კარფურის ახალი ფილიალი

17 ივნისი 2019

კარფურის ახალი ფილიალი

ნუცუბიძის ქუჩაზე კარფურის მე -14 მაღაზია გაიხსნა. კარფურის პატარა ზომის სუპერმარკეტი მომხმარებელს ყოველ დღე დილის 8:00 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურება. კარფური საქართველოში პირველად 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით თბილისი მოლში, ხოლო დღეისათვის საქართველოში კარფურის 12 სუპერმარკეტი და 2 ჰიპერმარკეტია წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქცია ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე.