კარფური 7 წლისაა!

02 სექტემბერი 2019

კარფური 7 წლისაა!

  კარფურის საიუბილეო გათამაშების რეგლამენტი

  1. საიუბილეო გათამაშების ორგანიზატორია შპს “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“, ს/კ 404923749, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია (სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“), რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა (შემდგომში „ორგანიზატორი“).

 

  1. საცალო ვაჭრობა  ხორციელდება შემდეგ ობიექტებზე: 1) ჰიპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია; 2) ჰიპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, თალჭრელიძის #2, 3) სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნავთლუღის  #8ა, 4) სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ვეკუას ქუჩა #3, 5) სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის გამზ. #7, 6) სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ხიზაბავრის ქუჩა #1,  7) სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის #12,  8) სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, 1 მ/რ-ს და 6 მ/რ-ს, 4 მ/რ-ს და 5 მ/რ-ს შორის, 9) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #37ლ, 10) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ყოფილი მანქანათმშენებლი ქარხნის ტერიტორია, 11) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი,  დასახლება ვაზისუბანი, II მიკრო/რაიონი და 12) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქუჩა #37, 13) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, არაყიშვილის ქუჩა #3, 14) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, რამაზ ჩხიკვაძის ქ. #1.

 

  1. საიუბილეო გათამაშების მიზანია მომხმარებლის მოზიდვა „კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელში და მომხმარებლის სტიმულირება შეიძინოს  კარფურის პროდუქცია. საიუბილეო გათამაშების ჩატარების მიზეზია ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის, „კარფურის“ საქართველოში გახსნის 7 წლის იუბილე.

 

  1. საიუბილეო გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც 2019 წლის 4 სექტემბრიდან 2019 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში შეიძენს ნებისმიერ პროდუქციას ნებისმიერი ღირებულებით.

 

  1. საიუბილეო გათამაშების ჩატარების ადგილებია: კარფურის ჰიპერმარკეტების  ტერიტორია მდებარე მისამართებზე: 1) ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია, 2) ქ. თბილისი, თვალჭრელიძის #2 და კარფურის სუპერმარკეტების ტერიტორია, მდებარე მისამართებზე: 3) ქ. თბილისი, ნავთლუღის  #8ა, 4) ქ. თბილისი, ვეკუას ქუჩა #3, 5) ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის გამზ. #7, 6) ქ. თბილისი, ხიზაბავრის ქუჩა #1,  7) ქ. თბილისი, ს. ცინცაძის #12,  8) ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, 1 მ/რ-ს და 6 მ/რ-ს, 4 მ/რ-ს და 5 მ/რ-ს შორის, 9) ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #37ლ, 10) ქ. ბათუმი, ყოფილი მანქანათმშენებლი ქარხნის ტერიტორია,  11) ქ. თბილისი,  დასახლება ვაზისუბანი, II მიკრო/რაიონი,  12) ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქუჩა #37, 13) ქ. თბილისი, არაყიშვილის ქუჩა #3, 14) ქ. თბილისი, რამაზ ჩხიკვაძის ქ. #1, ხოლო ქვემოთ ჩამოთვლილი სუპერმარკეტები: 15) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გზატკეცილი წყნეთი, #29, და 16) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, სესილია თაყაიშვილის ქ. #46  ავტომატურად ჩაერთვებიან საიუბილეო გათამაშებაში სუპერმარკეტების გახსნის პირველივე დღიდან.

 

  1. საიუბილეო გათამაშება ტარდება 2019 წლის 4 სექტემბრიდან 2019 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. საიუბილეო  გათამაშებაში მონაწილეობისთვის განკუთვნილი „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე გადახდის ქვითრების გაცემა დაიწყება 2019 წლის 4 სექტემბერს და დასრულდება 2019 წლის 1 ოქტომბერს.

