March Campaign

07 March 2022

March Campaign

კარფურის მარტის გათამაშების რეგლამენტი
10 დღე ქალბატონებისთვის
1. კარფურის მარტის გათამაშების ორგანიზატორია შპს “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“, ს/კ 404923749, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია (სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“), რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა (შემდგომში „ორგანიზატორი“).
2. კარფურის მარტის გათამაშების მიზანია მომხმარებლის მოზიდვა „კარფურის“ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელში და მომხმარებლის სტიმულირება შეიძინოს კარფურის პროდუქცია. მარტის გათამაშების ჩატარების მიზეზია ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის, „კარფურის“ საქართველოში გახსნის 10 წლის იუბილე.
3. კარფურის მარტის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მაი ქლაბის" მომხმარებელ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე „კარფურის“თანამშრომლებს არასამუშაო საათებში, რომლებიც 2022 წლის 01 მარტიდან - 10 მარტის  ჩათვლით პერიოდში კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში შეიძენენ ნებისმიერ პროდუქციას, ნებისმიერი ღირებულებით და გამოიყენებენ „მაი ქლაბის“ ანგარიშს ან  კარფურის e-commerce პლატფორმის - CARREFOUR NOW-ს აპლიკაციის მეშვეობით შეიძენენ კარფურის მაღაზიებში განთავსებულ პროდუქტებს.

4. კარფურის მარტის გათამაშება ჩატარდება კარფურის შემდეგ მაღაზიებში:
1.    ჰიპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია;
2.    ჰიპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, თალჭრელიძის #2;
3.    ჰიპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქუთაისი, შარტავას ქუჩა #2;
4.    ჰიპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. რუსთავი, შარტავას გამზირის და ლომოურის ქუჩის კვეთა;
5.    ჰიპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბელ-აბუსერიძის ქ. N22, ყოფილი მანქანათმშენებლი ქარხნის ტერიტორია;
6.    სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ვეკუას ქუჩა #3;
7.    სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #37ლ;
8.    სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქუჩა #37;
9.    სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. ფოთი, მშვიდობის ქუჩა #2;
10.    სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის #12;
11.    სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის გამზ. #7;
12.    სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნავთლუღის #8ა;
13.    სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, ქ. თბილისი, ხიზაბავრის ქუჩა #1;
14.    სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, 1 მ/რ-ს და 6 მ/რ-ს, 4 მ/რ-ს და 5 მ/რ-ს შორის;
15.    სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თელავი, ალაზნის გამზირი #77;
16.    სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დასახლება ვარკეთილი-3, IV მ/რ-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 14/430;
17.    სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი,  დასახლება ვაზისუბანი, II მიკრო/რაიონი
18.    სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ალექსანდრე პუშკინის ქუჩა N37;
19.    სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ვლადიმირ მაიაკოვსკის ქუჩა N3დ;
20.    სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი N12
21.    სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ქუჩა გორგასალი, N37
22.    სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გამზირი ვაჟა-ფშაველა #39
23.    სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქალაქი ზუგდიდი,  ქუჩა სოხუმი, N29
24.    სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, რამაზ ჩხიკვაძის ქ. N1;
25.    სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ქუჩა 26 მაისის
26.    სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ქუჩა დოლიძე, N44
27.    სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ქუჩა ჭიჭინაძე, მიმდებარედ ნაკვეთი 08/040
28.    სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. რუსთავი, კლდიაშვილის ქუჩა / მეგობრობის გამზირი 23

5. კარფურის მარტის გათამაშება ტარდება 2022 წლის 01 მარტიდან 2022 წლის 10 მარტის ჩათვლით პერიოდში. მარტის გათამაშებაში მონაწილეობისთვის განკუთვნილი „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე გადახდის ქვითრების გაცემა დაიწყება 2022 წლის 01 მარტს და დასრულდება 2022 წლის 10 მარტს. 
6. კარფურის მარტის გათამაშების პერიოდში „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე გადახდის ქვითრის ამობეჭდვისას გათამაშდება შემდეგი პრიზები: 
    მომხმარებლის მიერ კარფურის დაგროვების პროგრამის - „მაი ქლაბის“ ბარათის/აპლიკაციის გამოყენებისას გათამაშდება:

•    ვულე-ვუს 100 ლარიანი პარფიუმერიის ვაუჩერი 

•    ბერლონგის სამზარეულოს აქსესუარები;
•    ფრანკოს ბლინის ტაფა;
•    ფილიპსის საყოფაცხოვრებო ტექნიკა; 
•    ქოლგეითის თავის მოვლის საშუალებების კალათა;
•    უნილევერის სარეცხი საშუალებების კალათა;
•    ეველაინის თავის მოვლის საშუალებების ნაკრები; 
•    მეიბელაინის კოსმეტიკური საშუალებები და ნეუტროგენას ხელის მაზი; 
•    რედ-ბულის 8 ცალიანი შეფუთვა;
•    -30% ვულე-ვუს ფასდაკლების ვაუჩერები.

