კარფური დათვების თავშესაფარში

24 ოქტომბერი 2019

კარფური დათვების თავშესაფარში

კარფური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ცხვარიჭამიაში არსებულ დათვების თავშესაფარს ესტუმრა.

კამპანია, რომელიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წამოიწყო მიზნად ისახავს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი და მოსახლობის ტყვეობიდან გამოხსნილი მურა დათვების საკვები პროდუქტით უზრუნველყოფას, კერძო სექტორის ჩართულობით.
კამპანიაში უკვე ჩაერთო და გამოთქვა დათვების დახმარებისა და დისტანციური მეურვეობის სურვილი კარფურმა. თითოეული მოქალაქის ჩართულობას შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თავშესაფრის მკვიდრი დათვების საცხოვრებელი პირობები.
დათვების თავშესაფარში, ამ დროისთვის 15-მდე მურა დათვი ცხოვრობს. დათვები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ და ძალიან მცირე ზომის ვოლიერებში ჰყავდათ გამომწყვდეული, რის გამოც, ბუნებრივ გარემოსთან ადაპტირებული არ არიან და, მათივე უსაფრთხოების მიზნით, თავშესაფარში ხანგრძლივი დროით უნდა იყვნენ. დათვების მოვლისა და სათანადო პირობებით უზრუნველყოფის ხარჯები იზრდება, თავშესაფრის ფინანსური რესურსი კი მწირია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამავლობით და კერძო სექტორის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა დათვების რეაბლიტაციისთვის დამატებითი რესურსების მობილიზება.