„კარფურის“ გარემოსდაცვითი კამპანია გრძელდება - მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა ხილ-ბოსტნეულისთვის საჩუქრად!

18 ნოემბერი 2020

„კარფურის“ გარემოსდაცვითი კამპანია გრძელდება - მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა ხილ-ბოსტნეულისთვის საჩუქრად!

როგორ შევამციროთ ცელოფნის პარკების მოხმარება და გარემოს დაბინძურება და ამავდროულად, როგორ შევუქმნათ ამით მაქსიმალური კომფორტი ერთგულ მომხმარებლებს?! ამის მაგალითს „კარფური“ უკვე რამდენიმე წელია იძლევა, მრავალჯერადი ჩანთების ფართო არჩევანითა და კომპოსტირებადი პარკებით, პლასტიკის ნაცვლად. ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი საქართველოში „კარფური“, გარემოსდაცვით კამპანიას მესამე წელია აგრძელებს და მომხმარებელს ამჯერად ახალ მრავალჯერად ბადე-ჩანთას ხილ-ბოსტნეულისთვის სთავაზობს. ახალი მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა მომხმარებლის დაკვეთით და მისი მაქსიმალური კომფორტისთვის შეიქმნა. ბორბლებიანი ჩანთის შეძენის შემთხვევაში, რომელიც ასევე ძალიან პოლულარული გახდა კარფურის ვიზიტორებისთვის, ბადე-ჩანთას უფასოდ მიიღებთ. აქცია 16 ნოემბრიდან ყველა ფილიალში დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება. „კარფურმა“ კამპანია დააფასე გარემო 2018 წლის აპრილში დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა მომხმარებლების ინფორმირებას პოლიეთელინის პარკების მოხმარებით გამოწვეული ზიანისა და მრავალჯერადი მოხმარების ჩანთების უპირატესობის შესახებ. ფოტო კონკურსის შედეგად, გამარჯვებული მომხმარებლის დიზაინით, შეიქმნა მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა, რომელიც დღესაც იყიდება ყველა ფილიალში და მოხმარებლების ფავორიტი გახლავთ . 2019 წლის 30 მარტს, დედამიწის საათის დღეს, კიდევ ერთი დიდი კამპანია ჩატარდა, რომლის მიზანიც ასევე გარემოს დაცვა იყო. ხის კოსტუმებში გამოწყობილი „კარფურის“ თანამშრომლები მომხმარებლებს საჩუქრად ურიგებდნენ მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებს და უხსნიდნენ მის უპირატესობას. საერთო ჯამში, გარემოსდაცვითი კამპანიის ფარგლებში, მილიონ ნახევარი მომხმარებელი წახალისდა და კარფურის ჩანთები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე, კარფური იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც 2019 წელს გამოუშვა მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა - Made in Georgia - ანუ პირველი საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა. 2019 წელს კარფურმა მომხმარებლებს ახალი ბორბლიანი მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა შესთავაზა, რომელიც სიმძიმის აწევის აცილების მიზნით შეიქმნა და ქალბატონებში დიდი მოწონება დაიმსახურა. საერთო ჯამში, კამპანიის ფარგლებში, 80% -ით შემცირდა ცელოფნის პარკების გამოყენება და მრავალჯერადი გამოყენების ჩანთების მოხმარება 120% - ით გაიზარდა. ახალგაზრდა თაობაში გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, კარფურმა წელს პირველი საბავშვო გასაფერადებელი გამოუშვა. გასაფერადებელში ბავშური ენით ასახულია პლასტიკის მოხმარებით გამოწვეული ზიანი და გარემოზე ზრუნვის მარტივი საშუალებები. გასაფერადებლები ბავშვებს სასწავლო წლის აღდგენის შემდეგ დაურიგდებათ, მანამდე კი კარფური აგრძელებს გარემოზე ზრუნვას და ერთგული მომხმარებლების წახალისებას. კარფურს, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს  საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი ფრანგული ბრენდის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში კარფურს წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი კარფურის 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები, ყველასათვის ყოველდღე.