კომპანია კარფურის განცხადება

15 მარტი 2020

კომპანია კარფურის განცხადება

კომპანია კარფურის განცხადება

 

მივმართავთ ჩვენს მომხმარებლებს და მოვუწოდებთ ნუ აყვებიან აჟიოტაჟს, ვინაიდან არ არსებობს სასურსათო პროდუქტების დეფიციტის ან ფასების ზრდის არავითარი საფრთხე. ცალკეულ პროდუქციაზე მომხმარებლების გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე თაროებზე არსებული დანაკლისი ივსება მაქსიმალურად შესაძლებელ მოკლე დროში.

გვაქვს რამდენიმე თვის საკმაოდ დიდი მარაგი, როგორც ადგილობრივი სადრისტრიბუციო კომპანიებიდან, ასევე იმპორტირებული. პროდუქტი იქნება თაროზე საკმარისი რაოდენობით და  შენარჩუნებული ფასით. გამომდინარე აქედან მომხმარებლებს მომატებული მოთხოვნის არავითარი საფუძველი არ აქვთ. აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ კარფურის ყველა ფილიალი განაგრძობს ოპერირებას, დატვირთულ მაგრამ ჩვეულ სტაბილურ რეჟიმში.

ამასთანავე გვსურს ავღნიშნოთ, რომ  კომპანია კარფურისთვის თანამშრომლებისა და მომხმარებლების  უსაფრთხოება არის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ვახორციელბთ სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებებს სურსათის უვნებლობის დასაცავად და რისკების პრევენციისათვის. ყოველდღიურად ხდება მაღაზიის წმენდა-დეზინფექცია  სურსათის უვნებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.  ასევე ვითვალისწინებთ სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა მითითებას.  მაღაზიასა თუ სათაო ოფისში შესვლამდე ყველა თანამშრომელი გადის ტემპერატურის სავალდებულო კონტროლს. კომპანიის შინაგანაწესის თანახმად მოგზაურიბიდან ჩამოსული ყველა თანამშრომელი სამსახურში დაბრუნებამდე გადის სავალდებულო 2 კვირიან საკარანტინო პერიოდს.  რეგულარულად ხდება ურიკების, კალათების და ყველა ზედაპირის დეზინფექცირება. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ დამატებით ზომებს,  იმისთვის რომ ვუზრუნველყოთ ჰიგიენური და უვნებელი  გარემო, როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის ასევე ჩვენი მომხმარებლებისთვის.  

 

აქვე გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადოთ კომპანიის თითოეულ თანამშრომელს ერთგულებისა და თავდაუზოგავი შრომისთვის. 

 

ვმუშაობთ რომ უწყვეტად ვუზრუნველყოთ პროდუქციის მოწოდება თითოეული თქვენგანისთვის.

 

გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თითოეულ თანამშრომელს და განსაკუთრებით, ჩვენს მოლარეებს, კონსულტანტებს, მომსახურე პერსონალს, ყასაბებს, მცხობელებს, ურიკების მეთვალყურეებს, ხილ-ბოსტნის, კლიენტთა მომსახურების, მომარაგების და მომწოდებლის, დაცვისა და დასუფთავების თანამშრომლებს, რომლებიც ერთგულად უდგანან არა მარტო კომპანიას არამედ მთელ ქვეყანას. მადლობა რომ თავდაუზოგავად შრომობთ იმისათვის, რომ უწყვეტად უზრუნველყოთ პროდუქციის მოწოდება რათა დააკმაყოფილოთ თითოეული მომხმარებლის გაზრდილი მოთხოვნა. თქვენ ჩვენი გმირები ხართ. მადლობა გუნდური სულისკვეთებისთვის და თანადგომისთვის. ერთად ჩვენ ყველაფერს გავუმკლავდებით.