10 წელი, 10 დღე, 10 ბრენდი

20 იანვარი 2022

10 წელი, 10 დღე, 10 ბრენდი

კარფურის იანვრის გათამაშების რეგლამენტი

10 წელი, 10 დღე, 10 ბრენდი

1. კარფურის იანვრის გათამაშების ორგანიზატორია შპს “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“, ს/კ 404923749, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია (სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“), რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა (შემდგომში „ორგანიზატორი“).

2. კარფურის იანვრის გათამაშების მიზანია მომხმარებლის მოზიდვა „კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელში და მომხმარებლის სტიმულირება შეიძინოს კარფურის პროდუქცია. იანვრის გათამაშების ჩატარების მიზეზია ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის, „კარფურის“ საქართველოში გახსნის 10 წლის იუბილე.

3. კარფურის იანვრის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე „კარფურის“ თანამშრომლებს არასამუშაო საათებში, რომლებიც 2022 წლის 20 იანვრიდან 2022 წლის 30 იანვრის ჩათვლით პერიოდში კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში შეიძენენ ნებისმიერ პროდუქციას ნებისმიერი ღირებულებით.

 

4. კარფურის იანვრის გათამაშება ჩატარდება კარფურის შემდეგ მაღაზიებში:

  1. ჰიპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია;
  2. ჰიპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, თალჭრელიძის #2;
  3. ჰიპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქუთაისი, შარტავას ქუჩა #2;
  4. ჰიპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. რუსთავი, შარტავას გამზირის და ლომოურის ქუჩის კვეთა;
  5. ჰიპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბელ-აბუსერიძის ქ. N22, ყოფილი მანქანათმშენებლი ქარხნის ტერიტორია;
  6. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ვეკუას ქუჩა #3;
  7. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #37ლ;
  8. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქუჩა #37;
  9. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. ფოთი, მშვიდობის ქუჩა #2;
  10. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის #12
  11. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის გამზ. #7;
  12. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნავთლუღის #8ა;
  13. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, ქ. თბილისი, ხიზაბავრის ქუჩა #1;
  14. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, 1 მ/რ-ს და 6 მ/რ-ს, 4 მ/რ-ს და 5 მ/რ-ს შორის
  15. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თელავი, ალაზნის გამზირი #77
  16. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დასახლება ვარკეთილი-3, iv მ/რ-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 14/430
  17. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი,  დასახლება ვაზისუბანი, II მიკრო/რაიონი

5. კარფურის იანვრის გათამაშება ტარდება 2022 წლის 20 იანვრიდან 2022 წლის 30 იანვრის ჩათვლით პერიოდში.

6. კარფურის იანვრის გათამაშების პერიოდში გათამაშდება შემდეგი პრიზები:

TOLSEN

SCARLETT

LOREAL

HENKEL

ინსტრუმენტების ნაკრები (3 ცალი)

ელექტრო მადუღარა

კოსმეტიკური საშუალებების კალათა

სარეცხი საშუალებების კალათა

სახრახნისი (2 ცალი)

უთო

 

 

 

ელექტრო სასწორი

MAYBELLINE

UNILEVER

ILITEK

ელექტრო საპარსი

კოსმეტიკური საშუალებების კალათა

სარეცხი და თავის მოვლის საშუალებების კალათა

ელექტრო მადუღარა

ჰაერის დამატენიანებელი

 

 

 

ელექტრო საპარსი

MONDELEZ

WARSTAINER

FUJIFILM

ჩოპერი

ტკბილეულის კალათა

ლუდის კალათა

ფოტოაპარატი

თმის გასასწორებელი

 

 

 

  1. იანვრის გათამაშების ზოგადი წესი:
  • კარფურის იანვრის გათამაშების მიმდინარეობისას ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში ნებისმიერი ღირებულების პროდუქციის შეძენისას ჩაერთვება გათამაშებაში. ყოველდღიურად, კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში დატრიალდება იღბლიანი ბორბალი, რომელიც გამარჯვებულს გამოავლენს სალაროს ნომრის მიხედვით (თვითმომსახურების სალაროები არ მონაწილეობენ გათამაშებაში). გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი პრიზებიდან ერთ-ერთი, იმ შემთხვევაში თუ ის სწორად უპასუხებს კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის მიერ დასმულ შეკითხვას.

 

  • გამარჯვებულს პრიზს ჰიპერმარკეტების შემთხვევაში გადასცემს მომხმარებელთა მომსახურების თანამშრომელი, სუპერმარკეტების შემთხვევაში შესაბამისი ფილიალის სუპერვაიზერი.
  • კარფურის იანვრის გათამაშების პერიოდის განმავლობაში „კარფურის“ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე გათამაშდება ქულები „მაი ქლაბის“ ანგარიშზე. ეს გათამაშება განხორციელდება შემდეგი სახით: კარფურის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე დაიპოსტება ილუსტრირებული შეკითხვა, რომელზეც პირველი სწორი პასუხის ავტორი მოიგებს ქულებს „მაი ქლაბის“ ანგარიშზე. გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს „მაი ქლაბის“ ბარათის სურათი ან აპლიკაციის სქრინი.

7. კარფურის გათამაშების პრიზების მოგების შესახებ მომხმარებლები შეიტყობენ ადგილზე, რის შემდეგ მათ გადაეცემათ პრიზები.

8. გამარჯვებულმა კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის დახმარებით უნდა შეავსოს წინასწარ მომზადებული ბლანკი გამარჯვებულის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ.

9. კარფურის იანვრის გათამაშების პერიოდში ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე გათამაშებული / მოგებული „მაი ქლაბის“ ქულების დარიცხვა განხორციელდება მოგებიდან 1 თვის ვადაში. მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში.

10. გათამაშების პრიზების გადაცემის საერთო ვადა შეადგენს გათამაშებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს.

11. კარფურის იანვრის გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის ვადა შეადგენს გათამაშების დასრულებიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის განხილვის ვადა შეადგენს პრეტენზიის წარდგენიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. პრეტენზია წარდგენილ უნდა იქნეს შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია-ს სათაო ოფისში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნავთლუღის ქუჩა #8ა, სავაჭრო ცენტრი „ისანი მოლი“.

12. კარფურის იანვრის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ პირს ეძლევა ჯერადობის შეუზღუდავად იმდენჯერ, რამდენჯერაც ამ რეგლამენტით განსაზღვრულ პერიოდში კარფურის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ ფილიალებში შეიძენს პროდუქციას.

13. ინფორმაცია კარფურის იანვრის გათამაშების წესების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება კარფურის ოფიციალურ ვებგვერდზე: carrefourgeorgia.com, ასევე ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ტერიტორიაზე. მომხმარებელი, რომელიც ჩაერთვება გათამაშებაში ავტომატურად ეთანხმება გათამაშების ამ რეგლამენტით დადგენილ წესებს.