2017 წლის აღდგომა

28 აპრილი 2017

2017 წლის აღდგომა

2017 წლის აპრილში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, კარფურის გუნდი და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ერთად ეწვივნენ და სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთეს.

სტუმრებმა ბავშვებს პასკით, ბუშტებითა და ბევრი ტკბილეულით მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, მასპინძლები კი სიმღერით და ლამაზი ჩანახატების საშუალებით ცდილობდნენ მადლიერების გამოხატვას.