გადაიხადე Mastercard-ით „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი

16 May 2022

გადაიხადე Mastercard-ით „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი

16 მაისიდან - 16 ივნისის ჩათვლით „კარფურის“ აპლიკაციაში შოპინგი მომგებიანია!

კომპანიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ყოველ მე-10 შეკვეთაზე, Mastercard-ით გადახდისას, თბილისის მასშტაბით მინიმუმ 20 ლარის შენაძენისას, აპლიკაციის მომხმარებლებს შანსი ექნებათ მოიგონ ისეთი ტექნიკა, როგორიცაა ტელევიზორი, სმარტფონი, სათამაშო კონსოლი, ლეპტოპი, ელექტრო სკუტერი, მტვერსასრუტი, მათ შორის სამზარეულოს ტექნიკა - მიკროტალღური ღუმელი, ბლენდერი, ყავის აპარატი და სხვა უამრავი პრიზი. კომპანია „კარფური,“ რომელიც საქართველოში წარმოდგენილია „მაჯიდ ალ ფუტაიმის“ მიერ, ყოველთვის მოწინავე იყო მომხმარებლებზე ზრუნვისა და განსაკუთრებული შემოთავაზებების კუთხით. 

  გათამაშების წესები და პირობები

  1. გათამაშების ორგანიზატორია შპს “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“, ს/კ 404923749, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია (სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“), რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა (შემდგომში „ორგანიზატორი“).
  2. გათამაშების მიზანია მომხმარებლის მოზიდვა და სტიმულირება „კარფურის“ მობილური აპლიკაციის (MAF Carrefour) გამოყენებით განახორციელოს პროდუქციის ონლაინ შესყიდვები. გათამაშების ჩატარების მიზეზია ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის „კარფური“ საქართველოში გახსნის 10 წლის იუბილე.
  3. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „კარფურის“ აპლიკაცია MAF Carrefour-ის მომხმარებელ ნებისმიერ  პირს, რომელიც 2022 წლის 16 მაისიდან 2022 წლის 16 ივნისის ჩათვლით პერიოდში მობილური აპლიკაცია MAF Carrefour-ის მეშვეობით ონლაინ შეიძენს მინიმუმ 20 ლარის ღირებულების პროდუქციას.
  4. გათამაშებაში ჩართული იქნება კარფურის მხოლოდ აპლიკაციაში მითითებული მაღაზიები.
  5. გათამაშება ტარდება 2022 წლის 16 მაისიდან, 2022 წლის 16 ივნისის ჩათვლით პერიოდში. 
  6. MAF Carrefour-ის აპლიკაციის გამოყენებით კარფურის გამოძახების (პროდუქციის შეძენის) შემთხვევაში მომხმარებლებს ადგილზე მიუსვლელად ექნებათ პრიზების მოგების შესაძლებლობა. MAF Carrefour-ზე ყოველი მე-10 შეკვეთა არის მომგებიანი.
  7. გათამაშების ფარგლებში მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა მოიგონ შემდეგი პრიზები:
  • მომხმარებლის მიერ კარფურის აპლიკაციის MAF Carrefour-ის მეშვეობით პროდუქციის შეკვეთისას გათამაშდება:
  • 5 ლარის ღირებულების პრომო კოდი კარფურის აპლიკაციის MAF Carrefour-ის ანგარიშზე;
  • 10 ლარის ღირებულების პრომო კოდი კარფურის აპლიკაციის MAF Carrefour-ის ანგარიშზე;
  • 20 ლარის ღირებულების პრომო კოდი კარფურის აპლიკაციის MAF Carrefour-ის ანგარიშზე;
  • 30 ლარის ღირებულების პრომო კოდი  კარფურის აპლიკაციის MAF Carrefour-ის ანგარიშზე;
  • 40 ლარის ღირებულების პრომო კოდი კარფურის აპლიკაციის MAF Carrefour-ის ანგარიშზე;
  • 50  ლარის ღირებულების პრომო კოდი კარფურის აპლიკაციის MAF Carrefour-ის ანგარიშზე;
  • 100 ლარის ღირებულების პრომო კოდი კარფურის აპლიკაციის MAF Carrefour-ის ანგარიშზე;
  • მომხმარებლის მიერ კარფურის აპლიკაციის MAF Carrefour-ის მეშვეობით პროდუქციის შეკვეთისას და შეკვეთის ღირებულების Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში გათამაშდება:
  • უსადენო დინამიკი
  • მობილური ტელეფონი
  • ლეპტოპი
  • ფოტოაპარატი
  • საათი
  • ფოვერ ბანკი (power bank)
  • სათამაშო კონსოლი
  • ტაბლეტი
  • ელექტრო სკუტერი ველოსიპედი
  • ჭურჭლის ნაკრები
  • დეკანტერის სეტი
  • ქვაბების ნაკრები
  • ტელევიზორი
  • მტვერსასრუტი
  • ჩაიდანი
  • ყავის აპარატი
  • მიკროტალღური ღუმელი
  • ბლინის ტაფა
  • ტოსტერი
  • ფენი
  • თმის უთო
  • წვერის საპარსი
  • ბლენდერი
  • ჩოპერი
  • სენდვიჩ მეიქერი

