კარფურის საიუბილეო გათამაშების რეგლამენტი

08 სექტემბერი 2021

კარფურის საიუბილეო გათამაშების რეგლამენტი

კარფურის საიუბილეო გათამაშების რეგლამენტი

1. საიუბილეო გათამაშების ორგანიზატორია შპს “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“, ს/კ 404923749, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია (სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“), რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა (შემდგომში „ორგანიზატორი“).

2. საიუბილეო გათამაშების მიზანია მომხმარებლის მოზიდვა „კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელში და მომხმარებლის სტიმულირება შეიძინოს კარფურის პროდუქცია. საიუბილეო გათამაშების ჩატარების მიზეზია ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის, „კარფურის“ საქართველოში გახსნის 9 წლის იუბილე.

3. საიუბილეო გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მაი ქლაბის" მომხმარებელ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე „კარფურის“ თანამშრომლებს არასამუშაო საათებში, რომლებიც 2021 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 05 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში შეიძენენ ნებისმიერ პროდუქციას ნებისმიერი ღირებულებით ან 2021 წლის 08 სექტემბრიდან 2021 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით ვოლტის (Wolt) აპლიკაციის მეშვეობით შეიძენენ კარფურის მაღაზიებში განთავსებულ პროდუქტებს.
4. საიუბილეო გათამაშება ჩატარდება კარფურის ყველა მაღაზიაში. ვოლტის (Wolt) აპლიკაციის მეშვეობით კარფურის გამოძახების შემთხვევაში კი გათამაშებაში ჩართული იქნებიან შემდეგი მაღაზიები:
1. ჰიპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია;
2. ჰიპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, თალჭრელიძის #2;
3. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ვეკუას ქუჩა #3;
4. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #37ლ;
5. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქუჩა #37;
6. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის გამზ. #7;
7. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნავთლუღის #8ა;
8. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, ქ. თბილისი, ხიზაბავრის ქუჩა #1;
9. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბელ-აბუსერიძის ქ. N22, ყოფილი მანქანათმშენებლი ქარხნის ტერიტორია;
10. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. რუსთავი, კლდიაშვილის ქუჩაზე,/მეგობრობის გამზირი N23 სახლის მიმდებარე ტერიტორია;

5. საიუბილეო გათამაშება ტარდება 2021 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 05 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. საიუბილეო გათამაშებაში მონაწილეობისთვის განკუთვნილი „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე გადახდის ქვითრების გაცემა დაიწყება 2021 წლის 8 სექტემბერს და დასრულდება 2021 წლის 05 ოქტომბერს.

6. საიუბილეო გათამაშების პირველი ორი კვირის განმავლობაში, 2021 წლის 08 სექტემბრიდან 2021 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, გათამაშებაში ჩართული იქნება ვოლტი (Wolt). ვოლტის აპლიკაციის გამოყენებით კარფურის გამოძახების შემთხვევაში მომხმარებლებს ადგილზე მიუსვლელად ექნებათ პრიზების მოგების შესაძლებლობა. ვოლტზე (Wolt) ყოველი მე-9 შეკვეთა არის მომგებიანი. მოგების შემთხვევაში შეკვეთილ პროდუქციასთან ერთად მოგებული მომხმარებლები ვოლტის კურიერის მეშვეობით მიიღებენ საჩუქარსაც.

7. საიუბილეო გათამაშებისას „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე გადახდის ქვითრის ამობეჭდვისას გათამაშდება შემდეგი პრიზები:

 მომხმარებლის მიერ კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ბარათის/აპლიკაციის გამოყენებისას გათამაშდება:

• 100 000 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;
• 50 000 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;
• 20 000 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;
• 10 000 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;
• 1 000 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;
• 500 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;
• 200 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;
• 100 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;
• 50 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;
• 40 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;
• 30 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;
• 20 ქულა კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშზე;

 მომხმარებლის მიერ მასტერქარდის ბარათით გადახდისას და კარფურის დაგროვების პროგრამის - „მაი ქლაბის“ ბარათის/აპლიკაციის ერთდროულად გამოყენებისას გათამაშდება:

