კარფური 8 წლისაა

07 სექტემბერი 2020

კარფური 8 წლისაა

 კარფურის საიუბილეო გათამაშების რეგლამენტი

 

1. საიუბილეო გათამაშების ორგანიზატორია შპს “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“, ს/კ 404923749, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია (სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“), რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა (შემდგომში „ორგანიზატორი“).

2. საცალო ვაჭრობა  ხორციელდება შემდეგ ობიექტებზე:

1) ჰიპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია;

2) ჰიპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, თალჭრელიძის #2,

3) სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნავთლუღის  #8ა,

4) სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ვეკუას ქუჩა #3,

5) სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის გამზ. #7,

6) სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ხიზაბავრის ქუჩა #1, 

7) სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის #12, 

8) სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, 1 მ/რ-ს და 6 მ/რ-ს, 4 მ/რ-ს და 5 მ/რ-ს შორის,

9) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #37ლ,

10) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ყოფილი მანქანათმშენებლი ქარხნის ტერიტორია, 11) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი,  დასახლება ვაზისუბანი, II მიკრო/რაიონი და 12) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქუჩა #37,

13) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, არაყიშვილის ქუჩა #3,

14) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, რამაზ ჩხიკვაძის ქ. #1,

15) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გზატკეცილი წყნეთი, #29, და

16) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე:  სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, სესილია თაყაიშვილის ქ. #46,

17) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. რუსთავი, კლდიაშვილის ქუჩაზე,/მეგობრობის გამზირი N23 სახლის მიმდებარე ტერიტორია,

18) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ჟიული შარტავას ქუჩა N33,

19) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, რაიონი გლდანი N79-ე სკოლის მიმდებარედ, (ნაკვეთი 06/017); ანგია ბოჭორიშვილის ქუჩა N39,

20) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა N1,

21) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნეკერჩხლის ქუჩა N2,

22) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ი. აბაშიძის ქ. N72,

23) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გამზირი ვაჟა-ფშაველა #39,

24) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. ზუგდიდი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N6.

 

3. საიუბილეო გათამაშების მიზანია მომხმარებლის მოზიდვა „კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელში და მომხმარებლის სტიმულირება შეიძინოს  კარფურის პროდუქცია. საიუბილეო გათამაშების ჩატარების მიზეზია ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის, „კარფურის“ საქართველოში გახსნის 8 წლის იუბილე.

 

4. საიუბილეო გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მაი ქლაბის" მომხმარებელ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე „კარფურის“ თანამშრომლებს არასამუშაო საათებში, რომლებიც 2020 წლის 9 სექტემბრიდან 2020 წლის 06 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში შეიძენენ ნებისმიერ პროდუქციას ნებისმიერი ღირებულებით.

5. საიუბილეო გათამაშების ჩატარების ადგილებია: კარფურის ჰიპერმარკეტების  ტერიტორია მდებარე მისამართებზე:

1) ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია,

2) ქ. თბილისი, თვალჭრელიძის #2 და კარფურის სუპერმარკეტების ტერიტორია, მდებარე მისამართებზე:

3) ქ. თბილისი, ნავთლუღის  #8ა,

4) ქ. თბილისი, ვეკუას ქუჩა #3,

5) ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის გამზ. #7,

6) ქ. თბილისი, ხიზაბავრის ქუჩა #1, 

7) ქ. თბილისი, ს. ცინცაძის #12, 

8) ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, 1 მ/რ-ს და 6 მ/რ-ს, 4 მ/რ-ს და 5 მ/რ-ს შორის,

9) ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #37ლ,

10) ქ. ბათუმი, ყოფილი მანქანათმშენებლი ქარხნის ტერიტორია,  

11) ქ. თბილისი,  დასახლება ვაზისუბანი, II მიკრო/რაიონი,  

12) ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქუჩა #37,

13) ქ. თბილისი, არაყიშვილის ქუჩა #3,

14) ქ. თბილისი, რამაზ ჩხიკვაძის ქ. #1,

15) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გზატკეცილი წყნეთი, #29,

16) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე:  სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, სესილია თაყაიშვილის ქ. #46,

17) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. რუსთავი, კლდიაშვილის ქუჩაზე,/მეგობრობის გამზირი N23 სახლის მიმდებარე ტერიტორია,

18) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ჟიული შარტავას ქუჩა N33,

19) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, რაიონი გლდანი N79-ე სკოლის მიმდებარედ, (ნაკვეთი 06/017); ანგია ბოჭორიშვილის ქუჩა N39,

20) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა N1,

21) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნეკერჩხლის ქუჩა N2,

22) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, ი. აბაშიძის ქ. N72,

23) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გამზირი ვაჟა-ფშაველა #39,

24) სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. ზუგდიდი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N6.

