსებულ იმ  შეტყობინებებზე რეაგირებით, რომლებიც ჩვენთვის არის განკუთვნილი;

• ვმართოთ ის რეკლამირებისა და კონკურენციის კამპანია, რომელშიც თქვენ მონაწილეობთ, მათ შორის, ის რეკლამირებისა და კონკურენციის კამპანია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენს მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ერთად;

• შემოგთავაზოთ Majid Al Futtaim-ისა და ჩვენი სახელით სხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ კლიენტების გამოკითხვებში, კითხვარების შევსებაში და ბაზრის კვლევის სხვა საქმიანობაში მონაწილეობა და მათი მართვა.

 

ჩვენს მართლზომიერ საქმიან ინტერესებშია ის, რომ შევძლოთ თქვენთვის სათანადო პასუხებისა და ჩვენი მომსახურების შესახებ შეტყობინების მოწოდება.

ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მართვა და გაუმჯოსება

 

ჩვენ ვაანალიზებთ ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ სარგებლობთ თქვენ ჩვენი მომსახურებით შემდეგი მიზნებით:

• ჩვენი ვებ-გვერდებისა და მობილური აპლიკაციების მართვა და სრულყოფა;

• ჩვენი პროდუქტის დიაპაზონის, მომსახურებების, მაღაზიების, საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემების, ნოუ-ჰაუს და თქვენთან კომუნიკაციის ფორმების შემუშავებასა და სრულყოფაში დახმარება;

• თაღლითური საქმიანობის ან სხვა სახის დანაშაულის გამოვლენა და პრევენცია.

 

ჩვენს მართლზომიერ საქმიან ინტერესებშია ამ მიზნით ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის გამოყენება, რათა შევძლოთ გავერკვეთ ჩვენს მომსახურებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

 

პერსონალური ინფორმაციის გაზიარება

უფლება გვაქვს  თქვენი პერსონალური ინფორმაცია  გავუზიაროთ მესამე პირებს შემდეგ გარემოებებში:

 

Majid Al Futtaim-ის შვილობილი კომპანიები

 

უფლება გვაქვს, ჩვენი  შვილობილი კომპანიის მიერ მოპოვებული  პერსონალური ინფორმაცია  გავუზიაროთ ჩვენს სხვა შვილობილ კომპანიებს ზემოაღნიშნული მიზნებისთვის.

 

პარტნიორები საცალო ვაჭრობის სფეროში

 

უფლება გვაქვს, თქვენი  პერსონალური ინფორმაცია გავუზიაროთ სხვა კომპანიებს, რომლებიც ჩვენი მომსახურების მეშვეობით ყიდიან პროდუქტებს („პარტნიორები საცალო ვაჭრობის სფეროში“). ჩვენ მხოლოდ იმ პერსონალურ ინფორმაციას გავცემთ, რომელიც ჩვენს პარტნიორებს საცალო ვაჭრობის სფეროში შესაძლებლობას აძლევს, უზრუნველყონ თავიანთი მომსახურების მიწოდება. მაგალითად, როცა თქვენ ონლაინ ან დახლიდან შესყიდვას ახორციელებთ,  ჩვენს შესაბამის პარტნიორს საცალო ვაჭრობის სფეროში მივაწვდით თქვენს სახელსა და გვარს, საკონტაქტო მონაცემებს და მისამართს, რათა მათ შეძლონ თქვენთვის თქვენი პროდუქტების მოწოდება.

 

მომსახურების მიმწოდებლები

 

ჩვენ ვთანამშრომლობთ გულდასმით შერჩეულ მომსახურების მიმწოდებლებთან, რომლებიც გარკვეულ ფუნქციებს ჩვენი სახელით ახორციელებენ. აქ იგულისხმება, მაგალითად, ის კომპანიები, რომლებიც  გვეხმარებიან ტექნოლოგიური მომსახურებით, მონაცემების შენახვითა და კომბინირებით, ანგარიშსწორების დამუშავებით და შეკვეთების მიწოდებით. ჩვენ მხოლოდ ვახდენთ იმ პერსონალური ინფორმაციის გაზიარებას, რომელიც ჩვენი მომსახურების მიმწოდებლებს შესაძლებლობას აძლევს, უზრუნველყონ თავიანთი მომსახურების მიწოდება.

