ერთგულების 10 დღე

11 April 2022

ერთგულების 10 დღე

1. კარფურის აპრილის გათამაშების ორგანიზატორია შპს “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“, ს/კ 404923749, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია (სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“), რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა (შემდგომში „ორგანიზატორი“).

2. კარფურის აპრილის გათამაშების მიზანია მომხმარებლის მოზიდვა „კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელში და მომხმარებლის სტიმულირება შეიძინოს კარფურის პროდუქცია. აპრილის გათამაშების ჩატარების მიზეზია ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის, „კარფურის“ საქართველოში გახსნის 10 წლის იუბილე.

3. კარფურის აპრილის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მაი ქლაბის" მომხმარებელ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე „კარფურის“ თანამშრომლებს არასამუშაო საათებში, რომლებიც 2022 წლის 10 აპრილიდან - 20 აპრილის ჩათვლით პერიოდში კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში შეიძენენ ნებისმიერ პროდუქციას, ნებისმიერი ღირებულებით და გამოიყენებენ „მაი ქლაბის“ ანგარიშს MAF CARREFOUR-ის აპლიკაციის მეშვეობით.

 

4. კარფურის აპრილის გათამაშება გაიმართება საქართველოში მდებარე კარფურის ყველა ფილიალში.

5. კარფურის აპრილის გათამაშება ტარდება 2022 წლის 10 აპრილიდან 2022 წლის 20 აპრილის ჩათვლით პერიოდში. საიუბილეო გათამაშებაში მონაწილეობისთვის განკუთვნილი „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე გადახდის ქვითრების გაცემა დაიწყება 2022 წლის 10 აპრილს და დასრულდება 2022 წლის 20 აპრილს.

6. კარფურის აპრილის გათამაშების პერიოდში „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე გადახდის ქვითრის ამობეჭდვისას, მომხმარებლის მიერ კარფურის დაგროვების პროგრამის „მაი ქლაბის“ ანგარიშის MAF CARREFOUR-ის აპლიკაციის მეშვეობით გამოყენებისას გათამაშდება მაი ქლაბ ქულები - 500 (ხუთასი) და 10,000 (ათი ათასი) ქულა.

  1. აპრილის გათამაშების ზოგადი წესი:

კარფურის აპრილის გათამაშების მიმდინარეობისას ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში ნებისმიერი ღირებულების პროდუქციის შეძენისას და მაი ქლაბის გამოყენებისას, განახლებული MAF CARREFOUR-ის აპლიკაციის მეშვეობით, კარფურის მაღაზიებში განთავსებული პროდუქტების შეძენისას ჩაერთვება გათამაშებაში.

 

ამასთან, მაღაზიის სალაროსთან პროდუქციის ღირებულების გადახდისას ქვითარზე შესაძლოა დაიბეჭდოს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, რის შემდეგაც პრიზის მოსაგებად აუცილებელია ქვითრის მფლობელმა მომხმარებელმა სწორად უპასუხოს კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის მიერ დასმულ შეკითხვას.

 

  • გამარჯვებულს პრიზს, მაი ქლაბ ქულებს, ჰიპერმარკეტების შემთხვევაში გადასცემს მომხმარებელთა მომსახურების თანამშრომელი, სუპერმარკეტების შემთხვევაში შესაბამისი ფილიალის სუპერვაიზერი. იმ შემთხვევაში თუ ქვითარს არ ახლავს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, მაშინ ასეთი ქვითარი არ მონაწილეობს გათამაშებაში.

 

  • „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“ წარწერის მქონე ქვითრის გაცემა გათამაშების მონაწილეებზე ხდება ადგილზე, პროდუქციის შეძენისას.

 

  • მომგებიანი ქვითრის განაღდება აუცილებლად უნდა მოხდეს მომგებიანი ქვითრის მიღების დღესვე, გათამაშების ჩატარების ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პრიზი არ გაიცემა.
  • კარფურის აპრილის გათამაშების პერიოდის განმავლობაში „კარფურის“ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე გათამაშდება ქულები „მაი ქლაბის“ ანგარიშზე. ეს გათამაშება განხორციელდება შემდეგი სახით: კარფურის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე დაიპოსტება ილუსტრირებული შეკითხვა, რომელზეც პირველი სწორი პასუხის ავტორი მოიგებს ქულებს „მაი ქლაბის“ ანგარიშზე. გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს „მაი ქლაბის“ ბარათის სურათი ან აპლიკაციის სქრინი.

7. კარფურის გათამაშების პრიზის მოგების შესახებ მომხმარებლები შეიტყობენ ადგილზე, ქვითრის მეშვეობით.

8. გამარჯვებულმა კლიენტთა მომსახურების თანამშრომლის დახმარებით უნდა შეავსოს წინასწარ მომზადებული ბლანკი გამარჯვებულის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ, შეინახოს წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“-ს მქონე ქვითარი.

9. იმ შემთხვევაში თუ გათამაშების მონაწილე არ არის ჩართული „მაი ქლაბის“ დაგროვების პროგრამაში კარფურის განახლებული აპლიკაციით - Maf Carrefour, ვერ მიიღებს გათამაშებაში მონაწილეობის შესაძლებლობას.

10. კარფურის აპრილის გათამაშების პერიოდში ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე გათამაშებული / მოგებული „მაი ქლაბის“ ქულების დარიცხვა განხორციელდება მოგებიდან 1 თვის ვადაში. მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში.

11. გათამაშების პრიზების გადაცემის საერთო ვადა შეადგენს გათამაშებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს.

12. კარფურის აპრილის გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის ვადა შეადგენს გათამაშების დასრულებიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის განხილვის ვადა შეადგენს პრეტენზიის წარდგენიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. პრეტენზია წარდგენილ უნდა იქნეს შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია-ს სათაო ოფისში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნავთლუღის ქუჩა #8ა, სავაჭრო ცენტრი „ისანი მოლი“.

13. კარფურის აპრილის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ პირს ეძლევა ჯერადობის შეუზღუდავად იმდენჯერ, რამდენჯერაც ამ რეგლამენტით განსაზღვრულ პერიოდში კარფურის ნებისმიერ ფილიალში შეიძენს პროდუქციას.

14. ინფორმაცია კარფურის აპრილის გათამაშების წესების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება კარფურის ოფიციალურ ვებგვერდზე: carrefourgeorgia.com, ასევე ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ტერიტორიაზე. მომხმარებელი, რომელიც ჩაერთვება გათამაშებაში ავტომატურად ეთანხმება გათამაშების ამ რეგლამენტით დადგენილ წესებს.