 

6. საიუბილეო გათამაშება ტარდება 2020 წლის 9 სექტემბრიდან 2020 წლის 06 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. საიუბილეო  გათამაშებაში მონაწილეობისთვის განკუთვნილი „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე გადახდის ქვითრების გაცემა დაიწყება 2020 წლის 9 სექტემბერს და დასრულდება 2020 წლის 06 ოქტომბერს.

 

7. საიუბილეო გათამაშებისას „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე გადახდის ქვითრის ამობეჭდვისას ადგილზე გათამაშდება სულ 52 952 (ორმოცდათორტმეტი ათას ცხრაას ორმოცდათორმეტი) პრიზი, მათ შორის:

 

  • მომხმარებლის მიერ კარფურის დაგროვების პროგრამისმაი ქლაბის“ ბარათის/აპლიკაციის გამოყენებისას გათამაშდება:

 

  • 1 x 100 000 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;
  • 2 x 50 000 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;
  • 4 x 20 000 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;
  • 10 x 10 000 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;
  • 100 x 1 000 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;
  • 1 000 x 100 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;
  • 15 000 x 50 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;
  • 35 000 x 20 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;

 

  • მომხმარებლის მიერ მასტერქარდის ბარათით გადახდისას და კარფურის დაგროვების პროგრამის -მაი ქლაბის“ ბარათის/აპლიკაციის გამოყენებისას გათამაშდება:

 

  • ტელევიზორი - 15 ცალი
  • ფენი 15 ცალი
  • სმარტფონი - 30 ცალი
  • მიქსერი - 15 ცალი
  • ლეპტოპი - 15 ცალი
  • ტოსტერი - 15 ცალი
  • სათამაშო კოსოლი - 15 ცალი
  • გარე ავეჯი (საქანელა) – 15 ცალი
  • უსადენო ყურსასმენები - 30 ცალი
  • უთო - 15 ცალი
  • ფოტოაპარატი Instax – 15 ცალი
  • მაღალი წნვით რეცხვის აპარატი - 15 ცალი
  • უსადენო დინამიკი - 15 ცალი
  • ღვინის ნაკრები (დეკანტერი და 6 ცალი ჭიქა) – 15 ცალი
  • სარეცხი მანქანა - 15 ცალი
  • ქვაბების ნაკრები - 15 ცალი
  • მტვერსასრუტი - 15 ცალი
  • ჭურჭლის ნაკრები - 15 ცალი
  • მაცივარი - 15 ცალი
  • ჩემოდნის ნაკრები - 15 ცალი
  • მიკროტალღური ღუმელი - 15 ცალი

 

  • ყავის აპარატი - 15 ცალი

 

  • ბლენდერი - 15 ცალი

 

 

 

  1. საიუბილეო გათამაშების ზოგადი წესი:

 

  • საიუბილეო გათამაშების მიმდინარეობისას ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში ნებისმიერი ღირებულების პროდუქციის შეძენისას ჩაერთვება საიუბილეო გათამაშებაში. ამასთან, მაღაზიის სალაროსთან პროდუქციის ღირებულების გადახდისას  ქვითარზე შესაძლოა დაიბეჭდოს  წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, რის შემდეგაც პრიზის მოსაგებად აუცილებელია  ქვითრის მფლობელმა მომხმარებელმა სწორად უპასუხოს კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის მიერ დასმულ შეკითხვას.

 

  • გამარჯვებულს პრიზს ან მოგების სერთიფიკატს  ჰიპერმარკეტების შემთხვევაში გადასცემს მომხმარებელთა მომსახურების თანამშრომელი, ხოლო სუპერმარკეტების შემთხვევაში შესაბამისი ფილიალის სუპერვაიზერი. იმ შემთხვევაში თუ ქვითარს არ ახლავს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, მაშინ ასეთი ქვითარი არ მონაწილეობს გათამაშებაში.

 

  • „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე ქვითრის გაცემა გათამაშების მონაწილეებზე ხდება ადგილზე, პროდუქციის შეძენისას.

