მოხარშული კრევეტი კარაქით და ნიორით

მოხარშული კრევეტი კარაქით და ნიორით

ინგრედიენტები

• 450 გრამი გასუფთავებული კრევეტები;
• 6 სუფრის კოვზი კარაქი;
• 1/2 ჩაის კოვზი მარილი;
• 1/2 ჩაის კოვზი შავი პილპილი;
• 5 ცალი ნიორი;
• 1/2 ჭიქა ქათმის ბულიონი;
• 1/4 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა;
• 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი;
• 2 სუფრის კოვზი დაფქვილი ოხრახუში;

მომზადების წესი

1. საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ ორი სუფრის კოვზი კარაქი მეტალის ტაფაზე
2. მოათავსეთ გასუფთავებული კრევეტები გაცხელებულ კარაქის მასაში, დააყარეთ მარილი, პილპილი და აურიეთ
3. 4-5 წუთი პერიოდულად ურიეთ სანამ კრევეტები კარგად არ მომზადდება
4. გამზადებული კრევეტები გადაიტანეთ თეფშზე 
5. ტაფაზე მოათავსეთ ნიორი და 30 წამის განმავლობაში გაუჩერებლად ურიეთ
6. ტაფაზე მოთავსებულ ნიორს დაამატეთ ქათმის ბულიონი და ურიეთ იქამდე სანამ ნახარში არ განახევრდება (5-10 წუთი)
7. მიღებულ მასას დაამატეთ დარჩენილი 4 სუფრის კოვზი კარაქი, ლიმონის წვენი და წითელი წიწაკა. დააცადეთ სანამ კარაქი არ გადნება და ადუღეთ დაახლოებით 2 წუთი 
8. მიღებულ მასაში მოათავსეთ წინასწარ გამზადებული კრევეტები, მოაყარეთ დაფქვილი ოხრახუში და მოურიეთ 
9. სწრაფად გადმოიღეთ მომზადებული კერძი ტაფიდან