• ტელევიზორი • ბლენდერი
• სმარტფონი • ბლინების ტაფა
• ლეპტოპი • ტოსტერის ღუმელი
• სათამაშო კოსოლი • უთო
• ყურსასმენები • ორთქლის უთო
• ფოტოაპარატი Instax • მაღალი წნვით რეცხვის აპარატი;
• უსადენო დინამიკი • ჩაიდანი
• სარეცხი მანქანა • ყავის აპარატი
• მტვერსასრუტი • მიკროტალღური ღუმელი
• მაცივარი

 მომხმარებლის მიერ ვოლტის (Wolt) აპლიკაციის საშუალებით კარფურის გამოძახების შემთხვევაში - გათამაშდება:

• ლეპტოპი • უკაბელო ყურსასმენები
• სმარტფონი • უსადენო დინამიკები
• ტაბლეტი • სათამაშო კონსოლი
• სმარტ საათი • ელექტრო სკუტერი ველოსიპედი
• ყურსასმენები Air Pods • 20 ლარიანი ვაუჩერი Wolt-ზე(განაღდება შესაძლებელია 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით)

 საიუბილეო გათამაშების ზოგადი წესი:

o საიუბილეო გათამაშების მიმდინარეობისას ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში ნებისმიერი ღირებულების პროდუქციის შეძენისას ან 2021 წლის 08 სექტემბრიდან 2021 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით ვოლტის (Wolt) აპლიკაციის მეშვეობით კარფურის მაღაზიებიდან პროდუქტების შეძენისას ჩაერთვება საიუბილეო გათამაშებაში. ამასთან, მაღაზიის სალაროსთან პროდუქციის ღირებულების გადახდისას ქვითარზე შესაძლოა დაიბეჭდოს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, რის შემდეგაც პრიზის მოსაგებად აუცილებელია ქვითრის მფლობელმა მომხმარებელმა სწორად უპასუხოს კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის მიერ დასმულ შეკითხვას, ვოლტის (Wolt) აპლიკაციით კარფურის პროდუქტების შეძენის შემთხვევაშიც ქვითარზე შესაძლოა დაიბეჭდოს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, რასაც ვოლტის მხარდაჭერის გუნდი შეატყობინებს მომხმარებელს, რის შემდეგაც გამარჯვებული მათ გაუზიარებს საკუთარ პირად მონაცემებს და კურიერის მიერ პროდუქციის ადგილზე მიტანისას დასმული შეკითხვის სწორად პასუხის შემთხვევაში მიიღებს მოგებულ პრიზს.

o გამარჯვებულს პრიზს ან მოგების სერთიფიკატს ჰიპერმარკეტების შემთხვევაში გადასცემს მომხმარებელთა მომსახურების თანამშრომელი, სუპერმარკეტების შემთხვევაში შესაბამისი ფილიალის სუპერვაიზერი, ვოლტის აპლიკაციის საშუალებით მოგების შემთხვევაში კი - ვოლტის კურიერი. იმ შემთხვევაში თუ ქვითარს არ ახლავს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, მაშინ ასეთი ქვითარი არ მონაწილეობს გათამაშებაში.

o „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე ქვითრის გაცემა გათამაშების მონაწილეებზე ხდება ადგილზე, პროდუქციის შეძენისას, ვოლტის აპლიკაციით სარგებლობის შემთხვევაში კი ასეთი წარწერის მქონე ქვითრის ამობეჭდვის შესახებ მომხმარებლები შეიტყობენ ვოლტის მხარდაჭერის გუნდის დახმარებით.

o მომგებიანი ქვითრის განაღდება უნდა მოხდეს მომგებიანი ქვითრის მიღების დღესვე გათამაშების ჩატარების ადგილზე.