 

  • მომგებიანი ქვითრის განაღდება უნდა მოხდეს მომგებიანი ქვითრის მიღების დღესვე გათამაშების ჩატარების ადგილზე.

 

  • ასევე, გათამაშდება შემდეგი დამატებითი პრიზები, რომლის მოსაგებად საჭირო არ არის მოგების შანსის მქონე ქვითრის მოპოვება:

 

  • ყოველდღიურად, დღეში ორჯერ, კარფურის თითოეულ მაღაზიაში დატრიალდება იღბლიანი ბორბალი, რომელიც სალაროს ნომრის მიხედვით გამოავლენს გამარჯვებულს. გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა კალათაში არსებული პროდუქციის ღირებულების შესაბამისი ქულები 8-ჯერ მეტი ოდენობით თუკი ის სწორად უპასუხებს კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის მიერ დასმულ შეკითხვას. იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული არ სარგებლობს „მაი ქლაბის“ დაგროვების პროგრამით, მას აქვს შესაძლებლობა ადგილზე ისარგებლოს მომხმარებელთა მომსახურების სერვისით და დარეგისტრირდეს კარფურის „მაი ქლაბის“ პროგრამაში. (აღნიშნული გათამაშების ტიპი არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე).

 

  • საიუბილეო გათამაშების პერიოდის განმავლობაში „კარფურის“ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე ყოველდღიურად გათამაშდება ქულები „მაი ქლაბის“ ანგარიშზე. ეს გათამაშება განხორციელდება შემდეგი სახით: კარფურის ფეისბუქ და ინსტაგრამ, გვერდებზე დაიპოსტება ილუსტრირებული შეკითხვა, რომელზეც პირველი სწორი პასუხის ავტორი მოიგებს 500 ქულას „მაი ქლაბის“ ანგარიშზე. გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს „მაი ქლაბის“ ბარათის სურათი ან აპლიკაციის სქრინი.

 

8. საიუბილეო გათამაშების პრიზების მოგების შესახებ მომხმარებლები შეიტყობენ ადგილზე, შემდეგ მათ გადაეცემათ პრიზები ან მოგების დამადასტურებელი სერთიფიკატები მსხვილი პრიზების (მაცივარი, სარეცხი მანქანა, საქანელა) მოგების შემთხვევაში და ისარგებლებენ კომპანიის სახლში მიტანის სერვისით უფასოდ.

 

9. გამარჯვებულმა კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის დახმარებით უნდა შეავსოს წინასწარ მომზადებული ბლანკი გამარჯვებულის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ, შეინახოს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“-ს მქონე ქვითარი.

 

10. იმ შემთხვევაში თუ საიუბილეო გათამაშების მონაწილე არ არის ჩართული „მაი ქლაბის“ დაგროვების პროგრამაში, პრიზის სახით „მაი ქლაბის“ ქულების მოგების შემთხვევაში მისი რეგისტრაცია „მაი ქლაბის“ დაგროვების პროგრამაში განხორციელდება ადგილზე კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის ან „მაი ქლაბის“ პრომოუტერების დახმარებით.

 

11. კარფურის საიუბილეო გათამაშების პერიოდში მოგებული „მაი ქლაბის“ ქულების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში.

 

12. საიუბილეო გათამაშების პრიზების გადაცემის საერთო ვადა შეადგენს გათამაშებიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს.

 

13. კარფურის საიუბილეო გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის ვადა შეადგენს გათამაშების დასრულებიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. საიუბილეო გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის განხილვის ვადა შეადგენს პრეტენზიის წარდგენიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. პრეტენზია წარდგენილ უნდა იქნეს შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია-ს სათაო ოფისში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნავთლუღის ქუჩა #8ა, სავაჭრო ცენტრი „ისანი მოლი“.

 

14. კარფურის საიუბილეო გათამაშებაში მონაწილეობის უფლება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ პირს ეძლევა ჯერადობის შეუზღუდავად იმდენჯერ, რამდენჯერაც ამ რეგლამენტით განსაზღვრულ პერიოდში კარფურის ფილიალებში შეიძენს  პროდუქციას.

 

15. ინფორმაცია კარფურის საიუბილეო გათამაშების  წესების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება კარფურის ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ტერიტორიაზე. მომხმარებელი, რომელიც ჩაერთვება საიუბილეო გათამაშებაში ავტომატურად ეთანხმება საიუბილეო გათამაშების ამ რეგლამენტით დადგენილ  წესებს.