კარფურის თებერვლის გათამაშების რეგლამენტი

10 February 2022

კარფურის თებერვლის გათამაშების რეგლამენტი

კარფურის თებერვლის გათამაშების რეგლამენტი

სიყვარულის 10 დღე

1. კარფურის თებერვლის გათამაშების ორგანიზატორია შპს “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“, ს/კ 404923749, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია (სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“), რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა (შემდგომში „ორგანიზატორი“).

2. კარფურის თებერვლის გათამაშების მიზანია მომხმარებლის მოზიდვა „კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელში და მომხმარებლის სტიმულირება შეიძინოს კარფურის პროდუქცია. თებერვლის გათამაშების ჩატარების მიზეზია ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის, „კარფურის“ საქართველოში გახსნის 10 წლის იუბილე.

3. კარფურის თებერვლის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მაი ქლაბის" მომხმარებელ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე „კარფურის“ თანამშრომლებს არასამუშაო საათებში, რომლებიც 2022 წლის 10 თებერვლიდან - 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში შეიძენენ ნებისმიერ პროდუქციას, ნებისმიერი ღირებულებით და გამოიყენებენ „მაი ქლაბის“ ანგარიშს ან  კარფურის e-commerce პლატფორმის - CARREFOUR NOW-ს აპლიკაციის მეშვეობით შეიძენენ კარფურის მაღაზიებში განთავსებულ პროდუქტებს.
 საშუალებით.

 

4. კარფურის იანვრის გათამაშება ჩატარდება კარფურის შემდეგ მაღაზიებში:

  1. ჰიპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია;
  2. ჰიპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, თალჭრელიძის #2;
  3. ჰიპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქუთაისი, შარტავას ქუჩა #2;
  4. ჰიპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. რუსთავი, შარტავას გამზირის და ლომოურის ქუჩის კვეთა;
  5. ჰიპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბელ-აბუსერიძის ქ. N22, ყოფილი მანქანათმშენებლი ქარხნის ტერიტორია;
  6. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ვეკუას ქუჩა #3;
  7. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #37ლ;
  8. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქუჩა #37;
  9. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. ფოთი, მშვიდობის ქუჩა #2;
  10. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის #12;
  11. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის გამზ. #7;
  12. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნავთლუღის #8ა;
  13. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, ქ. თბილისი, ხიზაბავრის ქუჩა #1;
  14. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, 1 მ/რ-ს და 6 მ/რ-ს, 4 მ/რ-ს და 5 მ/რ-ს შორის;
  15. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თელავი, ალაზნის გამზირი #77;
  16. სუპერმარკეტი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დასახლება ვარკეთილი-3, iv მ/რ-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 14/430;
  17. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი,  დასახლება ვაზისუბანი, II მიკრო/რაიონი;
  18. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N57;
  19. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დიმიტრი არაყიშვილის ქ. N3;
  20. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. ზუგდიდი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N6;
  21. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. გორი, დიმიტრი ამილახვარის ქუჩა N30;
  22. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, რამაზ ჩხიკვაძის ქ. N1;
  23. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი N29;
  24. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ N24 გ;
  25. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა, N24;
  26. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა 71;
  27. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, სესილია თაყაიშვილის ქ. N46;
  28. სუპერმარკეტი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი, N117ე;

5. კარფურის თებერვლის გათამაშება ტარდება 2022 წლის 10 თებერვლიდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში. საიუბილეო გათამაშებაში მონაწილეობისთვის განკუთვნილი „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე გადახდის ქვითრების გაცემა დაიწყება 2022 წლის 10 თებერვალს და დასრულდება 2022 წლის 20 თებერვალს.

