კამპანია #შეამჩნიე-ს „კარფური“ შეუერთდა

04 აპრილი 2016

კამპანია #შეამჩნიე-ს „კარფური“ შეუერთდა

8 მარტს "მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაციის" ახლადწამოწყებულ კამპანიას #შეამჩნიე, კომპანია „კარფური“ შემოუერთდა. კარფურ თბილისი მოლის გენერალურმა მენეჯერმა ზიად ხამრამ არტ- კაფეში "მოკი" შეკრებილ 10 მარტოხელა დედას 8 მარტი პირადად მიულოცა და საჩუქრად "კარფურის" პროდუქცია გადასცა. ზიად ხამრას თქმით მათი ორგანიზაციისადმი თანადგომა შემდგომშიც გაგრძელდება და მხოლოდ ერთჯერადი აქციით არ შემოიფარგლება.