თაღლითობის წინააღმდეგ

გაფრთხილების ბარათი თაღლითობის წინააღმდეგ

თუ ფიქრობთ, რომ თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდით ან ეჭვი გაქვთ თაღლითურ საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება მაჯიდ ალ ფუტაიმის სახელით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

მაჯიდ ალ ფუტაიმი არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის დანაკარგსა თუ ზიანზე, რომელიც მოგადგებათ თაღლითური სქემის შედეგად. ქვემოთ აღწერილი შემთხვევების გარდა, თაღლითობა შესაძლოა უამრავი სხვა ფორმითაც განხორციელდეს. დაბეჯითებით მოგიწოდებთ, მუდმივად იყოთ ფხიზლად, და გამოიჩინოთ სიფრთხილე, როდესაც გასცემთ პირად ინფორმაციას.

ფიშინგი
მაჯიდ ალ ფუტაიმი არასოდეს დაგიკავშირდებათ თქვენი პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით. გარდა ამისა, ჩვენ არასოდეს გამოგიგზავნით ელ-ფოსტაზე წერილს და არც სატელეფონო ზარს მიიღებთ ჩვენგან იმის მტკიცებით, რომ დავკარგეთ თქვენი, როგორც მომხმარებლის ჩანაწერები, არც თქვენი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაგიკავშირდებით.

თუკი ეჭვი შეგაქვთ მაჯიდ ალ ფუტაიმის მხრიდან მიღებული კომუნიკაციის (სატელეფონო ზარი, გზავნილი ელ ფოსტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინება) ლეგიტიმურობაში, პირდაპირ ჩვენ დაგვიკავშირდით.

დასაქმება
არსებობენ პირები, რომლებიც იყენებენ მაჯიდ ალ ფუტაიმის სახელსა და ბრენდებს ელექტრონულ გზავნილებსა და ვებ-გვერდებზე, რათა სცადონ თანხის მოთხოვნა სამუშაოს მაძიებლებისგან. ამ თაღლითურ ქმედებებს შესაძლოა ეწოდოს განთავსების საკომისიო ან საიმიგრაციო მოსაკრებლის საფასური.

დასაქმებისა და განთავსების სააგენტოები, რომლებთან ჩვენ კონტრაქტებს ვაფორმებთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ კანდიდატები კონკრეტული ვაკანსიისთვის მაჯიდ ალ ფუტაიმის ფარლგებში, წინასწარ არ სთხოვენ კანდიდატებს რაიმე სახის საფასურის გადახდას.

ეწვიეთ ჩვენი კარიერის გვერდს, რათა გაიგოთ უფრო მეტი მაჯიდ ალ ფუტაიმში არსებული კარიერული შესაძლებლობების შესახებ.

 

საინვესტიციო თაღლითობა

თაღლითურმა საქმიანობამ შესაძლოა ასევე მიიღოს საინვესტიციო სქემების ფორმა, რომელიც მიმღებს ჰპირდება ფინანსურ ჯილდოს პირადი ინფორმაციის, ბიზნეს ინფორმაციის ან კონფიდენციალური ინფორმაციის, ტრანზაქციის წინა გადახდის, პროცესის გამარტივების საფასურის ან წინასწარი გადახდების სანაცვლოდ. ამ თაღლითურ სქემებს შესაძლოა ჰქონდეთ მაჯიდ ალ ფუტაიმის ლოგო და შესაძლოა იყენებდნენ ელ-ფოსტის ისეთ მისამართებს, რომლებიც კანონიერ ანგარიშებად მოგეჩვენებათ. 

თაღლითობა ფულადი გზავნილით/გადარიცხვით

მაჯიდ ალ ფუტაიმი არასოდეს გასცემს ჩეკს და არ მოითხოვს ამ ჩეკის ნაწილის უკან დაბრუნებას გადარიცხვით ან ფულადი გზავნილის მომსახურებით.

თაღლითობა ჯილდოს/წახალისების სახით

მაჯიდ ალ ფუტაიმს თავის აქტივებში წახალისებაც აქვს გათვალისწინებული, თუმცა ჩვენ არასოდეს ჩავაბამთ ვიზიტორს ისეთ წამახალისებელ აქციაში როგორიცაა კონკურსი, ლატარეა ან საჩუქრების გაცემა, თქვენი პირადი თანხმობის გარეშე. 

თუ თქვენ მოიგებთ ჯილდოს მაჯიდ ალ ფუტაიმის წამახალისებელი აქციის ფარგლებში, ჩვენ არასოდეს მოვითხოვთ რაიმე სახის საფასურს ან თანხას კონკრეტული ჯილდოს გამოსაგზავნად.