 

ის ზოგიერთი მომსახურების მიმწოდებელი, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ, ამუშავებს ონლაინ მედია არხებს და ისინი ათავსებენ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების, აგრეთვე ჩვენი მომწოდებლებისა და საცალო ვაჭრობის სფეროში პარტნიორების შესაბამის ონლაინ რეკლამებს ამ ონლაინ მედია არხებზე ჩვენი სახელით.  მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების რეკლამა მაშინ, როცა იყენებთ სოციალური მედიის კონკრეტულ ვებ-გვერდს.

 

პერსონალური ინფორმაციის გაზიარება სხვა ორგანიზაციებთან

ჩვენ პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გავუზიაროთ სხვა ორგანიზაციებს შემდეგ გარემოებებში:

• თუ მოქმედი კანონმდებლობის ან სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნით, ჩვენ უნდა გავცეთ პერსონალური ინფორმაცია;

• თუ ჩვენ გვჭირდება პერსონალური ინფორმაციის გაზიარება ჩვენი კანონიერი უფლებების დასადგენად, განსახორციელებლად ან დასაცავად (ეს მოიცავს პერსონალური ინფორმაციის მიწოდებას სხვებისთვის თაღლითური ქმედების თავიდან ასაცილებლად და საკრედიტო რისკის შესამცირებლად);

• პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გავუზიაროთ იმ ორგანიზაციას, რომლის მიმართაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი რომელიმე საქმიანობის ან თქვენთან დადებული რომელიმე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩვენი რომელიმე უფლების ან ვალდებულების მიყიდვას ან გადაცემას (ან რომელთანაც შევდივართ მოლაპარაკებებში აღნიშნული ოპერაციების შესახებ). თუ გადაცემის ან გაყიდვის პროცედურა გრძელდება, იმ ორგანიზაციამ, რომელიც იღებს თქვენ შესახებ პირად ინფორმაციას, შეუძლია იგივენაირად გამოიყენოს თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია, როგორც ჩვენ

• ჩვენი საქმიანობის ნებისმიერი სხვა უფლებამონაცვლის მიმართ; ან

• იმ ნებისმიერი მხარის მიმართ, ვისაც ჩვენ გადავცემთ ან შეიძლება გადავცეთ ჩვენ მიერ თქვენთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული  ჩვენი უფლებები და ვალდებულებები.

 

თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემა

 

თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია შეიძლება იქნეს გადაცემული, შეინახოს და გადამუშავდეს იმ ქვეყანაში, რომელიც მიიჩნევა, რომ ვერ უზრუნველყოფს პერსონალური ინფორმაციის სათანადო დაცვას ევროპის კავშირის კანონმდებლობის ან იმ ქვეყნის კანონმდებლობის დონეზე, სადაც მუდმივად ცხოვრობთ ან სადაც ჩვენ ვართ რეგისტრირებული.

 

ჩვენ ავამოქმედეთ სათანადო გარანტიები (მაგალითად, სახელშეკრულებო ვალდებულებები) მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად თქვენ შესახებ მონაცემების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად.

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია გადაეცემა სხვა ქვეყნის იურისდიქციას, ის შეიძლება დაექვემდებაროს ამ იურისდიქციის კანონმდებლობას და ჩვენ შეიძლება მოგვთხოვონ მისი გამჟღავნება ამ იურისდიქციის ფარგლებში მოქმედი სასამართლოსთვის, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ან სახელმწიფო ორგანოებისთვის, თუმცა, ჩვენ ამას გავაკეთებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამას მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს.

 

როგორ ვიცავთ პერსონალურ ინფორმაციას

 

ჩვენ ვუზრუნველყოფთ ფიზიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ გარანტიებს თქვენი პირადი ინფორმაციის დასაცავად არაუფლებამოსილი წვდომის, გამოყენების, მასში ცვლილების შეტანისა და განადგურებისგან. მიუხედავად ამისა, ინტერნეტზე დაფუძნებული არც ერთი ვებ-გვერდი  შეიძლება იყოს 100%-ით უსაფრთხო და ჩვენ არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ იმ არაუფლებამოსილ ან უნებლიე წვდომაზე, რომელიც ჩვენი კონტროლის ფარგლებს სცილდება.

 

სოციალური მედია

 

ჩვენ ზოგიერთი სოციალური მედიის ვებ-გვერდზე ვამუშავებთ არხებს, გვერდებს და ანგარიშებს ჩვენი კლიენტების ინფორმირების, დახმარებისა და მათთან ურთიერთობის მიზნით. ჩვენ ვახორციელებთ ამ არხებზე ჩვენ შესახებ განთავსებული კომენტარებისა და პოსტების მონიტორინგს და ავღრიცხავთ მათ, რათა შევძლოთ ჩვენი მომსახურების სრულყოფა.