 

  1. საიუბილეო გათამაშებისას „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე გადახდის ქვითრის ამობეჭდვისას ადგილზე გათამაშდება შემდეგი 5 მთავარი პრიზი (სულ 40,098 (ორმოცი ათას ოთხმოცდათვრამეტი):

 

  • 40 000 ცალი 50 ან 100 ქულა: ნებისმიერი საგადახდო საშუალებით გადახდის შემთხვევაში - 50 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბი“-ს ანგარიშზე, ხოლო მასტერქარდით გადახდის შემთხვევაში - 100 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ - ანგარიშზე.
  • 14 ცალი ტელევიზორი - ნებისმიერი საგადახდო საშუალებით გადახდის შემთხვევაში, ხოლო მასტერქარდით გადახდის შემთხვევაში - ტელევიზორთან ერთად დამატებითი პრიზი - ლეპტოპი.
  • 70 ცალი სმარტფონი - ნებისმიერი საგადახდო საშუალებით გადახდის შემთხვევაში, ხოლო მასტერქარდით გადახდის შემთხვევაში - გაუმჯობესებული სმარტფონი.
  • 7 ცალი ტექნიკის სრული ნაკრები - ნებისმიერი საგადახდო საშუალებით გადახდის შემთხვევაში, ხოლო მასტერქარდით გადახდის შემთხვევაში - გაუმჯობესებული ტექნიკის სრული ნაკრები.
  • 7 ცალი 200 000 ან 250 000 ქულა: ნებისმიერი საგადახდო საშუალებით გადახდის შემთხვევაში - 200 000 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის  „მაი ქლაბის“ ანგარიშზე, ხოლო მასტერქარდით გადახდის შემთხვევაში - 250 000 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის  „მაი ქლაბის“ ანგარიშზე.

 

ასევე, ადგილზე გათამაშდება შემდეგი დამატებითი პრიზები, რომლის მოსაგებად საჭირო არ არის მოგების შანსის მქონე ქვითრის მოპოვება:

 

  • თითოეულ მომხმარებელს „მაი ქლაბის“ აპლიკაციაში დარეგისტრირების შემთხვევაში ერთჯერადად დაერიცხება 20 ქულა „მაი ქლაბის“ ანგარიშზე, რომელიც  „მაი ქლაბის“ აპლიკაციის ან ბარათის შემდგომი გამოყენებისას აისახება.
  • ორგანიზატორის მიერ წინასწარ განსაზღვრულ რამდენიმე ბრენდზე დახარჯულ ყოველ ერთ (1) ლარზე დაერიცხება 2 ქულა „მაი ქლაბის“ ანგარიშზე.
  • საიუბილეო გათამაშების პერიოდის განმავლობაში „კარფურის“ ფეისბუქ გვერდზე  12-ჯერ გათამაშდება 500 ქულა „მაი ქლაბის“ ანგარიშზე (რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნბა მხოლოდ „კარფურის“ ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში). ეს გათამაშება განხორციელდება შემდეგი სახით: კარფურის ფეისბუქ გვერდზე დაიპოსტება ილუსტრირებული შეკითხვა, რომელზეც პირველი სწორი პასუხის ავტორი მოიგებს 500 ქულას „მაი ქლაბის“ ანგარიშზე.
  •  „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე ქვითრების რაოდენობა შეადგენს 40, 098 (ორმოცი ათას ოთხმოცდათვრამეტი) ცალს.

 

8. საიუბილეო გათამაშების პრიზების (ტექნიკის კომპლექტის, სმარტფონის, ტელევიზორის, ლეპტოპის და 200 000 ქულის) მოგების შესახებ მომხმარებლები შეიტყობენ ადგილზე, შემდეგ მათ გადაეცემათ მოგების დამადასტურებელი სერთიფიკატები და მოგებულ პრიზებს მიიღებენ ამ სერთიფიკატების წარდგენის საფუძველზე.

 

