კარფურისა და Mastercard-ის გათამაშების რეგლამენტი Google Pay-ს მხარდასაჭერად

24 ნოემბერი 2022

კარფურისა და Mastercard-ის გათამაშების რეგლამენტი Google Pay-ს მხარდასაჭერად

1. გათამაშების ორგანიზატორია შპს “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“(შემდეგში: „კარფური“), ს/კ 404923749, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია (სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“), რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა (შემდგომში „ორგანიზატორი“). 2. გათამაშების მიზანია მომხმარებლის მოზიდვა „კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელში და მომხმარებლის სტიმულირება შეიძინოს კარფურის პროდუქცია, ამავდროულად გაატაროს კარფურის ლოიალობის პროგრამა და მარკეტინგული კამპანია გაუწიოს „Mastercard”-ს რომელიც პირველად ნერგავს ელექტრონული გადახდის სისტემას Google Pay-ს საქართველოში. 3. კარფურისა და Mastercard-ის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია დაგროვების პროგრამა „მაი ქლაბის" (შემდეგში: მაი ქლაბი) მომხმარებელ ნებისმიერ პირს, რომელიც გადაიხდის მასტერქარდის ბარათით მობილური ელექტრონული საფულით წინამდებარე რეგლამენტით განსაზღვრულ კარფურის მაღაზიებში. „კარფურის“ თანამშრომლებს გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ, მხოლოდ არასამუშაო საათებში. 4. გათამაშება ჩატარდება კარფურის შემდეგ მაღაზიებში, კერძოდ, დღეში ერთ ფილიალში, რომელთა რიგითობას განსაზღვრავს კარფური. 4.1. ჰიპერმარკეტებში, მდებარე: 1. ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია; 2. ქ. თბილისი, თალჭრელიძის #2; 3. ქ. ქუთაისი, შარტავას ქუჩა #2; 4. ქ. რუსთავი, შარტავას გამზირის და ლომოურის ქუჩის კვეთა; 5. ქ. ბათუმი, ტბელ-აბუსერიძის ქ. N22, ყოფილი მანქანათმშენებლი ქარხნის ტერიტორია; 4.2. სუპერმარკეტებში, მდებარე: 1. ქ. თბილისი, ვეკუას ქუჩა #3; 2. ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #37ლ; 3. ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქუჩა #37; 4. ქ. თბილისი, ს. ცინცაძის #12 5. ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის გამზ. #7; 6. ქ. თბილისი, ნავთლუღის #8ა; 7. ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, ხიზაბავრის ქუჩა #1; 8. ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, 1 მ/რ-ს და 6 მ/რ-ს, 4 მ/რ-ს და 5 მ/რ-ს შორის 9. ქ. თელავი, ალაზნის გამზირი #77 10. ქ. თბილისი, დასახლება ვარკეთილი-3, IV მ/რ-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 14/430 11. ქ. თბილისი, დასახლება ვაზისუბანი, II მიკრო/რაიონი 12. ქ. თბილისი, დასახელება პუშკინის ქუჩა #37 13. ქ. ფოთი, მშვიდობის ქუჩა #2; ასევე მოცემულ პერიოდში გახსნილი ახალი სუპერმარკეტები. იმ შემთხვევაში თუ მოცემულ დღესა და ფილიალში პრიზი არ გათამაშდა, ხელახლა გათამაშება მოხდება მომდევნო დღეების განმავლობაში, იმავე ფილიალში. 5. კარფურისა და Mastercard-ის გათამაშება Google Pay-ს მხარდასაჭერად ტარდება 2022 წლის 17 ნოებრიდან - 2022 წლის 17 დეკემბრამდე. 6. გათამაშებაში მონაწილეობისთვის განკუთვნილი „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე გადახდის ქვითრები გაიცემა ამ პერიოდის განმავლობაში, ჩამოთვლილი ფილიალების სამუშაო საათებში 7. გათამაშების პერიოდში, „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე გადახდის ქვითრის ამობეჭდვისას მომხმარებლებს შანსი ექნებათ მოიგონ დასახელებული პრიზებიდან ერთ-ერთი: • Smart Watch/ Samsung Galaxy Watch 4 40mm Black (SM-R860NZKACIS) – ჯამში 60 (სამოცი) ცალი - მხოლოდ ანდროიდის მფლობელებისთვის; • Mobile and Smartphones/ Samsung/ Samsung A536E Galaxy A53 5G 6GB/128GB Duos Black – ჯამში 30 (ოცდაათი) ცალი - მხოლოდ ანდროიდის მფლობელებისთვის; • კარფურის 500 (ხუთასი) მაი ქლაბ ქულა - მხოლოდ არა-ანდროიდის მფლობელებისთვის. 8. წინამდებარე რეგლამენტით გათვალისწინებული თითოეული მაღაზიისთვის განსაზღვრულია 3 (სამი) ტექნიკის საჩუქარი. კერძოდ, 2 საათი და 1 მობილური ტელეფონი, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ ანდროიდის საოპერაციო სისტემის მობილური ტელეფონების მფლობელი მომხმარებლებისთვის და რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ გათამაშებაში ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული აღმოჩნდება არა-ანდროიდის საოპერაციო სისტემის მობილური ტელეფონის მფლობელი, რომლითაც შეასრულა გადახდა, მაშინ იგი დასაჩუქრდება - 500 (ხუთასი) მაი ქლაბ ქულით. 9. რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკის პრიზები, ზემოაღნიშნულ თითოეულ მაღაზიაში გაიცემა შემდეგი თანმიმდევრობით: I. 1 ცალი - Smart Watch/ Samsung Galaxy Watch 4 40mm Black (SM-R860NZKACIS); II. 1 ცალი - Mobile and Smartphones/ Samsung/ Samsung A536E Galaxy A53 5G 6GB/128GB Duos Black; III. 1 ცალი - Smart Watch/ Samsung Galaxy Watch 4 40mm Black (SM-R860NZKACIS);  საიუბილეო გათამაშების ზოგადი წესი: გათამაშების მიმდინარეობისას ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს, კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში ნებისმიერი ღირებულების პროდუქციის შეძენისას, მაი ქლაბისა და მასტერქარდის ელექტრონული საფულის გამოყენებისას ჩაერთვება გათამაშებაში. მაღაზიის სალაროსთან პროდუქციის ღირებულების გადახდისას, ამავდროულად მაი ქლაბისა და მასტერქარდის ელექტრონული საფულის გამოყენებისას ქვითარზე შესაძლოა დაიბეჭდოს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, რის შემდეგაც პრიზის მოსაგებად მოლარემ მომხმარებელი უნდა გადაამისამართოს კლიენტთა მომსახურების ცენტრში. წინამდებარე რეგლამენტით და კამპანიით განსაზღვრული საჩუქრის მიღების აუცილებელი წინაპირობაა, ქვითრის მფლობელმა მომხმარებელმა სწორი პასუხი გასცეს კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელის მიერ დასმულ შეკითხვას. დასმულ შეკითხვაზე პასუხის სწორად გაცემის შემთხვევაში, კარფურის კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელმა უნდა დააზუსტოს თუ რომელი ტიპის მობილური ტელეფონით(ანდროიდი თუ არა-ანდროიდი) მოხდა გადახდა, რის შემდეგაც უნდა გადასცეს ზემოთ აღნიშნული წესის მიხედვით განსაზღვრული საჩუქარი. კარფურის თანამშრომელმა სპეციალურად შექმნილ ფორმაში უნდა და შეავსოს გამარჯვებულის მონაცემები: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, ტელეფონი და მის მიერ მოგებული პრიზი, რაზეც ხელს აწერს გამარჯვებული. დასმულ შეკითხვაზე არასწორად გაცემული პასუხის შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ მიიღებს საჩუქარს და კარფური თავისუფალია ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რაც უკავშირდება ამ გარემოებიდან გამომდინარე პრეტენზიებს. მომხმარებლის მიერ, მომგებიან ქვითარზე უარის თქმის, ასევე, კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელის მიერ დასმულ შეკითხვაზე არასწორად გაცემული პასუხის შემთხვევაში, ქვითარი ჩაითვლება ბათილად და გასათამაშებელი პრიზის ხელმეორედ გათამაშება მოხდება იმავე ფილიალში, მომდევნო დღეების განმავლობაში. მომგებიანი ქვითრის განაღდება აუცილებლად უნდა მოხდეს მომგებიანი ქვითრის მიღების დღესვე, გათამაშების ჩატარების ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პრიზი არ გაიცემა და კარფური თავისუფალია ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რაც უკავშირდება ამ გარემოებიდან გამომდინარე პრეტენზიებს.. 10. გამარჯვებულმა, უნდა შეინახოს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“-ს მქონე ქვითარი მოცემული კამპანიის დასრულებამდე. 11. მოგებული ქვითრის განაღდება უნდა მოხდეს აუცილებლად იგივე ფილიალში, სადაც გაიცა ეს ქვითარი. ნებისმიერ სხვა ფილიალებში პრიზი არ გაიცემა. 12. გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის ვადა შეადგენს გათამაშების დასრულებიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის განხილვის ვადა შეადგენს პრეტენზიის წარდგენიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. პრეტენზია წარდგენილ უნდა იქნეს შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“-ს სათაო ოფისში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნავთლუღის ქუჩა #8ა, სავაჭრო ცენტრი „ისანი მოლი“. 13. ინფორმაცია კარფურის საიუბილეო გათამაშების წესების შესახებ, ხელმისაწვდომი იქნება კარფურის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.carrefourgeorgia.com/; ასევე ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ტერიტორიაზე. მომხმარებელი, რომელიც ჩაერთვება გათამაშებაში ავტომატურად ეთანხმება გათამაშების ამ რეგლამენტით დადგენილ წესებსა და პირობებს.