 

Majid Al Futtaim არ არის პასუხისმგებელი ამ ვებ-გვერდებზე განთავსებულ რაიმე სახის  ინფორმაციისთვის, გარდა თავად ჩვენ მიერ განთავსებული ინფორმაციისა. ჩვენ არ ვახდენთ თავად სოციალური მედიის ვებ-გვერდებისა ან მათზე მესამე მხარეების მიერ განთავსებული რაიმე ინფორმაციის დამოწმებას.

 

შენახვა

 

ჩვენ ჩანაწერებს ვინახავთ იმ ვადით, რაც საჭიროა ა) შესყიდვების, შეკვეთების, წევრობის მართვის მიზნით და  იმ დანარჩენი შესაბამისი პროდუქტებისა თუ მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც წინამდებარე პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკის დოკუმენტით არის გათვალისწინებული, მათ შორის, თქვენ გაწვდით უახლეს ინფორმაციას ჩვენი მარკეტინგის შესახებ, ბ) პროდუქტების, მომსახურებისა და თქვენთან კომუნიკაციის პერსონალიზირების მიზნით, გ) მონაცემთა შენახვასთან დაკავშირებულ მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. იმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, თუ რამდენ ხანს შევინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას თქვენთან ჩვენი ურთიერთობის დასრულების შემდეგ,  მხედველობაში ვიღებთ ჩვენს სამართლებრივ ვალდებულებებს და მარეგულირებელი ორგანოს მოლოდინებს.

 

თუ თქვენ გსურთ მოითხოვოთ, რომ ჩვენ აღარ გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია თქვენთვის მომსახურების მოსაწოდებლად, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: Analytics Office, Majid Al Futtaim Management Services, P.O. Box 91100, Dubai, United Arab Emirates. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე [email protected].

 

მიუხედავად ამისა, ჩვენ შევინახავთ და გამოვიყენებთ თქვენი რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას, როგორც ეს აუცილებელია, რათა შევასრულოთ ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებები, მოვაგვაროთ დავები და აღვასრულოთ ჩვენი ხელშეკრულებები.

 

მარკეტინგული კომუნიკაცია

 

ყველა ის მარკეტინგული კომუნიკაცია, რომელსაც მოგაწოდებთ, მოგცემთ თქვენ საშუალებას, მომავალში მარკეტინგზე თქვენი თანხმობა უკან წაიღოთ. თუ აღარ გსურთ ჩვენი სარეკლამო მასალების მიღება, შეგიძლიათ უარი თქვათ ამ შეტყობინებების მიღებაზე ან შეცვალოთ თქვენი ანგარიშის პარამეტრები, რის შემდეგაც თქვენ მარკეტინგული სიებიდან წაიშლებით.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ უარს იტყვით ჩვენი მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე, თქვენ ჩვენგან მაინც მიიღებთ ოპერატიულ და მომსახურებასთან დაკავშირებულ შეტყობინებებს ჩვენგან შეძენილ მომსახურებასთან ან პროდუქტებთან და თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებსა და ჩვენს პასუხებთან დაკავშირებით, და რომ ჩვენ შეიძლება თქვენი მონაცემები ბლოკირების სიაში გავაჩეროთ, რათა მომავალში აღარ გამოგიგზავნოთ მარკეტინგული შეტყობინებები.

 

ქუქი და მსგავსი ტექნოლოგიები

ჩვენ ვიყენებთ ქუქის და მსგავს ტექნოლოგიებს, მაგალითად, თეგებს და პიქსელებს („ქუქი-ფაილები“) თქვენი, როგორც კლიენტის გამოცდილების პერსონალიზირებისა და გაუმჯობესების მიზნით მაშინ, როცა თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებ-გვერდებით და მობილური აპლიკაციებით, და თქვენთვის შესაბამისი ონლაინ რეკლამის მოსაწოდებლად. ქუქი-ფაილები  წარმოადგენს მცირე ზომის მონაცემთა ფაილებს, რომლებიც ვებ-გვერდის ან მობილური აპლიკაციის მიერ მონაცემთა მოპოვებისა და მათი თქვენი კომპიუტერის დესკტოპზე, ნოუთბუქზე ან მობილურ ხელსაწყოზე  შენახვის შესაძლებლობას იძლევა.

