მაი ქლაბ გათამაშება

15 ივლისი 2020

მაი ქლაბ გათამაშება

„კარფურის“ საზაფხულო გათამაშება იწყება! სიურპრიზი 2 პერსონისთვის ყველა ფილიალში!

 

დღეიდან, კარფურის ერთგულ მომხმარებლებს, ყველა ფილიალში დიდი სიურპრიზი ელით. მაი ქლაბის ბარათის ან აპლიკაციის მფლობელებს, ან კიდევ მათ, ვინც გახდება მაი ქლაბის წევრი, შანსი აქვთ, 2 არაჩვეულებრივი დღე სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ ან სასტუმრო „რედისონ ქოლექშენ წინანდალში“ გაატარონ. საგზური გათვალისწინებულია 2 პერსონაზე.

 

მართალია გათამაშება 15 ივლისიდან 15 აგვისტომდეა, მაგრამ საგზური წლის ბოლომდე მოქმედებს და კარფურის იღბლიან მომხმარებელს შეუძლია ის ნებისმიერ დროს გამოიყენოს.

 

არის ასეთი საინტერესო პირობა, რაც ამ საგზურის მოგებას მოყვება: ის, ვინც საგზურს თბილისში ან რუსთავში მოიგებს, 2 დაუვიწყარ დღეს ბათუმის „შერატონში“ გაატარებს, ხოლო ბათუმის იღბლიანები კახეთის „რედისონს“ ეწვევიან. 

 

რაც ძალიან მნიშვნელოვანია:  კარგად უნდა დააკვირდეთ ქვითარს, სწორედ ქვითარზე ამოვა თქვენი სიურპრიზი.

 

მაშ ასე,  დღეიდან კარფურის საზაფხულო გათამაშება იწყება!

ყოველდღე თამაშდება 2 საგზური!

 

15 ივლისიდან - 15 აგვისტომდე, გაატარეთ „მაი ქლაბი“ და მიიღეთ შანსი მოიგოთ 2 დღიანი ტური 2 პერსონაზე სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ ან სასტუმრო „რედისონ ქოლექშენ წინანდალში“.

1. იმისათვის რომ გახდე “მაი ქლაბ”-ის წევრი, საჭიროა დარეგისტრირდე “Carrefour Georgia”-ს აპლიკაციაში რომელიც ხელმისაწვდომია Play store-სა და APP store-ში.
2. დარეგისტრირდით და დაიწყეთ „მაი ქლაბ“ ბარკოდის გამოყენება სალაროსთან მისი წარდგენით კარფურში ყოველი ვიზიტისას, ან მიიღეთ “მაი ქლაბ” ბარათი კარფურის მაღაზიებში.
3. “მაი ქლაბის” ანგარიშზე დააგროვებთ: 1 ქულას ყოველ დახარჯულ 1 ლარზე, “მაი ქლაბის” შერჩეულ კატეგორიებზე.
4. 100 ქულა = 10 ლარს.
5. ქულების გასახარჯად ანგარიშზე უნდა იქონიოთ მინიმუმ 100 ქულა.
6. დააგროვე მეტი, დაზოგე მეტი!