 

  1. გათამაშების ზოგადი წესი:
  • გათამაშების პერიოდში ნებისმიერი პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესებისა და პირობების მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, კარფურის აპლიკაციის MAF Carrefour-ს მეშვეობით მინიმუმ 20 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენისას  ჩაერთვება გათამაშებაში. ამასთან, თუკი პროდუქციის შეკვეთისას მომხმარებელი აღმოჩნდება მე-10 წარმატებული შემკვეთი,  პროდუქციის ღირებულების გადახდის შემდეგ პრიზის მოსაგებად მან აუცილებელია, სწორად უპასუხოს კლიენტთა მომსახურების ცენტრის თანამშრომლის მიერ დასმულ შეკითხვას. მომხმარებელთან კომუნიკაცია განხორციელდება კლიენტთა მომსახურების ცენტის მიერ სატელეფონო ზარის მეშვეობით.
  • MAF Carrefour-ის აპლიკაციით სარგებლობის შემთხვევაში პრიზის მოგების შესახებ მომხმარებლები შეიტყობენ კარფურის მხარდაჭერის გუნდის მეშვეობით, ასევე, მიიღებენ შესაბამის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.
  • ტექნიკის მოგების შემთხვევაში მოგებულ პრიზს მომხმარებლები მიიღებენ საკუთარ მისამართზე 2 სამუშაო დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში გამარჯვებულები სარგებლობენ  სახლში მიტანის სერვისით უფასოდ. პრომო კოდების მოგების შემთხვევაში კი - მომხმარებლები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ კოდს. პრომო კოდების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ MAF Carrefour-ის აპლიკაციის მეშვეობით პროდუქციის ონლაინ შეძენისას. პრომო კოდის MAF Carrefour-ის აპლიკაციაში გააქტიურების შემდეგ გამარჯვებულ მომხმარებელს მომდევნო შეკვეთის განხორციელებისას შეკვეთის ღირებულება შეუმცირდება შესაბამისი ნომინალის თანხით.
  • მომხმარებლებზე პრიზები გაიცემა მარაგის ამოწურვამდე.
  • ერთსა და იმავე მომხმარებელს საჩუქრად ტექნიკის მიღება შეუძლია მხოლოდ ერთხელ.
  1. კარფურის გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის ვადა შეადგენს გათამაშების დასრულებიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. გათამაშებასთან დაკავშირებული პრეტენზიის განხილვის ვადა შეადგენს პრეტენზიის წარდგენიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. პრეტენზია წარდგენილ უნდა იქნეს შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია-ს სათაო ოფისში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნავთლუღის ქუჩა #8ა, სავაჭრო ცენტრი „ისანი მოლი“.
  2. კარფურის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება ამ წესებითა და პირობებით განსაზღვრულ პირს ეძლევა ჯერადობის შეუზღუდავად იმდენჯერ, რამდენჯერაც ამ წესებითა და პირობებით განსაზღვრულ პერიოდში MAF Carrefour-ის აპლიკაციის საშუალებით შეიძენს  პროდუქციას. ამასთან, გათამაშების პერიოდში ტექნიკის საჩუქრის მიღება ერთსა და იმავე პირს შეუძლია მხოლოდ ერთხელ.
  3. ინფორმაცია კარფურის გათამაშების  წესების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება კარფურის ოფიციალურ ვებგვერდზე: carrefourgeorgia.com. მომხმარებელი, რომელიც ჩაერთვება გათამაშებაში, ავტომატურად ეთანხმება გათამაშების ამ წესებსა და პირობებს.

 

გისურვებთ წარმატებას!