 

ქუქი-ფაილები ჩვენ გვეხმარება, ვუზრუნველყოთ რომ მნიშვნელოვანი კომპონენტები და ფუნქციები გვქონდეს ჩვენს ვებ-გვერდებსა და მობილურ აპლიკაციებზე, და ჩვენ მათ ვიყენებთ თქვენი, როგორც კლიენტის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით. მაგალითად, ჩვენ ქუქ-ფაილებს ვიყენებთ შემდეგი მიზნით:

 

ჩვენი ვებ-გვერდებისა და მობილური აპლიკაციების მუშაობის გაუჯობესება

 

ქუქი-ფაილები ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებ-გვერდებისა და მობილური აპლიკაციების მუშაობა, რათა მოვახდინოთ თქვენი გამოცდილების პერსონალიზება და მოგცეთ საშუალება, გამოიყენოთ მათი ბევრი სასარგებლო ფუნქცია.

მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რათა დავიმახსოვროთ თქვენი პრეფერენციები და თქვენი საყიდლების კალათის შინაარსი, როცა თქვენ ჩვენს ვებ-გვერდებსა და მობილურ აპლიკაციებზე დაბრუნდებით.

 

ჩვენი ვებ-გვერდებისა და მობილური აპლიკაციების მუშაობის სრულყოფა

 

ქუქი-ფაილები ჩვენ გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ გამოიყენება ჩვენი ვებ-გვერდები და მობილური აპლიკაციები, მაგალითად, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, ონლაინ ნავიგაციის დროს მიიღეთ თუ არა შეტყობინება შეცდომის შესახებ. ეს ქუქი-ფაილები აგროვებს მონაცემებს, რომლებიც უმეტესად გაერთიანებული სახისაა და ანონიმურია.

 

შესაბამისი ონლაინ რეკლამის მიწოდება

 

 ჩვენ ქუქი-ფაილებს ვიყენებთ იმ ონლაინ რეკლამის მიწოდების პროცესში დახმარების მიზნით, რომელიც, ჩვენი შეხედულებით, თქვენთვის ყველაზე შესაფერისია ჩვენს ვებ-გვერდებსა და სხვა ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე.

 

ამ მიზნით გამოყენებულ ქუქი-ფაილებს  სხვა ორგანიზაციები ხშირად განათავსებენ ჩვენს ვებ-გვერდებზე, და ეს ყოველთვის ჩვენი ნებართვით ხდება. ამ ქუქი-ფაილებმა შეიძლება შეაგროვოს ინფორმაცია თქვენი ონლაინ საქმიანობის შესახებ, მაგალითად, თქვენი IP მისამართი, ის ვებ-გვერდი, საიდანაც გადმოხვედით და ინფორმაცია თქვენი შესყიდვების ისტორიის შესახებ ან თქვენი საყიდლების კალათის შინაარსი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენი და სხვა ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე შეიძლება ნახოთ ჩვენი რეკლამები. თქვენ ჩვენს ვებ-გვერდებზე აგრეთვე შეიძლება ნახოთ სხვა ორგანიზაციების რეკლამები.

 

თქვენთვის შესაბამისი ონლაინ რეკლამის მიწოდების პროცესში დასახმარებლად, ჩვენ შეიძლება აგრეთვე ქუქი-ფაილების მეშვეობით ჩვენ მიერ მოპოვებული, თქვენი პერსონალური კომპიუტერის ბრაუზერში ან სხვა მოწყობილობებში არსებული მონაცემები გავაერთიანოთ ჩვენ მიერ მოპოვებულ სხვა მონაცემებთან (მაგალითად, ერთგულების  პროგრამასთან).

 

ჩვენი მარკეტინგული შეტყობინებების, ონლაინ რეკლამის ჩათვლით, ეფექტიანობის გაზომვა

 

ქუქი-ფაილები ჩვენ გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, ნახეთ თუ არა ესა თუ ის კონკრეტული რეკლამა, და რა დრო გავიდა თქვენ მიერ მისი ნახვის შემდეგ. ეს ინფორმაცია ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, გავზომოთ ჩვენი ონლაინ სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობა და გავაკონტროლოთ ის, თუ რამდენჯერ ნახეთ თქვენ რეკლამა.

 

ჩვენ ქუქებს აგრეთვე ვიყენებთ ჩვენი მარკეტინგული შეტყობინებების ეფექტიანობის გასაზომად, მაგალითად, ისინი ჩვენ გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, გახსენით თუ არა თქვენ ის მარკეტინგული ელექტრონული შეტყობინება, რომელიც  გამოგიგზავნეთ.