    მარტის გათამაშების ზოგადი წესი: 
კარფურის მარტის გათამაშების მიმდინარეობისას ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში ნებისმიერი ღირებულების პროდუქციის შეძენისას და მაი ქლაბის გამოყენებისას, ასევე კარფურის e-commerce პლატფორმის - CARREFOUR NOW-ს აპლიკაციის მეშვეობით კარფურის მაღაზიებში განთავსებული პროდუქტების შეძენისას ჩაერთვება გათამაშებაში. ამასთან, მაღაზიის სალაროსთან პროდუქციის ღირებულების გადახდისას ქვითარზე შესაძლოა დაიბეჭდოს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, რის შემდეგაც პრიზის მოსაგებად აუცილებელია ქვითრის მფლობელმა მომხმარებელმა სწორად უპასუხოს კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის მიერ დასმულ შეკითხვას, e-commerce პლატფორმის - CARREFOUR NOW-ს აპლიკაციით კარფურის პროდუქტების შეძენის შემთხვევაშიც ქვითარზე შესაძლოა დაიბეჭდოს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, რასაც კურიერი შეატყობინებს მომხმარებელს, რის შემდეგაც გამარჯვებული მას გაუზიარებს საკუთარ პირად მონაცემებს და კურიერის მიერ პროდუქციის ადგილზე მიტანისას დასმული შეკითხვის სწორად პასუხის შემთხვევაში მიიღებს მოგებულ პრიზს.
o    გამარჯვებულს პრიზს ჰიპერმარკეტების შემთხვევაში გადასცემს მომხმარებელთა მომსახურების თანამშრომელი, სუპერმარკეტების შემთხვევაში შესაბამისი ფილიალის სუპერვაიზერი, CARREFOUR NOW-ს აპლიკაციის საშუალებით მოგების შემთხვევაში კი - კურიერი. იმ შემთხვევაში თუ ქვითარს არ ახლავს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, მაშინ ასეთი ქვითარი არ მონაწილეობს გათამაშებაში.

o    „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე ქვითრის გაცემა გათამაშების მონაწილეებზე ხდება ადგილზე, პროდუქციის შეძენისას, CARREFOUR NOW-ს აპლიკაციით სარგებლობის შემთხვევაში კი ასეთი წარწერის მქონე ქვითრის ამობეჭდვის შესახებ მომხმარებლები შეიტყობენ კურიერის დახმარებით.

o    მომგებიანი ქვითრის განაღდება აუცილებლად უნდა მოხდეს მომგებიანი ქვითრის მიღების დღესვე, გათამაშების ჩატარების ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პრიზი არ გაიცემა.
o    კარფურის მარტის გათამაშების პერიოდის განმავლობაში „კარფურის“ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე გათამაშდება ქულები „მაი ქლაბის“ ანგარიშზე. ეს გათამაშება განხორციელდება შემდეგი სახით: კარფურის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე დაიპოსტება ილუსტრირებული შეკითხვა, რომელზეც პირველი სწორი პასუხის ავტორი მოიგებს ქულებს „მაი ქლაბის“ ანგარიშზე. გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს „მაი ქლაბის“ ბარათის სურათი ან აპლიკაციის სქრინი.
7. კარფურის გათამაშების პრიზების მოგების შესახებ მომხმარებლები შეიტყობენ ადგილზე, CARREFOUR NOW-ს აპლიკაციის შემთხვევაში - კურიერის დახმარებით, რის შემდეგაც მათ გადაეცემათ პრიზები. 
8. გამარჯვებულმა კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის დახმარებით უნდა შეავსოს წინასწარ მომზადებული ბლანკი გამარჯვებულის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ, შეინახოს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“-ს მქონე ქვითარი, CARREFOUR NOW-ს აპლიკაციის საშუალებით გამარჯვებულმა მომხმარებლებმა კი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს კურიერს.
9. იმ შემთხვევაში თუ გათამაშების მონაწილე არ არის ჩართული „მაი ქლაბის“ დაგროვების პროგრამაში ან/და არ სარგებლობს კარფურის e-commerce პლატფორმის - CARREFOUR NOW-ს აპლიკაციით მისი რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ადგილზე.
10. კარფურის მარტის გათამაშების პერიოდში ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე გათამაშებული / მოგებული „მაი ქლაბის“ ქულების დარიცხვა განხორციელდება მოგებიდან 1 თვის ვადაში. მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში.
11. გათამაშების პრიზების გადაცემის საერთო ვადა შეადგენს გათამაშებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს.
12. კარფურის მარტის გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის ვადა შეადგენს გათამაშების დასრულებიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის განხილვის ვადა შეადგენს პრეტენზიის წარდგენიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. პრეტენზია წარდგენილ უნდა იქნეს შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია-ს სათაო ოფისში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნავთლუღის ქუჩა #8ა, სავაჭრო ცენტრი „ისანი მოლი“.
13. კარფურის მარტის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ პირს ეძლევა ჯერადობის შეუზღუდავად იმდენჯერ, რამდენჯერაც ამ რეგლამენტით განსაზღვრულ პერიოდში კარფურის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ ფილიალებში შეიძენს პროდუქციას.
14. ინფორმაცია კარფურის მარტის გათამაშების წესების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება კარფურის ოფიციალურ ვებგვერდზე: carrefourgeorgia.com, ასევე ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ტერიტორიაზე. მომხმარებელი, რომელიც ჩაერთვება გათამაშებაში ავტომატურად ეთანხმება გათამაშების ამ რეგლამენტით დადგენილ წესებს.