საიუბილეო გათამაშების რეგლამენტი

26 სექტემბერი 2022

საიუბილეო გათამაშების რეგლამენტი

კარფურის საიუბილეო გათამაშების რეგლამენტი

„მადლობა 10 წლიანი ერთგულებისთვის“

1. კარფურის საიუბილეო გათამაშების ორგანიზატორია შპს “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“, ს/კ 404923749, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია (სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“), რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა (შემდგომში „ორგანიზატორი“).

2. კარფურის საიუბილეო გათამაშების მიზანია მომხმარებლის მოზიდვა „კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელში და მომხმარებლის სტიმულირება შეიძინოს კარფურის პროდუქცია. საიუბილეო გათამაშების ჩატარების მიზეზია ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის, „კარფურის“ საქართველოში გახსნის 10 წლის იუბილე.

3. კარფურის საიუბილეო გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია დაგროვების პროგრამა „მაი ქლაბის" (შემდეგში: მაი ქლაბი) მომხმარებელ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე „კარფურის“ თანამშრომლებს არასამუშაო საათებში, რომლებიც 2022 წლის 13 სექტემბერს კარფურის ჰიპერმარკეტებში შეიძენენ ნებისმიერი ღირებულების პროდუქციას და გამოიყენებენ „მაი ქლაბის“ ანგარიშს.

 

4. კარფურის სექტემბრის გათამაშება ჩატარდება კარფურის შემდეგ მაღაზიებში:

  1.  

ჰიპერმარკეტებში, მდებარე:

 

  1.  

ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია;

 

  1.  

ქ. თბილისი, თალჭრელიძის #2;

 

  1.  

ქ. ქუთაისი, შარტავას ქუჩა #2;

 

  1.  

ქ. რუსთავი, შარტავას გამზირის და ლომოურის ქუჩის კვეთა;

 

  1.  

ქ. ბათუმი, ტბელ-აბუსერიძის ქ. N22, ყოფილი მანქანათმშენებლი ქარხნის ტერიტორია;

 

 

  1.  

სუპერმარკეტებში, მდებარე:

 

  1.  

ქ. თბილისი, ვეკუას ქუჩა #3;

 

  1.  

ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #37ლ;

 

  1.  

ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქუჩა #37;

 

  1.  

ქ. თბილისი, ს. ცინცაძის #12

 

  1.  

ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის გამზ. #7;

 

  1.  

ქ. თბილისი, ნავთლუღის #8ა;

 

  1.  

ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, ხიზაბავრის ქუჩა #1;

 

  1.  

ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, 1 მ/რ-ს და 6 მ/რ-ს, 4 მ/რ-ს და 5 მ/რ-ს შორის

 

  1.  

ქ. თელავი, ალაზნის გამზირი #77

 

  1.  

ქ. თბილისი, დასახლება ვარკეთილი-3, IV მ/რ-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 14/430

 

  1.  

ქ. თბილისი,  დასახლება ვაზისუბანი, II მიკრო/რაიონი

 

  1.  

ქ. თბილისი, დასახელება პუშკინის ქუჩა #37

 

  1.  

ქ. ფოთი, მშვიდობის ქუჩა #2;

 

 

  1. კარფურის საიუბილეო გათამაშება ტარდება 2022 წლის 13 სექტემბერს.
  2. გათამაშებაში მონაწილეობისთვის განკუთვნილი „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე გადახდის ქვითრები გაიცემა მხოლოდ 2022 წლის 13 სექტემბერს, ჩამოთვლილი ფილიალების სამუშაო საათებში.

 

  1. კარფურის საიუბილეო გათამაშების პერიოდში, „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე გადახდის ქვითრის ამობეჭდვისას მომხმარებლებს შანსი ექნებათ მაღაზიაში განთავსებული სააქციო ხიდან აირჩიონ და ჩამოხსნან სასურველი საჩუქარი, საჩუქრები იქნება დაფარული და მომხმარებელს წინასწარ არ ექნება ინფორმაცია საჩუქრის არჩევისას.

 

  • მომხმარებლის მიერ კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ბარათის/აპლიკაციის გამოყენებისას გათამაშდება:

 

 

  1. საიუბილეო გათამაშების ზოგადი წესი:

„კარფურის“ საიუბილეო გათამაშების მიმდინარეობისას ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს, კარფურის ჰიპერმარკეტებში ნებისმიერი ღირებულების პროდუქციის შეძენისას და მაი ქლაბის გამოყენებისას ჩაერთვება გათამაშებაში.

მაღაზიის სალაროსთან პროდუქციის ღირებულების გადახდისას ქვითარზე შესაძლოა დაიბეჭდოს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, რის შემდეგაც პრიზის მოსაგებად აუცილებელია ქვითრის მფლობელმა მომხმარებელმა აირჩიოს სასურველი საჩუქარი სააქციო ხიდან და სწორად უპასუხოს პრომოუტერის მიერ დასმულ შეკითხვას.

გამარჯვებულს პრიზს გადასცემს პრომოუტერი.

 

  • მომგებიანი ქვითრის განაღდება აუცილებლად უნდა მოხდეს მომგებიანი ქვითრის მიღების დღესვე, გათამაშების ჩატარების ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პრიზი არ გაიცემა.
  • „კარფურის“ საიუბილეო გათამაშების პერიოდის განმავლობაში, „კარფურის“ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე გათამაშდება ქულები „მაი ქლაბის“ ანგარიშზე. ეს გათამაშება განხორციელდება შემდეგი სახით: კარფურის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე დაიპოსტება ილუსტრირებული შეკითხვა, რომელზეც პირველი სწორი პასუხის ავტორი მოიგებს ქულებს „მაი ქლაბის“ ანგარიშზე. გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს „მაი ქლაბის“ ბარათის სურათი ან აპლიკაციის სქრინი.

 

8. გამარჯვებულმა, კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის დახმარებით უნდა შეავსოს წინასწარ მომზადებული ბლანკი გამარჯვებულის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ, შეინახოს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“-ს მქონე ქვითარი.

9. იმ შემთხვევაში, თუ კარფურის მომხმარებელი არ არის ჩართული „მაი ქლაბის“ დაგროვების პროგრამაში, მისი რეგისტრაცია და ჩართვა დაგროვების პროგრამაში შესაძლებელია განხორციელდეს ადგილზე, კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში.

10. კარფურის საიუბილეო გათამაშების პერიოდში ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე გათამაშებული / მოგებული „მაი ქლაბის“ ქულების დარიცხვა განხორციელდება მოგებიდან 1(ერთი) თვის ვადაში. მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში.

12. კარფურის საიუბილეო გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის ვადა შეადგენს გათამაშების დასრულებიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის განხილვის ვადა შეადგენს პრეტენზიის წარდგენიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. პრეტენზია წარდგენილ უნდა იქნეს შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“-ს სათაო ოფისში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნავთლუღის ქუჩა #8ა, სავაჭრო ცენტრი „ისანი მოლი“.

14. ინფორმაცია კარფურის საიუბილეო გათამაშების წესების შესახებ, ხელმისაწვდომი იქნება კარფურის ოფიციალურ ვებგვერდზე: carrefourgeorgia.com, ასევე ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ტერიტორიაზე. მომხმარებელი, რომელიც ჩაერთვება გათამაშებაში ავტომატურად ეთანხმება გათამაშების ამ რეგლამენტით დადგენილ წესებს.