ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

01 ივნისი 2018

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

 

ბავშვთა დაცვის დღე კარფურში​

2018 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით კარფურის ყველა ფილიალს სპეციალური სტუმრები ეწვივნენ.

კარფურმა უმასპინძლა მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, ობლებს, კარფურის თანამშრომელთა შვილებს, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ სპეციალურ გასართობ აქტივობებში, მათ გამოაცხეს პიცა, პური, კრუასანები და სხვა გემრიელი საჭმელები. 

გარდა ამისა, მიიღეს სხვადასხვა საჩუქრები, იმღერეს, იცეკვეს, ითამაშეს და გაილამაზეს საკუთარი დღე კარფურის გუნდთან ერთად.