6. კარფურის თებერვლის გათამაშების პერიოდში „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე გადახდის ქვითრის ამობეჭდვისას გათამაშდება შემდეგი პრიზები:

  • მომხმარებლის მიერ მასტერქარდის ბარათით გადახდისას და კარფურის დაგროვების პროგრამის - „მაი ქლაბის“ ბარათის/აპლიკაციის ერთდროულად გამოყენებისას გათამაშდება:

 

  • სამოგზაურო ვაუჩერი

 

  • მომხმარებლის მიერ კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ბარათის/აპლიკაციის გამოყენებისას გათამაშდება:

 

  • ქალისა და მამაკაცის სუნამო;
  • ქოლგეითის თავის მოვლის საშუალებების კალათა;
  • მონდელეზის ტკბილეულის კალათა;
  • უნილევერის სარეცხი საშუალებების კალათა;
  • ჰეინეკენის 6 ცალიანი შეფუთვა;
  • რედ-ბულის 4 ცალიანი შეფუთვა.
  • 500 ქულა მაი ქლაბის ანგარიშზე.

 

  1. თებერვლის გათამაშების ზოგადი წესი:

კარფურის თებერვლის გათამაშების მიმდინარეობისას ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში ნებისმიერი ღირებულების პროდუქციის შეძენისას და მაი ქლაბის გამოყენებისას, ასევე კარფურის e-commerce პლატფორმის - CARREFOUR NOW-ს აპლიკაციის მეშვეობით კარფურის მაღაზიებში განთავსებული პროდუქტების შეძენისას ჩაერთვება გათამაშებაში. ამასთან, მაღაზიის სალაროსთან პროდუქციის ღირებულების გადახდისას ქვითარზე შესაძლოა დაიბეჭდოს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, რის შემდეგაც პრიზის მოსაგებად აუცილებელია ქვითრის მფლობელმა მომხმარებელმა სწორად უპასუხოს კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის მიერ დასმულ შეკითხვას, e-commerce პლატფორმის - CARREFOUR NOW-ს აპლიკაციით კარფურის პროდუქტების შეძენის შემთხვევაშიც ქვითარზე შესაძლოა დაიბეჭდოს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, რასაც კურიერი შეატყობინებს მომხმარებელს, რის შემდეგაც გამარჯვებული მას გაუზიარებს საკუთარ პირად მონაცემებს და კურიერის მიერ პროდუქციის ადგილზე მიტანისას დასმული შეკითხვის სწორად პასუხის შემთხვევაში მიიღებს მოგებულ პრიზს.

  • გამარჯვებულს პრიზს ჰიპერმარკეტების შემთხვევაში გადასცემს მომხმარებელთა მომსახურების თანამშრომელი, სუპერმარკეტების შემთხვევაში შესაბამისი ფილიალის სუპერვაიზერი, CARREFOUR NOW-ს აპლიკაციის საშუალებით მოგების შემთხვევაში კი - კურიერი. იმ შემთხვევაში თუ ქვითარს არ ახლავს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, მაშინ ასეთი ქვითარი არ მონაწილეობს გათამაშებაში.

 

  • „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე ქვითრის გაცემა გათამაშების მონაწილეებზე ხდება ადგილზე, პროდუქციის შეძენისას, CARREFOUR NOW-ს აპლიკაციით სარგებლობის შემთხვევაში კი ასეთი წარწერის მქონე ქვითრის ამობეჭდვის შესახებ მომხმარებლები შეიტყობენ კურიერის დახმარებით.

 

  • მომგებიანი ქვითრის განაღდება აუცილებლად უნდა მოხდეს მომგებიანი ქვითრის მიღების დღესვე, გათამაშების ჩატარების ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პრიზი არ გაიცემა.
  • კარფურის თებერვლის გათამაშების პერიოდის განმავლობაში „კარფურის“ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე გათამაშდება ქულები „მაი ქლაბის“ ანგარიშზე. ეს გათამაშება განხორციელდება შემდეგი სახით: კარფურის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე დაიპოსტება ილუსტრირებული შეკითხვა, რომელზეც პირველი სწორი პასუხის ავტორი მოიგებს ქულებს „მაი ქლაბის“ ანგარიშზე. გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს „მაი ქლაბის“ ბარათის სურათი ან აპლიკაციის სქრინი.