 ასევე, გათამაშდება შემდეგი დამატებითი პრიზები, რომლის მოსაგებად საჭირო არ არის მოგების შანსის მქონე ქვითრის მოპოვება:

• ყოველდღიურად, დღეში ერთხელ, კარფურის თითოეულ მაღაზიაში დატრიალდება იღბლიანი ბორბალი, რომელიც გამარჯვებულს გამოავლენს სალაროს ნომრის მიხედვით (თვითმომსახურების სალაროები არ მონაწილეობენ გათამაშებაში). გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა კალათაში არსებული პროდუქციის ღირებულების შესაბამისი ქულები თუკი ის სწორად უპასუხებს კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის მიერ დასმულ შეკითხვას. იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული არ სარგებლობს „მაი ქლაბის“ დაგროვების პროგრამით, მას აქვს შესაძლებლობა ადგილზე ისარგებლოს მომხმარებელთა მომსახურების სერვისით და დარეგისტრირდეს კარფურის „მაი ქლაბის“ პროგრამაში. (აღნიშნული გათამაშების ტიპი არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე).

• საიუბილეო გათამაშების პერიოდის განმავლობაში „კარფურის“ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე ყოველდღიურად გათამაშდება ქულები „მაი ქლაბის“ ანგარიშზე. ეს გათამაშება განხორციელდება შემდეგი სახით: კარფურის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე დაიპოსტება ილუსტრირებული შეკითხვა, რომელზეც პირველი სწორი პასუხის ავტორი მოიგებს ქულებს „მაი ქლაბის“ ანგარიშზე. გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს „მაი ქლაბის“ ბარათის სურათი ან აპლიკაციის სქრინი.

8. საიუბილეო გათამაშების პრიზების მოგების შესახებ მომხმარებლები შეიტყობენ ადგილზე (ვოლტის შემთხვევაში - ვოლტის მხარდაჭერის ჯგუფის დახმარებით), რის შემდეგ მათ გადაეცემათ პრიზები ან მოგების დამადასტურებელი სერთიფიკატები მსხვილი პრიზების (მაცივარი, სარეცხი მანქანა) მოგების შემთხვევაში და ისარგებლებენ კომპანიის სახლში მიტანის სერვისით უფასოდ.

9. გამარჯვებულმა კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის დახმარებით უნდა შეავსოს წინასწარ მომზადებული ბლანკი გამარჯვებულის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ, შეინახოს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“-ს მქონე ქვითარი, ვოლტის აპლიკაციის საშუალებით გამარვებულმა მომხმარებლებმა კი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ვოლტის მხარდაჭერის ჯგუფს.

10. იმ შემთხვევაში თუ საიუბილეო გათამაშების მონაწილე არ არის ჩართული „მაი ქლაბის“ დაგროვების პროგრამაში, პრიზის სახით „მაი ქლაბის“ ქულების მოგების შემთხვევაში მისი რეგისტრაცია „მაი ქლაბის“ დაგროვების პროგრამაში განხორციელდება ადგილზე კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის ან „მაი ქლაბის“ პრომოუტერების დახმარებით.

11. კარფურის საიუბილეო გათამაშების პერიოდში მოგებული „მაი ქლაბის“ ქულების დარიცხვა განხორციელდება მოგებიდან 1 თვის ვადაში. მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში.

12. საიუბილეო გათამაშების პრიზების გადაცემის საერთო ვადა შეადგენს გათამაშებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს.

13. კარფურის საიუბილეო გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის ვადა შეადგენს გათამაშების დასრულებიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. საიუბილეო გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის განხილვის ვადა შეადგენს პრეტენზიის წარდგენიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. პრეტენზია წარდგენილ უნდა იქნეს შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია-ს სათაო ოფისში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნავთლუღის ქუჩა #8ა, სავაჭრო ცენტრი „ისანი მოლი“.

14. კარფურის საიუბილეო გათამაშებაში მონაწილეობის უფლება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ პირს ეძლევა ჯერადობის შეუზღუდავად იმდენჯერ, რამდენჯერაც ამ რეგლამენტით განსაზღვრულ პერიოდში კარფურის ფილიალებში ან ვოლტის აპლიკაციის საშუალებით შეიძენს პროდუქციას.

15. ინფორმაცია კარფურის საიუბილეო გათამაშების წესების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება კარფურის ოფიციალურ ვებგვერდზე: carrefourgeorgia.com, ასევე ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ტერიტორიაზე. მომხმარებელი, რომელიც ჩაერთვება საიუბილეო გათამაშებაში ავტომატურად ეთანხმება საიუბილეო გათამაშების ამ რეგლამენტით დადგენილ წესებს.