ჩვენ შესახებ

’Majid Al Futtaim’ -ის შესახებ

’Majid Al Futtaim’ -ის შესახებ

1992 წელს დაარსებული ’Majid Al Futtaim’-ი ახლო აღმოსავლეთის აფრიკის და აზიის რეგიონების სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროების ლიდერია.

’Majid Al Futtaim’-ის წარმატების ღირსშესანიშნავი ისტორია ერთი კაცის ხედვით დაიწყო, რომელსაც შოპინგის, გართობის და დასვენების სფეროების გარდაქმნა სურდა რათა შეექმნა „დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე“. მას შემდეგ ის არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ყველაზე პატივსაცემ და წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბდა, რომელიც 12 საერთაშორისო ბაზარზე 40 000 ადამიანზე მეტს ასაქმებს და ინარჩუნებს უმაღლეს რეიტინგს კერძო მფლობელობაში მყოფ კორპორაციებს შორის.

 ’Majid Al Futtaim’-ის მფლობელობაშია 17 სავაჭრო ცენტრი,  11 სასტუმრო და სხვა მრავალი მიმდინარე პროექტი რეგიონში. სავაჭრო ცენტრები მოიცავს Mall of the Emirates-ს, Mall of Egypt -ს, City Centre-ს და 4 საზოგადო ცენტრს, რომელიც საერთო მფლობელობაშია შარჟას მთავრობასთან ერთად. კომპანია არის „კარფურის“ ექსკლუზიური ფრენჩაიზის მფლობელი ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში, 38 სხვადასხვა ბაზარზე, რომლებიც მოიცავს 50-ზე მეტ ჰიპერმარკეტს 55 სუპერმარკეტს 12 ქვეყანაში.
 

’Majid Al Futtaim’-ის მფლობელობაშია 109 VOX Cinema ეკრანი, 16 Magic Planet-ის საოჯახო გასართობი ცენტრი და სხვა ცნობილი გასართობი და დასასვენებელი ობიექტები როგორიცაა Ski Dubai, iFly Dubai და მრავალი სხვა. კომპანია მფლობელია საფინანსო კომპანია, „Najim“-ის. იგი ასევე წარმოადგენს საერთაშორისო საცალო ბრენდებს როგორებიცაა Abercrombie & Fitch, Juicy Couture and Halston Heritage და ქსელს ჯანდაცვის დარგში. ამასთან ერთად, კომპანია ასევე ფლობს საკვებისა და სასმელის ინდუსტრიას Gourmet Gulf-თან ერთად.

კარფურის შესახებ

კარფურის შესახებ

კარფური, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელია, რომელიც 1995 წელს იქნა წარმოდგენილი შუა აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) ბაზარზე მაჯიდ ალ ფუტაიმის მიერ - რომელიც ამ რეგიონში მსოფლიოს წამყვანი პიონერია სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროში.

კარფური გახდა ყველაზე დინამიური, სწრაფად მზარდი და მიმზიდველი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი რეგიონში, 15 ქვეყნის 70-ზე მეტი ეროვნების 40 000 თანამშრომლით, რომელიც მყიდველს პროდუქტების ნაირსახეობას,  ფასებისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობას სთავაზობს.                               

                                                      
კარფური უზრუნველყოფს კლიენტთა კმაყოფილებას და ყოველდღიურ კომფორტს, 100 000-ზე მეტი პროდუქტის ფართო არჩევანს. მყიდველს შეუძლია ყოველდღიური საჭიროების, სახლის ელექტრომოწყობილობების თუ ახალი ხილის შეძენა - როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი წარმოების.            

                                                                                                                           
კარფურის პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში 2012 წელს გაიხსნა. ამჟამად, არსებობს 250-ზე მეტი ჰიპერმარკეტი, სუპერმარკეტი და ონლაინ მაღაზია რეგიონის 15 ქვეყანაში და დაგეგმილია გაფართოება შუა აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, აფრიკისა და რუსეთის 38 ქვეყანაში.                              

                                                                           
ჩვენი მიზანია საქართველოში არსებული საოჯახო პროდუქტების საუკეთესო ხარისხისა და მრავალფეროვნების უზრუნველყოფა. ჩვენი სავაჭრო პაკეტებისა და ფასდაკლების შეთავაზებების კომბინაცია ნიშნავს, რომ ამ პროდუქტებს კიდევ უფრო დაბალ ფასად გთავაზობთ, რის შედეგადაც თქვენთვის აუცილებელ საოჯახო პროდუქტებს საუკეთესო ფასად შეიძენთ.

ჩვენი განვითარების გზაზე ჩვენი ღირებულებებით ვიხელმძღვანელებთ.

გაბედულად

გამბედაობა ყოველთვის იყო მაჯიდ ალ ფუტაიმის მთავარი ღირსება - ის არის პირველი, რომელსაც ტრანსფორმაციული გამოცდილებები შემოაქვს ერთ სივრცეში.

გამბედაობა გვაძლევს საშუალებას რომ კრეატიული ატმოსფერო შევქმნათ, სადაც არის ყველაფრის გასხვავებულად კეთების და უცნობის შესწავლის სტიმული, ეს ყველაფერი კი, შეუძლებელს შესაძლებლად აქცევს.

შემართებით

ეს ნიშნავს უდიდეს ახალგაზრდულ ენერგიას და შთაგონებას, რაც გვარწმუნებს რომ ყველაფერი შესაძლებელია. ოცი წლის წინ ვინ იფიქრებდა, რომ უდაბნოში თოვლი მოვიდოდა.

ერთად

ერთად ყოფნა არის სინერგია, რომელშიც ერთიანობა აღემატება ცალკეული ნაწილების ჯამს. ჩვენ ერთად ვქმნით მომავალს მხარდამჭერ ატმოსფეროში, რის შედეგადაც კოლაბორაციული ინფორმაციის და კონსენსუსის მიღწევა გაცილებით იოლია.