 

  • ასევე, კარფურის სუპერმარკეტებში 2022 წლის 10 თებერვლიდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება დამატებითი აქტივობა - კამპანია „იპოვე გული“ , რომლის მოსაგებად საჭირო არ არის მოგების შანსის მქონე ქვითრის მოპოვება, რომელიც გულისხმობს შემდეგს:
  • კარფურის მიერ წინასწარ შერჩეულ ფილიალებში განთავსდება/დაიმალება გული  წინასწარ განსაზღვრულ სექციებში. აღნიშნულის შესახებ მომხმარებელი ინფორმაციას მიიღებს კარფურის ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებით, სადაც ყოველდღიურად დაანონსდება  ის ფილიალები რომელშიც განთავსდება გული. გულის წინა მხარეს დატანილი იქნება საჩუქრის დასახელება, რომელსაც მოიგებს მომხმარებელი. „იპოვე გული“ აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პირადი ანგარიშის ქონა კარფურის მობილურ აპლიკაციაში, ასევე მოგების შემთხვევაში შესაძლებელია რეგისტრაცია აპლიკაციაში განხორციელდეს ადგილზე. პრიზის მისაღებად გამარჯვებულმა მომხმარებელმა აუცილებლად თან უნდა წაიღოს გული (არ უნდა დატოვოს ფილიალში) და გამოაგზავნოს სელფი გულთან ერთად კარფურის ოფიციალური Facebook გვერდის პირად შეტყობინებებში. სურათების მიღება გაგრძელდება 2022 წლის 20 თებერვლის 17:00 საათამდე. თითეულ მომხმარებელს აქტივობაში „იპოვე გული“ მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ ერთხელ. საჩუქრები გაიცემა სურათის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაცის მიღება შესაძლებელი იქნება კარფურის Facebook გვერდის პირად შეტყობინებაში.

 

7. კარფურის გათამაშების პრიზების მოგების შესახებ მომხმარებლები შეიტყობენ ადგილზე, CARREFOUR NOW-ს აპლიკაციის შემთხვევაში - კურიერის დახმარებით, რის შემდეგაც მათ გადაეცემათ პრიზები.

8. გამარჯვებულმა კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის დახმარებით უნდა შეავსოს წინასწარ მომზადებული ბლანკი გამარჯვებულის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ, შეინახოს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“-ს მქონე ქვითარი, CARREFOUR NOW-ს აპლიკაციის საშუალებით გამარჯვებულმა მომხმარებლებმა კი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს კურიერს.

9. იმ შემთხვევაში თუ გათამაშების მონაწილე არ არის ჩართული „მაი ქლაბის“ დაგროვების პროგრამაში ან/და არ სარგებლობს კარფურის e-commerce პლატფორმის - CARREFOUR NOW-ს აპლიკაციით მისი რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ადგილზე.

10. კარფურის თებერვლის გათამაშების პერიოდში ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე გათამაშებული / მოგებული „მაი ქლაბის“ ქულების დარიცხვა განხორციელდება მოგებიდან 1 თვის ვადაში. მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში.

11. გათამაშების პრიზების გადაცემის საერთო ვადა შეადგენს გათამაშებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს.

12. კარფურის თებერვლის გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის ვადა შეადგენს გათამაშების დასრულებიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის განხილვის ვადა შეადგენს პრეტენზიის წარდგენიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. პრეტენზია წარდგენილ უნდა იქნეს შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია-ს სათაო ოფისში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნავთლუღის ქუჩა #8ა, სავაჭრო ცენტრი „ისანი მოლი“.

13. კარფურის თებერვლის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ პირს ეძლევა ჯერადობის შეუზღუდავად იმდენჯერ, რამდენჯერაც ამ რეგლამენტით განსაზღვრულ პერიოდში კარფურის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ ფილიალებში შეიძენს პროდუქციას.

14. ინფორმაცია კარფურის თებერვლის გათამაშების წესების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება კარფურის ოფიციალურ ვებგვერდზე: carrefourgeorgia.com, ასევე ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ტერიტორიაზე. მომხმარებელი, რომელიც ჩაერთვება გათამაშებაში ავტომატურად ეთანხმება გათამაშების ამ რეგლამენტით დადგენილ წესებს.