 

თქვენი არჩევანი, როცა საქმე ქუქი-ფაილებს ეხება

 

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები ახალი ქუქი-ფაილების მისაღებად ან უარსაყოფად და არსებული ქუქი-ფაილების წასაშლელად. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები ისე დააყენოთ, რომ მიიღოთ შეტყობინება ყოველ ჯერზე, როცა ახალი ქუქი-ფაილები განთავსდება  თქვენს კომპიუტერზე ან სხვა მოწყობილობაზე.

 თუ თქვენ გადაწყვეტთ ზოგიერთი ან ყველა ქუქი-ფაილის დეაქტივაციას, შეიძლება ვერ შეძლოთ ჩვენი პლატფორმებით სრულად სარგებლობა. მაგალითად, შეიძლება ვერ შეძლოთ თქვენი საყიდლების კალათაში პროდუქტების დამატება, შენაძენის ღირებულების დათვლა ან ჩვენი ზოგიერთი იმ პროდუქტებისა და მომსახურების გამოყენება, რომლებიც მოითხოვს, რომ თქვენ დარეგისტრირდეთ.

 

როგორც კი თქვენ ქუქი-ფაილების  გამოყენებაზე თანხმობას განგვიცხადებთ, ჩვენ ქუქი-ფაილებს  თქვენს კომპიუტერზე ან მოწყობილობაზე შევინახავთ. თუ გსურთ, ნებისმიერ დროს უკან წაიღოთ თქვენი თანხმობა, თქვენ დაგჭირდებათ ჩვენი ქუქი-ფაილების  წაშლა თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის პარამეტრების გამოყენებით.

 

გაერთიანებული მონაცემები, მონაცემთა ანალიზი და სოციალური მედიის ფუნქციონალურობა

 

 ჩვენ უფლება გვაქვს, გავაერთიანოთ პერსონალური ინფორმაცია და წავშალოთ ნებისმიერი საიდენტიფიკაციო კომპონენტი იმისათვის, რათა გავაანალიზოთ მოდელები და გავაუმჯობესოთ ჩვენი მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობა, გავაანალიზოთ პლატფორმის გამოყენება, ვსრულყოთ ჩვენი კონტენტი (შინაარსი) და პროდუქტის შეთავაზებები და კლიენტის მოთხოვნებს მოვარგოთ პლატფორმების შინაარსი, სქემა, პროდუქტები და მომსახურება, და ჩვენ შეიძლება დავადგინოთ მესამე პირები ზემოთქმულის განსახორციელებლად ჩვენი სახელით.

 

ჩვენ თავს ვუყრით გამოყენების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას, მაგალითად, ჩვენს პლატფორმებზე ვიზიტორების რაოდენობასა და სიხშირეს. ეს ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს მონაცემებს იმის შესახებ, რომელი ვებ-გვერდიდან შემოხვედით, შემდეგ რომელ ვებ-გვერდზე შეხვალთ, რომელ ბრაუზერს იყენებთ, აგრეთვე მონაცემები თქვენი მოწყობილობისა და IP მისამართის შესახებ. ჩვენ ამ მონაცემებს მხოლოდ გაერთიანებული სახით ვიყენებთ. ეს გაერთიანებული მონაცემები ჩვენ გვეხმარება იმის დადგენაში, თუ რამდენად იყენებენ ჩვენი კლიენტები ჩვენი პლატფორმების ნაწილებს, და ასევე კვლევის ჩატარებაში ჩვენი მომხმარებლების  დემოგრაფიული მონაცემების, მათი ინტერესებისა და ქცევის შესახებ, რათა უკეთ გაგიგოთ და მოგემსახუროთ.

 

თუ თქვენ იყენებთ ჩვენს პლატფორმებზე ღილაკებს, რომლებიც სოციალურ მედიასთან ან მსგავს ვებ-გვერდებთან არის დაკავშირებული (მაგალითად, „მოწონების“ ან/და „გაზიარების“ ღილაკები), ჩვენი პლატფორმიდან კონტენტი შეიძლება გაიგზავნოს უკან, ამ სხვა ვებ-გვერდზე ან მომსახურებაზე, და თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრებიდან გამომდინარე, მისი ნახვა შეიძლება შეიძლებოდეს ცალკეული პირების მიერ ან საჯაროდ (მაგალითად, მეგობრების, მიმდევრების ან ზოგადად ყველას მიერ, რომლებსაც თქვენი პროფილის გვერდზე აქვს წვდომა).

