შემწვარი ბარაკუდა მოცარელათი

შემწვარი ბარაკუდა მოცარელათი

ინგრედიენტები
  • 3 ცალი კარტოფილი
  • 2 ცალი სტაფილო
  • 4 კბილი ნიორი (დაჭრილი)
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი
  • გამხმარი როზმარინი
  • გამხმარი ორეგანო
  • 1/4 ლიმონი
  • 150 გ გახეხილი მოცარელა
  • 400 გ ბარაკუდა
მომზადების წესი

მომზადების წესი:

დაჭერით კუბებად კარტოფილი და სტაფილო.

ერთად აურიეთ კარტოფილი, სტაფილო, დაჭრილი ნიორი, მარილი, წიწაკა, ორეგანო, როზმარინი და ზეთი. მოაწურეთ ლიმონის წვენი და მოაყარეთ ცოტა ლიმონის ცედრა.

მოათავზეთ ღუმელში 20 წუთით 160 გრადუსზე. 10 წუთში ერთხელ აურიეთ.

გაასუფთავეთ და გაამშრალეთ თევზი. ამოავლეთ ზეითუნის ზეთში მარილში და პილპილში.

20 წუთის შემდეგ, მოათავსეთ თევზი შემწვარ ბოსტნეულზე. გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.

მოაყარეთ თევზს გახეხილი მოცარელა და ორეგანო. კიდევ 3 - 5 წუთის განმავლობაში დააბრუნეთ გაზქურაში და კერძი მზად არის.