ნილოსის ქორჭილას შემწვარი ფილე

ნილოსის ქორჭილას შემწვარი ფილე

ინგრედიენტები

 

  • ზეითუნის ზეთი
  • 5 კბილი ნიორი
  • მარილი და შავი წიწაკა
  • 1 ცალი ლიმონი (გამოწურული)
მომზადების წესი

 

გააცხელეთ ტაფა/გრილი. დაამატეთ ზეითუნის ზეთი ისე რომ მთლიანად მოიფაროს ტაფის ძირი. ქორჭილას ფილეს მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა გემოვნების მიხედვით. ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. როდესაც ნიორი გაოქროსფერდება ამოიღეთ. ზეთში ჩაწურეთ ნახევარი ლიმონი და აურიეთ. შემდეგ მოათავსეთ თევზის ფილე და შეწვით ერთი მხრიდან 8 წუთის განმავლობაში და მეორე მხრიდან 6 წუთის განმავლობაში. მოაწურეთ დარჩენილი ლიმონი. გემრიელად მიირთვით