  1. საიუბილეო გათამაშების ზოგადი წესი:
    1. საიუბილეო გათამაშების მიმდინარეობისას ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში ნებისმიერი ღირებულების პროდუქციის შეძენისას ჩაერთვება საიუბილეო გათამაშებაში. ამასთან, მაღაზიის სალაროსთან პროდუქციის ღირებულების გადახდისას  ქვითარზე შესაძლოა დაიბეჭდოს  წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, რის შემდეგაც პრიზის მოსაგებად აუცილებელია  ქვითრის მფლობელმა მომხმარებელმა სწორად უპასუხოს კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის მიერ დასმულ შეკითხვას.
    2. „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე ქვითრის გაცემა გათამაშების მონაწილეებზე ხდება ადგილზე, პროდუქციის შეძენისას.  
    3. პრიზს 50ქულა/100 ქულა „მაი ქლაბის“ ანგარიშზე გასცემს შესაბამისი მაღაზიის კლიენტთა მომსახურების თანამშრომელი, დანარჩენი პრიზების შემთხვევაში, მოგების სერთიფიკატსა და პრიზს თბილისის სუპერმარკეტების შემთხვევაში გასცემს კარფურის სათაო ოფისის წარმომადგენელი, ხოლო ბათუმის სუპერმარკეტისა და ჰიპერმარკეტების შემთხვევაში მოგების სერთიფიკატსა და პრიზს გასცემს მაღაზიის მენეჯმენტი. იმ შემთხვევაში თუ ქვითარს არ ახლავს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, მაშინ ასეთი ქვითარი არ მონაწილეობს 5 მთავარი პრიზის გათამაშებაში.
    4. განსაზღვრულია ყოველდღიურად თითოეულ მაღაზიაში გასათამაშებელ მთავარ პრიზთა რაოდენობა და შესაბამისად წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“-ს მქონე ქვითრების რაოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ არ გათამაშდება დღის განმავლობაში წინასწარ განსაზღვრული მოგების შანსის მქონე ქვითრები, მაშინ შესაბამისი მთავარი პრიზები აღარ გათამაშდება.

 

  1. საიუბილეო გათამაშების პერიოდში „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე ქვითრის დაბეჭდვის შემთხვევაში საიუბილეო გათამაშების მონაწილე ვალდებულია უპასუხოს წინასწარ შედგენილ კითხვას და სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მიიღოს ამ რეგლამენტით განსაზღვრული პრიზები. გამარჯვებულმა კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის დახმარებით უნდა შეავსოს წინასწარ მომზადებული ბლანკი გამარჯვებულის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ, შეინახოს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“-ს მქონე ქვითარი.

 

  1. იმ შემთხვევაში თუ საიუბილეო გათამაშების მონაწილე არ არის ჩართული „მაი ქლაბის“ დაგროვების პროგრამაში, პრიზის სახით „მაი ქლაბის“ ქულების მოგების შემთხვევაში მისი რეგისტრაცია „მაი ქლაბის“ დაგროვების პროგრამაში განხორციელდება ადგილზე კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის ან „მაი ქლაბის“ პრომოუტერების დახმარებით. 

 

 

  1.  კარფურის საიუბილეო გათამაშების პრიზების გაცემა მოხდება გათამაშების ადგილზე - შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას მაღაზიებში, ხოლო ტექნიკის ნაკრების მოგების შემთხვევაში გამარჯვებული ისარგებლებს კომპანიის სახლში მიტანის სერვისით უფასოდ.

 

  1. საიუბილეო გათამაშების პრიზების გადაცემის საერთო ვადა შეადგენს გათამაშებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს.

 

  1. გათამაშების გამარჯვებულები ვალდებულნი არიან პრიზის მისაღებად გამოცხადნენ პირადად, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით. გამარჯვებულები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში - კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, გათამაშების  სალარო აპარატის ქვითარი წარწერით „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ და მოგების დამდასტურებელი სერთიფიკატი. ზემოაღნიშნული რომელიმე დოკუმენტის  დაკარგვის და არ წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებული მოგებულ პრიზს ვერ მიიღებს.

 

  1. კარფურის საიუბილეო გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის ვადა შეადგენს გათამაშების დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს. საიუბილეო გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის განხილვის ვადა შეადგენს პრეტენზიის წარდგენიდან 6 (ექვსი) კალენდარულ დღეს. პრეტენზია წარდგენილ უნდა იქნეს შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია-ს სათაო ოფისში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნავთლუღის ქუჩა #8ა, სავაჭრო ცენტრი „ისანი მოლი“.

 

  1. კარფურის საიუბილეო გათამაშებაში მონაწილეობის უფლება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ პირს ეძლევა ჯერადობის შეუზღუდავად იმდენჯერ, რამდენჯერაც ამ რეგლამენტით განსაზღვრულ პერიოდში კარფურის ჰიპერმარკეტებში შეიძენს  პროდუქციას.

 

  1. ინფორმაცია კარფურის საიუბილეო გათამაშების  წესების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება კარფურის ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ტერიტორიაზე. მომხმარებელი, რომელიც ჩაერთვება საიუბილეო გათამაშებაში ავტომატურად ეთანხმება საიუბილეო გათამაშების ამ რეგლამენტით დადგენილ  წესებს.