 

თქვენი უფლებები

 თქვენ გაქვთ უფლება ნახოთ ან წვდომა გქონდეთ იმ პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელსაც ჩვენ ვფლობთ თქვენ შესახებ. ასლის მისაღებად, გთხოვთ, წერილობით დაუკავშირდით შემდეგ მისამართზე: Analytics Office (ანალიტიკური სამსახური), Majid Al Futtaim Management Services, P.O. Box 91100, Dubai, United Arab Emirates. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე [email protected].

 

ამასთნავე , თქვენ გაქვთ გარკვეული უფლებები თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც  ადგილობრივი კანონმდებლობით რეგულირდება. ესენი მოიცავს შემდეგ უფლებებს:

• შესწორების შეტანა იმ ინფორმაციაში, რომელიც ჩვენ გვაქვს თქვენ შესახებ;

• თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის წაშლა;

• ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების შეზღუდვა;

• ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაზე პროტესტის განცხადება;

• ნებისმიერი თანხმობის გაუქმება, რომელიც თქვენ გაქვთ მიცემული ჩვენ მიერ თქვენი  პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაზე;

• თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის მიღება გამოყენებადი ელექტრონული ფორმით და მისი მესამე მხარისთვის გადაცემა (მონაცემთა გადაცემის უფლება); და

• თქვენი მონაცემთა დაცვის ადგილობრივ ორგანოში საჩივრის შეტანა.

 

თუ თქვენ გსურთ განიხილოთ ან განახორციელოთ ეს უფლებები, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემულ მისამართზე.

 

თუ თქვენ გაწუხებთ ის ფაქტი, რომ ის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია თქვენ შესახებ, არასწორია ან მოძველებულია, გთხოვთ, მოგვწეროთ ზემოაღნიშნულ მისამართზე და ჩვენ სათანადო ზომებს მივიღებთ ჩვენს მონაცემებში ცვლილებების შესატანად.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სავარაუდოდ, ჩვენ დაგვჭირდება თქვენგან დამატებითი ინფორმაციის მიღება თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად.

 

პირადი მონაცემების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული საკითხები

 

თუ თქვენ დაინტერესებულები ხართ იმ საკითხით, თუ რამდენად ვასრულებთ პირადი მონაცემების დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის ან წინამდებარე დოკუმენტის მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: Corporate Compliance Office (კორპორატიული რეგულირების განყოფილება), Majid Al Futtaim Management Services, P.O. Box 91100, Abu Dhabi, United Arab Emirates ან დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე [email protected]. თქვენს ყველა შეკითხვას შეძლებისდაგვარად მალე გავცემთ პასუხს.

 

შეტყობინება პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების შესახებ

 

წინამდებარე პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკის დოკუმენტს განვაახლებთ საჭიროების შემთხვევაში და შეტანილ ცვლილებებს ჩვენს პლატფორმებზე განვათავსებთ. თუ დავაპირებთ თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის იმ ფორმით გამოყენებას, რომელიც განსხვავდება იმისგან, რომელიც მისი მოპოვების  მომენტში იყო აღნიშნული, ჩვენ ამის შესახებ შეგატყობინებთ. ყველა ცვლილება ძალაში შევა გამოქვეყნებისას, თუკი სხვა რამ არ არის მითითებული. გთხოვთ, პერიოდულად გაეცნოთ კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის ამ დოკუმენტს ცვლილებების გასაცნობად.

 

ბმულები

ჩვენი ვებ-გვერდები ან მობილური აპლიკაციები შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა ვებ-გვერდებზე, რომლებსაც ის სხვა ორგანიზაციები ამუშავებენ, რომლებსაც გააჩნიათ თავისი საკუთარი პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკის დოკუმენტები. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პირობებს და პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკის დოკუმენტს ვებ-გვერდზე თქვენ შესახებ ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის მოწოდებამდე, რადგან ჩვენ არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას სხვა ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე.

 

ბავშვები

ჩვენი პლატფორმა არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის. თუ თქვენ გვაწვდით 13 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვის პირად ინფორმაციას,  კანონიერი მშობლის ან მეურვისთვის თანხმობით, ამ შემტხვევაში ჩვენ შეგვიძლია 13 წლამდე ასაკის ადამიანის ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და დამუშავება, კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

 

ბოლო განახლების თარიღი: 2018 წლის 15 ივნისი.