შეიგრძენი საფეხბურთო დღესასწაული სახლში - შეუკვეთე კარფური ონლაინ და მიიღე განსაკუთრებული საჩუქრები

24 ნოემბერი 2022

შეიგრძენი საფეხბურთო დღესასწაული სახლში - შეუკვეთე კარფური ონლაინ და მიიღე განსაკუთრებული საჩუქრები

„კარფური“ საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ახალ კამპანიას იწყებს - 18 ნოემბრიდან „კარფურის“ პროდუქტების ონლაინ - Wolt და Glovo-ის აპლიკაციებიდან შეკვეთის შემთხვევაში, მომხმარებლებს განსაკუთრებული პრიზების მიღების შანსი ექნებათ - საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური, ლუდით სავსე მაცივარი და Playstation 5. მომხმარებელს, რომელიც კამპანიის პერიოდში (18 ნოემბრიდან - 18 დეკემბრის ჩათვლით) Wolt-ის აპლიკაციაში „კარფურის“ გამოძახებისას ყველაზე მეტი ლარის ტრანზაქციას განახორციელებს საქართველოს ბანკის PLUS ბარათით, საჩუქრად გადაეცემა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებიდან ერთ-ერთის საგზური. გარდა საგზურისა, კამპანიის პერიოდში Wolt-იდან ან Glovo-დან „კარფურის“ გამოძახების შემთხვევაში, ყველაზე მეტი ლუდის - ESTRELLA-ს შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა - ESTRELLA-ს ბრენდირებული მაცივარი, რომელიც სავსე იქნება ამავე ბრენდის ლუდით (თითო პლატფორმაზე, თითო გამარჯვებული). ასევე, კამპანიის პერიოდში Wolt-იდან ან Glovo-დან „კარფურის“ გამოძახების შემთხვევაში, ყველაზე მეტი Lays-ის და Doritos-ის ჩიფსების გამოძახების შემთხვევაში, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა Playstation 5 (თითო პლატფორმაზე, თითო გამარჯვებული) ეს ყველაფერი არ არის! საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გადახდისას Wolt-ის პლატფორმაზე, იმავე Wolt-ის ანგარიშზე, მომხმარებელს უბრუნდება 10 ლარი კრედიტების სახით, ხოლო Mastercard-ის G-pay-ით გადახდისას მომხმარებელს Wolt-ის ანგარიშზე უბრუნდება 30% Cashback. გარდა ამისა, აპლიკაციებში ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა პროდუქციით სავსე კალათები, რომელიც განსხვავდება არჩევანისა და ფასის მიხედვით. აღნიშნული კალათების შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა დამატებითი პროდუქციის შეკვრა საჩუქრად (ჩიფსი, თხილეული, ლუდი, ყველი და სხვადასხვა აქსესუარი). რაც შეეხება „კარფურს“, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი ფრანგული ბრენდის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში კარფურს წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი კარფურის 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები, ყველასათვის ყოველდღე. 2012 წელს ქართულ ბაზარზე შემოსვლა კარფურისთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში განვითარების პერსპექტივა დაინახა და დღეისათვის 31 მაღაზიითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი.

 

დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3i2CDaF